მეშვიდე თავი

17 4 1
                                    

RULE N7: " GET USED TO BEING INDEPENDENT, BECAUSE YOU WILL END UP ALONE."

   დილით დეას მესიჯის ხმა აღვიძებს, იზმორება და ტელეფონს იღებს. შავ ანარეკლში გაბურძგნულ თმას ისწორებს და თავის თავს უღიმის.

"ჩემმა გოგომ ტყუილები ისწავლაა :**"_დახვდა ნინის მესიჯი წარბები შეკრა.

"რაზე ამბობ?"_საწოლზე წამოჯდა, მესიჯის ხმა რამდენიმე წამში გაისმა.

"პირველ რიგში ბოდიში. დღეს შენთან ვიყავი ხოდა, დედაშენმა გააღო კარი. დეა მინდა გუშინ ვერსად ვერ გავედით-თქო ვუთხარი რა, ხოდა მითხრა საღამოთი ერთად არ იყავითო, მე შემთხვევით დავიბენი, არადა ეგეთ მომენტებში არ ვიბნები ხოლმე და თავი გავაქნიე. მიხვდა ყველაფერს, გაბრაზებულმა მომიხურა კარი."_შოკირებული კითხულობდა ტექსტს დეა.

"კარგი არაუშავს, მსუბუქად დამსჯის ალბათ, გადავრჩები."_ამ ამბით მიჩვეულმა, საკუთარი თავი დააწყნარა.

"დედაშენს შეიძლება გადაურჩე, მაგრამ მე ვერ გადამირჩები."_დეამ ტელეფონი გადადო ნეტავ ახლა რა უნდა ეპასუხა, ისევ მესიჯის ხმა გაისმა.

"სად იყავი გოგო."_ვერ მიხვდა სიმართლე ეთქვა თუ არა. სიმართლეს თუ ეტყოდა არამგონია ნინის "მკვლელთან" შეხვედრის ნება დაერთო, ტყუილიც არ უნდოდა.

"სანაპიროზე გავისეირნე, მარტო, ისეთი არაფერი."_თანაც ნაწილობრივ მართლაც ასე იყო.

"უფრო დრამას ველოდი, უჟმურო."_ტელეფონი გვერდით გადადო. კარზე ჯერ სამჯერ, შემდეგ კი ერთხელაც დააკაკუნეს, მიხვდა რომ გოჩა იქნებოდა.

-მოდი.

-დედამ შენს ტყუილზე მითხრა, გუშინ სად იყავი?_დეამ თვალები აატრიალა.

-დამღალეთ. ძალიან გაბრაზებულია?_ნერვიულად ახედა ძმას.

-გირჩევნია დღეს არ დაენახო_თქვა და საწოლში ჩაგორდა.

-ჯანდაბა_გოჩა პასუხის მოლოდინში დას მიაჩერდა.

-რა?_გაკვირვებულმა შეხედა.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now