მეთერთმეტე თავი

24 2 2
                                    

RULE°N11: "ALWAYS KEEP THE GOLDEN MEAN IN LIFE".

    დეა თვალებს ახელს თუ არა გუშინდელი გიჟური დღე ახსენდება, მისი ძმა და ის როგორ მიქრიან მუსიკებით ცარიელ გზაზე. თავიდან იმაზეც კი ჩაფიქრდა სიზმარი ხომ არ იყო, მაგრამ ტელეფონში სურათები სხვა რამეს მოწმობდა, გიჟური სურათები ჰქონდათ გადაღებული. ერთი ისეთი ჩვეულებრივ დააშანტაჟებდა ძმას, რადგან საშინლად სასაცილოდ გამოიყურებოდა ამ სურათში. მშობლებს ეს სურათები რომ ენახათ ერთი თვე შინა პატიმრობა არცერთს არ ასცდებოდათ, დეამ იმ წამსვე წაშალა, თუ რამე კი წაშლილებში ნახავდა. დღეს თავისუფალი დღე ჰქონდა, ამიტომაც ის ნინი და ანი მიდიან გასართობად. დეა დედამიის უკვე შეუთანხმდა, ასე რომ მთავარი პრობლემა გადაჭრილია. დეას ტელეფონზე მესიჯის ხმა ისმის.

"აბა მზად ხარ?"_წერდა ნინი.

"კი, გამოვალ"_ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ძმის ოთახზე დააკუნა, შემდეგ კი კარი შეაღო, რაღაც ფილმს უყურებდა ლეპტოპში.

-წავედი მე_გოჩა შემობრუნდა და ეჭვის თვალით შეხედა.

-მალე მოდი, დღეს ფილმების საღამო გვაქვს_დეამ თვალი ჩაუკრა.

-ვიცი_კარი გამოხურა და ქვევით ღიღინით ჩავიდა, ჩანთაც მოიკიდა და გარეთ გავიდა. ნინი და ანი დაინახა და მათკენ წავიდა, ანი სარკეში იხედებოდა და მაკიაჟს ისწორებდა. სხვანაირად ეცვათ, უფრო მეტად გამომწვევი კაბები, რომლებიც ძალიან უხდებოდათ.

-სად მივდივართ?_იკითხა დეამ მას შემდეგ რაც ერთმანეთი გადაკოცნეს და მოიკითხეს, გადატვირთული გრაფიკის გამო ვერცერთი ვერ ახერხებდა ერთმანეთის ნახვას.

-კლუბში_ანიმ სარკე ხმაურიანად ჩაკეცა და ტყავის ჩანთაში ჩაიდო.

-რა?_დეამ გაიოცა და სახლისკენ მიბრუნდა, ვინმეს ხომ არ გაეგო დარწმუნდა.

-ღამე არ გიშვებენ არსად, ასე რომ ისეთი კლუბი ვიშოვეთ, რომელიც რატომღაც დილასაც ღიაა_დეას სიმწრისგან გაეცინა.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now