ოცდამეათე თავი

18 1 1
                                    

RULE N°30: "EVERYTHING WILL BE DIFFERENT".

  ვატოს კარების გაღების ხმა აფხიზლებს, თუმცა თვალებს არ ახელს. ფეხის ხმა ისმის, ვიღაც უახლოვდება და მასთან ახლოს ჯდება, სურნელი ეცნობა. რა თქმა უნდა დეაა, ვერ ხვდება რას აკეთებს, მაგრამ თვალებს მაინც არ ახელს და თავს იმძინარუნებს.

დეა მას უყურებს, თავადაც არ იცის აქ რა ჯანდაბას აკეთებს. ვატო გვერდულად წევს, ტუჩები საყვარლად აქვს გამობუშტული, თმა კი აჩეჩილი. ლოყაზე ხელს ნაზად ახებს და მისკენ იწევა, ტუჩებზე უყურებს და ქვედა ტუჩზე კბენს თავის თავს, თავი რომ შეიკავოს იმისგან, რაზეც ახლა ფიქრობს. უეცრად ვატო თვალებს ახელს, დეა კი თვალებს აფართოებს და უკან იხევს, საშინლად ხურდება და წითლდება. ვატო მას იჭერს, მკლავებზე ხელს კიდებს და საწოლზე სვამს, წელზე ხელს ხვევს რომ არსად გაექცეს.

-რას აპირებდი?_ტუჩებზე დაჰყურებს ვატოც და ერთი სული აქვს როდის დაეპატრონება მას.

-მე... არაფერს... უბრალოდ..._სიტყვებს თავს ვერ აბამს. მისი სიახლოვე და ეს სურნელი თავბრუს ახვევს, სუნთქვა ეკვრება, როდესაც უფრო უახლოვდება და მისი სუნთქვა სახეზე ეცემა. მონატრებულ ტუჩებს, თავის ტუჩებს ახებს თუ არა დეა უკან იხევს. მან ოჯახი მოკლა. მან ოჯახი მოკლა, მხოლოდ ეს უტრიალებს დეას თავში და ვერ ხვდება ამას როგორ ბედავს.

-დეა, მე ჩემი ოჯახი არ მომიკლავს, დაგიმტკიცებ ამას, ოღონდ დრო მომეცი_დეას აზრებს კითხულობს და ხელებს უშვებს. დეა უხერხულად იწევს თმას, ყურს უკან.

-ვატო მე..._თავს ვერაფერს უხერხებს, თან მამამისის სჯერა, თან ვატოსიც, ახლა არაფერი აინტერესებს. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს.

-რა?_მოლოდინში სული ეხუთება და წელზე ხელებს ამოძრავებს, დეას მუცელში რაღაც უცნაური ხდება.

-მაკოცე_ ვატოს თავიდან უკვირს, მაგრამ შემდეგ მის ტუჩებს იპყრობს, ამჯერად რამდენიმე წამით არა, არც რომელიმე მათგანია მთვრალი, უბრალოდ ორ ადამიანს ეს მთელი გულით სურს და იმას აკეთებენ რაც გულს სურს.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now