მეექვსე თავი

18 4 0
                                    

RULE N6: " NEVER  FEAR A PERSON, FEAR WHAT LIVES WITHIN HIM".

  ფილმის დასასრულს დეას რომანტიკაზე აეტირა, ძმა კი მას დასცინოდა. ამ დროს ვიღაცამ კარი შემოაღო, ძმამ კი საათს გახედა.

-დრო ამოიწურა, ლოგინებში_დედას მკაცრ რეჟიმს ვერ გადაურჩნენ. გოგომ ხელსახოცები და ძმის ბალიში წამოიღო, რომელსაც ტირილის დროს იხუტებდა და ვერ შეემჩნია.

-ჰეი, ჩემი ბალიში, დედა ბალიშის გარეშე ვერ ვიძინებ_დაიბუზღუნა გოჩამ.

-გოჩა გაიზარდე. ხვალ ადრე უნდა ადგე არ დაგავიწყდეს, მამას კომპანიაში მიდიხარ. დეაც გააღვიძე შენ უფრო დაგიჯერებს, იქნებ სიტუაცია მოეწონოს და გადაიფიქროს ის რაღაც საშინელი პროფესია_ბიჭს გუნება გაუფუჭდა, ეგონა ხვალ მაინც გამოიძინებდა. 

-დედა ეს მისი საქმე არ არის..._დის დაცვას შეეცადა, რადგან თვითონაც არ გრძნობდა თავს შესანიშნავად.

-მშობელმა უკეთ იცის_თქვა და ოთახიდან გავიდა, გოჩა სევდიანად ჩაესვენა საწოლში. ერთადერთი რამ უნდოდა თავისი ერთადერთი ნათელი წერტილისთვის და ამაზე მეტისთვის, ოცნება აესრულებინა. ვერაფრით დაიძინა, ფანჯრიდან მთების არაჩვეულებრივი ხედი იყო, კარი გადაკეტა და სახატავი მასალა მოიმარჯვა. ერთ დღეს თავადაც აისრულებდა ოცნებას და საყვარელ საქმეს, ხატვას ისე გააგრძელებდა, როგორც ადრე, ბავშვობაში, როდესაც არ ეშინოდა თუ ვინმე ხატვის დროს გამოიჭერდა. ახლა არ ეშინოდა, უბრალოდ თავადაც ვერ ხვდებოდა ეს საქმიანობა რას მოიტანდა მომავალში. იქნებ მართლაც, მშობელმა უკეთ იცოდა? ვინ იცის...

  მშობლები შვილებს ოცნებებს არ უნდა უნგრევდნენ, პირიქით ეხმარებოდნენ, ამ ოცნების კოშკის შენებაში და შემდეგ მის რეალობად გადაქცევაში.

* * *

-დეა, დეა... დეა_გოგოს ბუნდოვნად ესმის ვიღაცის ხმა, მაგრამ დეა საბანში უფრო უკეთესად ეხვევა და მშვიდად ძილს განაგრძობს. გოჩა აქეთ-იქით იხედება, თავის ბალიშს რომელიც რატომღაც ძირს გდია იღებს და დას თავში ურახუნებს.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now