მეცხრე თავი

18 2 0
                                    

RULE N9: "FEAR IS A SIGN OF STRENGTH, NOT WEAKNESS".

  კაფე როდესაც დაიხურა დეა იმ წამსვე სანაპიროსკენ დაიძრა, იმედი ჰქონდა რომ იქ იქნებოდა, დღეს ხათუნამ ადრე გამოუშვა, რადგან კლიენტები აღარ იყვნენ, ასე რომ 1 საათი არავინ ელოდა სახლში. სანაპირო კაფესთან ახლოს იყო. ფიქრებში ეს გზა ორმაგად შემოკლდა. შორიდან ნამდვილად არავინ მოჩანდა. დღეს გაზაფხულის პირველი დღე იყო. თბილოდა, გუშინდელ ამინდთან შედარებით, მითუმეტეს საღამო იყო. ზედმეტად არეული ამინდებია. პალტო ხელით ეჭირა ისე ცხელოდა, იქვე ქვიშაზე მიაგდო, ფეხზეც გაიხადა. შარვალი კიდევ კარგი ფართო იყო ადვილად აიწია მაღლა და წყალში ფეხებით შევიდა. ცივი იყო, მაგრამ სასიამოვნოდ.

-დეა?_ვატოს წყლის ხმები შემოესმა, დეამ მას ახედა, ვერც გაეგო როდის მოსულიყო.

-მოხვედი_გაუკვირდა დეას.

-რა თქმა უნდა. რას აკეთებ? არ მითხრა რომ წყალში ხარ_გაეცინა ვატოს.

-მოდი რა, გთხოვ_ვატოს ამის გაფიქრებაზეც კი შესცივდა.

-გაგიჟდი? ცივა ჯერ_უფრო მიუახლოვდა დეას ხმას.

-გთხოვვ, ბოლოს როდის იყავი ზღვაში?_ეშმაკურად ჰკითხა, იცოდა ამით მაინც დაითანხმებდა.

-ექვსი თუ შვიდი წლის წინ, აღარც მახსოვს_გულწრფელად უთხრა.

-გაიხადე და მოდი. გთხოვ ვატო_ბოლოს ვატო დანებდა, ფეხზე გაიხადა და შარვლის ტოტები მანაც აიწია. ჯოხიც იქვე დადო.

-ჩემს ხმას გამოყევი_თქვა დეამ და ხელები გაიშვირა მისკენ, როდესაც ვატო ოდნავ მოუახლოვდა, დეამ მის ხელებს თავისი ხელი ჩასჭიდა. ისევ ეს უცნაური შეგრძნება იგრძნეს, რომელიც არცერთს ტოვებდა სხეულიდან. ბიჭმა წყალში ფეხები შედგა თუ არა შიში იგრძნო.

-არ შემიძლია_უკან გადადგა დიდი ნაბიჯი, მაგრამ დეას ხელი არ გაუშვია.

-რა არის?_ვატომ თავი დახარა და ჯერ კიდევ შეშინებულმა სცადა წყლისგან მაქსიმალურად შორს ყოფნა.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now