ოცდამერვე თავი

17 3 0
                                    

RULE N°28: " WE ALWAYS FALL IN LOVE WITH THE WRONG PEOPLE AT THE WRONG TIME, BUT SOMETIMES THE WRONG THING IS THE RIGHT THING".

-შენი და სადაა, დიდი ხანია არ მინახია, ზარებზეც არ მპასუხობს, რამე მოხდა?_კითხულობს გეგა და კომპიუტერიდან თავს სწევს, გოჩაც იგივეს იმეორებს.

-არა, არაფერი, უბრალოდ ზედმეტად გადაღალა რესტორანმა_ჩვეულებრივად პასუხობს.

-ვატოს ხომ არ შეხვედრია?_დაეჭვებით ეკითხება და მას უყურებს. გოჩა თავს აქნევს.

-არა, რატომ უნდა შეხვედროდა_გეგა კმაყოფილი იღიმის, ამას აუცილებლად გადაამოწმებს.

-დღეს ვატოც აგვიანებს, იმედია არ ფიქრობს რომ ნაცნობობაში რამე პრივილეგიები ექნება_ღიმილიანი სახით ამბობს გეგა.

-ორი წამით გავალ_გოჩა ფეხზე დგება და კაბინეტიდან გადის. ტელეფონს იღებს და ვატოს ურეკავს.

-გისმენთ_ისმის მისი ხმა.

-როგორაა დეა?_ვატოს მისი ხმის გაგონება არ უკვირს.

-სძინავს_პასუხობს ვატო.

-სამსახურში არ მოდიხარ?_ვატოს ოხვრის ხმა ისმის.

-რამე ხდება?_კითხვითვე პასუხობს.

-გეგა გკითხულობს და უკვე რაღაცებს ეჭვობს_ვატო მის გახსენებაზე სუნთქვა ეკვრება და შურისძიების წყურვილი კლავს.

-გამოვალ 15 წუთში_ტელეფონს უთიშავს და დეას უყურებს. ბალის ეხუტება, თმები აბურდული აქვს და იღიმის. ნეტავ რა ესიზმრება? ვატოს უნებურად ეღიმება. დეა უეცრად აღარ იღიმის.

-არ წახვიდე_ბუტბუტებს, ვატო დაბნეული უახლოვდება მას და ხელს ადებს ლოყაზე, დეა მის ხელს ეჭიდება.

-დეა გაიღვიძე_ეუბნება, ის კი უეცრად თვალებს ახელს. თვალები აწყლიანებული აქვს და ვატოს დანახვაზე მშვიდდება. ვატო ხელს აშორებს, დეა კი გარემოს ათვალიერებს და ცრემლებს იწმინდავს.

-კარგად ხარ?_წარბებ შეკრული უყურებს მას. დეა თავს უქნევს, თუმცა ასე არ გამოიყურება.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now