მეთხუთმეტე თავი

17 3 2
                                    

RULE N°15: "DREAMS DON'T ALWAYS COME TRUE, BUT TRY AND DO YOUR BEST NOT TO REGRET IT!".

    ბევრი ადამიანის დილა, მშვიდობიანი საერთოდ არაა ხოლმე. ამის მაგალითი დეა იყო, ლამის ტირილით ადგა დილის ექვს საათზე და ნამდვილი ტკივილი შეიგრძნო, ასე ადრე ცხოვრებაში არ გაუღვიძია. თანაც კომპანიაში მიდიოდა, იქ სადაც ვერაფერს იტანდა, ყველაფერი ეზიზღებოდა რაც მას უკავშირდებოდა. იმ მომენტში გოჩაც კი ეზიზღებოდა, როდესაც ოთახში იჯდა, თავის კაბინეტში. დეა ზუსტად იმ კაბინეტში იყო ახლა, უაზროდ ათვალიერებდა, გოჩას კი ეგონა რომ რასაც ლაპარაკობდა და უხსნიდა ყველაფერი ესმოდა. გოგო უბრალოდ ყველა კუთხეს იმახსოვრებდა, რომ არაფერი გამორჩენოდა, ისეთი რასაც შემდეგში შეიზიზღებდა.

მიუხედავად იმისა რომ ახლა კაფეში უნდა ყოფილიყო და ლილე შეეცვალა, მაგრამ აქეთ გახდა საშველი და ყველაფერი საბოლოოდ მეპატრონეს მიაბარეს. ეს კი რა თქმა უნდა ხელფასზე აისახებოდა.

-დეა!_ფიქრებიდან ფხიზლდება გოგო და ძმას შეშინებულს უყურებს.

-რა?_გაოცებული კითხულობს და რაღაც საბუთებს თაროზე აბრუნებს.

-ყველაფერი გაიგე რაც გითხარი?_დეა უხერხულად იცინის, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი გაიგო თავს დამაჯერებლად უქნევს.

-კარგი, მაშინ რაც გითხარი იმის მოკლე შინაარსი მითხარი. რა გაიგე, რა გევალება?_მკაცრად ეუბნება ძმა და ჰალსტუხზე ხელს იკიდებს, ოდნავ უშვებს. დეა ოხრავს და დივანზე დაღლილი ეშვება.

-არც კი ვიცი რა მევალება_ორაზროვნად ამბობს, თავად დეაც ვერ იგებს ამ კითხვის შინაარს, რა უნდა ზოგადად რა ევალება ამ ცხოვრებაში თუ ახლა ამ მომენტში. გოჩაც დგება და მის გვერდით ჯდება.

-დეა.

-ხო?_ძმას ყველაზე უბედური ადამიანის სახით უყურებს.

-რამდენიმე დღე გაუძელი და იქნებ მოგეწონის აქაურობა. სულ ცოტათი_გოჩა მას თითებით აჩვენებს მცირე დაშორებას, ისეთ მცირეს ძლივს ჩანს.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now