ოცდამეერთე თავი

21 4 4
                                    

RULE N°21: "EVERYTHING IS POSSIBLE IF YOU WANT IT TO HAPPEN".

6 წლის შემდეგ

ნეტავ რამდენი ხანია საჭირო იმისთვის რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვას შეეგუო? მართალია ვატო ამას არ შეგუებია, მაგრამ როდესაც იცი, რომ ის ადამიანი ვინც ყველაფერს გირჩევნია, არ ახსოვხარ და უფრო მეტიც შენი არსებობის შესახებ არც კი იცის რთულია ამას შეეგუო.
ვატო ახლა თვითმფრინავშია საქართველოში ბრუნდება, გერმანიიდან, ამდენი წლის შემდეგ პირველად.

იმ დღის შემდეგ რაც დეას დაემშვიდობა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, სახლიდან აღარ გადიოდა. არავის აღარ ელაპარაკებოდა. ორი კვირის შემდეგ, ლევანს გამოუცხადა რომ უნდოდა ისევ დაენახა სამყარო. ლევანი კი, რა თქმა უნდა სიხარულით დაეთანხმა ამას. ფული როგორ არ იშოვეს, ბანკიდან სესხი აიღეს და გერმანიაში წავიდნენ. საბოლოოდ ვატომ მოახერხა და მხედველობა დაიბრუნა, თავიდან ექიმებმა თქვეს რომ შეიძლება ამ ოპერაციას უარესი შედეგი გამოეღო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ნანობდა კიდეც ეს უფრო მალე რომ არ გააკეთა.

გერმანიაში ორივემ ცხოვრება აიწყო. განსაკუთრებით ვატომ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ისე შეიცვალა, ლევანი ვეღარ ცნობდა. ვატო იქ სწავლობდა და თან მუშაობდა, როგორც შეეძლო. თუმცა მაინც გული საქართველოსკენ მოუწევდათ. ამიტომ ფული შეაგროვეს და გადაწყვიტეს საქართველოში ახალი ცხოვრება დაეწყოთ. თან გერმანიაში მიღებული განათლებით, საქართველოში მას ყველა აიყვანდა. ვატო ახლა ბინას ეძებდა, ლეპტოპში, რადგან ძველი სახლის დანახვაც კი აღარ უნდოდა, თან აც ლევანის და ცხოვრობდა იქ.

-ბიჭო, შეხედე რა იაფად ვნახე, ორ ოთახიანი ბინა, თან ნახე რა კაი ეზოა_ლევანს მხარი გაკრა, მანაც თავი წამოყო შეშინებული. ვატომ შემდეგ გაიაზრა რომ გააღვიძა.

-რა? რა ხდება? ვვარდებით?_დაპანიკებული ამბობს და ვატოს ეჭიდება. ის თავს აქნევს და მეგობარს უყურებს.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now