ოცდამეექვსე თავი

14 3 0
                                    

RULE N°26: "NEVER STOP GROWING".

   ვატო კარზე აკაკუნებს და გარემოს ათვალიერებს. გოჩას და ნუცას შესანიშნავი სახლი აქვთ, გარეთ საქანელა კიდია, მათი შვილისთვის, ვატოს ეღიმება ამის გაფიქრებისას. ყოველთვის უყვარდა პატარა ბავშვები. კარები მალევე იღება, იქ გოჩა ხვდება. ღიმილით ესალმება და შიგნით შედის, მაგრამ მის სახეზე იბნევა. ნეტავ ასეთი რა დაუშავა?

-რა გჭირს?_ეკითხება და მას უყურებს, გოჩა მას ათვალიერებს. დეას ადგილას აყენებს თავს, ისიც ასე ატყუებს გოჩა მას და თავს ცუდად გრძნობს.

-შემოდი_ვატო მას მიყვება და დივანზე ჯდება.

-რამეს დალევ?_ეკითხება ვატოს.

-არა, მალე უნდა წავიდე_გოჩა დივანზე მის წინ ჯდება.

-შორიდან ლაპარაკს არ დავიწყებ..._ამბობს ის, ვატოს ეცინება.

-უკვე შორიდან იწყებ_აწყვეტინებს, თუმცა მისი მზერა ისევ ისეთი, უჟმურია, ამიტომ ჩუმდება.

-დეას რომ აკოცე რატომ არ მითხარი?_ვატო უნიჭოდ იოცებს, რადგან უკვე ხვდება რომ ყველაფერი იცის და აზრი აღარ აქვს მოტყუებას.

-გოჩა, უბრალოდ ყველაფერი უცნაურად გამოვიდა, არცერთი ვიყავით საღ აზრზე_გოჩას ეცინება.

-ჩემი მოტყუება კარგად გამოგივიდა_ღრმად ისუნთქავს ვატო და მას მზერას არიდებს.

-ბექამ მშობლები მოატყუა, დეას დასაცავად, კლუბში ვისაც აკოცა ვითომ ეგ დეას შეყვარებული იყო რა, ხოდა მამაჩემმა გაარკვიე ვინ იყოო და შენ შემრჩი, არაფერი მითქვამს მისთვის, არც ვეტყვი, ალბათ ცოცხალი ვერ გადაურჩები რომ გაიგოს_ვატოს ეცინება. რა თქმა უნდა, გეგას ყველას მოკვლა შეუძლია, უდანაშაული ოჯახის და პატარა ბავშვის მოკვლაც კი.

-რა თქმა უნდა, გეგას ეგ არ ეშლება_გოჩა მას დაბნეული უყურებს და წარბებს კრავს. ვატო მისი რეაქციით ხვდება რომ გეგას ნამდვილ სახეზე არაფერი იცის.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now