18 თავი

512 37 2
                                    

             რაც ნინა საოპერაციოდან გამოიყვანეს და პალატაში გადმოიყვანეს მის მერე მის გვერდით ვარ. უკვე დილაა და ველოდები როდის მოვა გონს. ეს როგორ უნდა ვუთხრა? როგორ უნდა ვუთხრა რომ ჩვენი პატარა აღარ დაიბადება. რომ მას ვერ ჩავეხუტებით და ვერ მოვეფერებით. ჯანდაბა! ისევ წამომივიდა ცრემლები. თავი დაბლა დავხარე. ნინას ხელი ავიღე და ზედ ვაკოცე.
- ლუ... რატომ ტირი?_ ჩურჩულით მკითხა. მაშინვე ავწიე თავი და მის ამღვრეულ თვალებს შევხედე. როგორ ვუთხრა?!
- იცი... როგორ ხარ?_ ვერ ვეტყვი.
- კარგად. მაგრამ მუცელი მტკივა. თითქოს გამომაცარიელეს._ ისევ წამომივიდა ცრემლები და თავი ჩავხარე.- ლუ. რა მოხდა? ო, არა!_ ისევ ავხედე. ანერვიულდა. სახეზე შიში და ტკივილი დაეტყო.- პატარა ხომ ისევ აქ არის?_ ხელი მუცელზე მოიკიდა.- ლუი ტომლინსონ მითხარი რომ ზეინი ისევ აქ არის!_ იყვირა.
- ძალიან ვწუხვარ._ თავჩახრილმა ვუთხარი და ცრემლების ახალმა ნაკადმა გაიკვალა გზა ჩემს სახეზე.
Nina's Pov
არ ვიცი მერამდენე დღეა რაც ოთახიდან არ გავსულვარ. საჭმლის ჭამაც არ მინდა. მაგრამ ლუის თხოვნით და დაჟინებით ვჭამ, იშვიათად.
ფანჯრის რაფაზე ვზივარ და გარეთ ვიხედები. ჩემი პატარა ის დავკარგე. მე ზეინი უკვე მეორედ დავკარგე.
FlashBack
დილით ვიღაც მაღვიძებს. ვტრიალდები და ცალ თვალს ვახელ. თავზე ზეინი მადგას.
- რამე მნიშვნელოვანი თუ არ არის ჯობს გახვიდე!_ ვუბღვერ და თვალებს ვხუჭავ.
- მნიშვნელოვანია, თანაც ძალიან._ საბანს ხელი მოკიდა და გადამხადა. თვალები გაუფართოვდა როცა საცვლების ამარა დამინახა. ისევ გდავიფარე საბანი.
- შენ...შენ რა პიჟამას არ იცმევ?
- არა. არ მიყვარს.
- კარგი, კარგი_ თქვა სიცილით.- ადექი უნდა წავიდეთ.
- საააად?
პასუხი არ გაუცია სიცილით გავიდა გარეთ. აააჰჰჰჰ. რომელი საათია ნეტა? რა? 11 საათია?! ჯანდაბა! სამსახური. ფეხზე ვდგები. ვწესროგდები და ოთახიდან გავდივარ. სამზარეულოში ზეინი დგას. დივანზე კი ლიამი ზის და მობილურშია ჩამძვრალი.
- წავედით?_ მეკითხება ზეინი და ჩემკენ მოდის.
- კი. სამსახურში.
- არა. დღეს სამსახურში არ მიდიხარ. ჩემთან ერთად მთელი ქალაქი უნდა მოიარო._ მითხრა და ხელი ჩამავლო.
- მოიცა. რა?!
- კარგააად_ მოგვაძახა ლიამმა როცა ზეინმა სახლიდან გამათრია.
- არ მეტყვი სად მივდივართ?
- ნახავ._ მითხრა და გამიღიმა.
მანქანაში ჩავსხედით და ნახევარ საათში დიდი შენობის წინ გავჩერდით.
- ეს რა არის?
- ფილმები გიყვარს?_ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. გაიღიმა და მანქანიდან გადავიდა. მეც უკან მივყევი. შენობაში შევედით. კინოთეატრში ვიყავით. ორი დიდი კოლა და ორი დიდი შეკვრა პოპკორნი აიღო. რაღაც ფილმის ბილეთები და ფილმის საყურებლად წავედით.
- რა ფილმია?_ სანამ შევიდოდით ვკითხე.
- წარმოდგენა არ მაქვს._ თქვა მხრების აჩეჩვით და დარბაზში შევედით.
ჩვენი ადგილები დავიკავეთ და კინოს ყურება დავიწყეთ.ძალიან მოსაწყენი და უინტერესო იყო. ამიტომ ზეინმა ჩემს გასამხიარულებლად ჩემი წვალება დაიწყო. თმებში პოპკორნებს მიდებდ. მეც ვიშორებდი და სახეში ვესროდი. ორჯერ ჩვენს უკან მჯდომმა გოგომ შენიშვნა მოგვცა. ცოტახანი ვჩერდებით მერე კი ისევ ვაგრძელებთ. მერე ზეინმა ჩვენს წინ, ორი სკამის მოშორებით ვიღაც კაცს ესროდა თავში პოპკორნს. როცა ის კაცი უკან იხედებოდა, ზეინი ეკრანს უყურებდა და პოპკორნს ჭამდა თან ისეთ სახეს იღებდა თითქოს გულდასხმით უყურებდა ფილმს. მე სიცილს ძლივს ვიკავებდი. ზოგჯერ კი სახეს ხელებში ვმალავდი. ფილმის დამთავრებას ვერ ვუყურეთ რადგან დაცვამ გარეთ გამოგვყარა.
