ოცდამეცხრე თავი

23 1 0
                                    

RULE N°29: "everything changed except you".

დილას დეას უკვე ნაცნობ გარემოში ეღვიძება. საათს უყურებს, ჯერ მხოლოდ რვის ნახევარია, დარწმუნებულია რომ ვატოს არ ეღვიძება ჯერ ამიტომ დგება. თავს უცნაურად გრძნობს, რაღაცნაირად აეწყო ყველაფერი. ვატოზე ფიქრს იწყებს, როგორ შეიძლება არ ახსოვდეს ის.

დედამისს და მამამისს ზარებზე არ პასუხობს არც მათ სწერს, ალბათ მათთვის ეს უცნაურია, დეასთვისაც ასეა, მაგრამ ახლა საკმაოდ დიდ გაურკვევლობაშია და არ იცის როგორ გაიხსენოს ის რაც წარსულში იყო. ქვევით ჩადის, ძილს ვეღარ იბრუნებს, თან ძმისშვილზე ეფიქრება. მისდა გასაკვირად ვატო ლეპტოპთან ზის, წარბებშეკრული და რაღაცას აკეთებს. ფეხის ხმაზე დეასკენ იხედება.

-დილამშვიდობის, ასე ადრე რამ აგაყენა?_დეა მხრებს იჩეჩს, თუმცა პასუხი სახეზე აწერია.

-დეა არავინ შეგიშვებს ჯერ მათ სანახავად_ვატო ფეხზე დგება, დეას ღიმილი უქრება.

-იქნებ შემიშვან? შენ რა იცი_იმედს არ კარგავს.

-პირველ რიგში საჭმელს შეჭამ_დეას ეცინება მის სიტყვებზე და მრძანებლურ ტონზე.

-არ მშია_მკაცრად უარობს. ვატო მას უახლოვდება.

-სანამ არ შეჭამ არსად წახვალ_ვერ ხვდება ეს რატომ ადარდებს.

-ვატო შემეშვი_უკან იხევს, კედელს ეყუდება.

-ნუ ჯიუტობ_ხელს მაჯაში ავლებს და დეას სამზარეულოსკენ მიათრევს, სკამზე სვამს.

-იცოდე არ ადგე_დეა თვალებს ატრიალებს, ვატო მაისურის მკლავებს იწევს.

-რას შეჭამ, ბლინები? კვერცხი? ყველიანი მაკარონი?_დეა მხრებს იჩეჩავს, ვატო კი მას უყურებს.

-რაც უფრო მალე მეტყვი, მით უფრო მალე გავაკეთებ_ვატო პასუხის მოლოდინში მას უყურებს, ვერ ხვდება ასე რატომ ჯიუტობს.

-ბლინები და შოკოლადის კარაქიც გექნება_უეცრად მადა ეხსნება დეას, ვატო თავს უქნევს. დეა სკამიდან დგება.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now