- ახლა რა ვქნათ?_ ვკითხე სიცილით.
- შენ მითხარი._ ისიც იცინოდა.
- გასართობ პარკში._ ვთქვი პატარა ბავშვივით და ავცუნდრუკლდი. მან სიცილს უმატა და თავი დამიქნია.
FlashBack end
თვალები ცრემლებით დაბინდული მჰქონდა. აღარ შემიძლია აქ ჯდომა. ცრემლები მოვიწმინდე. ტანზე გამოვიცვალე. ჩანთა მხარზე გადავიკიდე. კიბეებზე ჩავირბინე. მისაღებში ლიამი, მეგი და ლუი იჯდა. ლუი მათგან ოდნავ მოშორებით იყო. ღიმილით უყურებდა მეგის და ლიამს რომლებიც მედისონს ეთამაშებოდნენ. გული დამეწვა. უნებლიედ მუცელზე ხელი მოვიკიდე. ისევ ამეწვა თვალები მაგრამ თავი შევიკავე, ტირილისგან და სათვალე გავიკეთე. ის იყო უნდა გავსულიყავი გარეთ რომ ლუის ხმამ გამაჩერა.
- ნინა? სად მიდიხარ?
- სუფთა ჰაერზე._ ვთქვი და გავედი.
ქუჩაში მივდიოდი და ვფიქრობდი ყველაფერ იმაზე თუ რა გადავიტანე. ისევ მომაწვა ცრემლები. ჯანდაბა! აღარ ვიტირებ. იმ ნაბიჭვარს ვიპოვი და მამამისზე უარეს დავმართებ!
ფიქრებიდან სიცილის ხმას გამოვყავარ. მარცხნივ ვიხედები და გასართობ პარკს ვხედავ. სადაც უამრავი ხალხი იცის და მხიარულობს.
FlashBack
ორივე მანქანაში ჩავსხედით და გასართობ პარკში წავედით. პარკში შესვლითანავე ეშმაკის ბორბლისკენ გავიქეცი.
- მართლა გინდა ამაზე დაჯდომა?_თქვა ზეინმა და ბორბალს ახედა. მოიცაა! არააა მას რა ეშინია?
- შენ რა გეშინია?_ სიცილნარევად ვკითხე.
- მე? ..არაა...რა სისულელეა. წამოდი დავჯდეთ._ ხელი ჩამკიდა.
ბილეთები აიღო და ბორბალზე დავსხედით. რაც უფრო ზემოთ ავდიოდით მით უფრო მიჭერდა ზეინი ხელს და ქვემოთ შეშინებული იყურებოდა. რაც შეუძლია მალავს. მაგრამ არაფერი გამოსდის.
- ნინა, შესაძლებელია რომ სინათლე გაითიშოს?_ მეკითხება ბავშვის სახით.
- როგორ არა. მაგრამ ძალიან იშვიათად.
- კარგი._ მითხრა და ჩემკენ მოიწია. ვაიმე რა საყვარელია, როცა ეშინია. ნუ ისედაც საყვარელია.
- თუ გეშინოდა რატომ დაჯექი?მეც შემეძლო მარტო დაჯდომა.
- ამ სიმაღლეზე მარტო ვერ გამოგიშვებდი._ სიცილს ვიწყებ და ლოყაზე ვკოცნი
თითქმის მწვერვალზე ვართ ასულები. მე ვიცინოდი ზეინი კი წუწუნებდა რომ არ იყო სასაცილო. მოულოდნელად ბორბალი ჩერდება. ზეინი დაფეთებული მაშინვე მე მიყურებს. მეც მაშინვე სახე მეცვალა.
- თქვი რომ ეს ასე უნდა იყოს!_ ზეინს უკვე პანიკა იპყრობს.
- ეს ასე უნდა იყოს._ უკვე მეც მეშინია.
- მატყუებ!_ ყვირის. ღმერთო ახლა რა ვქნა. აქედან თუ ცოცხლები ჩავედით, ზეინი ნამდვილად მომკლავს.
- ნუ ღელავ მალე დავიძვრებით._ ოდნავ ხმა მიკანკალებს.
მე და ზეინი ერთმანეთზე ვართ აკრულები. არასდროს მეშინოდა სიმაღლის მაგრამ ახლა ცოტა მეშინია თან ასეთ ზეინს რომ ვუყურებ. როგორც იქნა ბორბალი ისევ იწყებს მოძრაობას. გულზე მომეშვა. ზეინიც ცოტა დაწყნარდა მაგრამ ისევ ეშინოდა. ბოლოს ჩავედით ქვემოთ. ზეინმა სიხარულით დააბიჯა მიწას ფეხი. მე ისევ სიცილი მიტყდება. მემგონი ამდენი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მიცინია. თავიდან გაბუტული მიყურებს მერე კი ისიც იცინის. მანქანაში ვჯდებით. არ ვიცი სად მივდიოდით. მაგრამ მთელი გზა სიცილით ვიგუდებოდი და ზეინს ვაწვალებდი. სიცილისგან უკვე ვეღარ ვსუნთქავდი.
FlashBack end.

Bad or Good (დასრულებული)Where stories live. Discover now