მეოცე თავი

15 4 1
                                    

RULE N°20: "NEVER GIVE UP".

დეა წვიმიან ამინდში მიაბიჯებს, საშინელი ამინდია. ყველაფერი ნაცრისფერი და უხალისო. გოგოს უყვარდა ასეთი ამინდები, მაგრამ ახლა გულის ამრევად ეჩვენებოდა. გუშინდელი ღამის შემდეგ არ უძინია და თვალები ალბათ საშინლად აქვს. ვატოს კარებზე აკაკუნებს, ანერვიულებული, ასე უაზროდ მას ვერ დაკარგავს. კარს აღებენ. იქ ლევანი დგას, აჩეჩილი თმებით და უჟმური სახით, აშკარად სტუმრიანობა არ უყვარს. თუმცა დეას დანახვაზე სახე ეცვლება.

-ღმერთო დეა, სულ სველი ხარ! შემოდი_გაოცებული ამბობს ლევანი და შიგნით შემოჰყავს.

-მე... ვატოს ვეძებ, სახლშია?_შემზარავი ხმა ჰქონდა დეას, თავადაც ეუცხოვა.

-ოთახშია, გუშინდელი დღიდან საშინელ ხასიათზეა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რამე ხდება?_დეა თავს აქნევს.

-ისეთი არაფერი. მასთან ავალ კარგი?_ლევანი ნებდება.

-პირსახოცს მოგცემ...

-არ მინდა მადლობა_ლევანი უღიმის. დეა მისი ოთახისკენ ადის. კარზე აკაკუნებს.

-ლევან გეფიცები ისევ თუ ჩემს გასალანძღად მოხვედი მოგკლავ..._ესმის გაბრაზებული ხმა. დეა ხელებს აჯვარედინებს. წამით ეღიმება მისი ბუზღუნის გამო, საკმაოდ საყვარელი ხმა ჰქონდა.

-დეა ვარ_წამით სუჩუმეა, შემდეგ კარი იღება.

-აქ რა გინდა დეა?_უხეშად ეუბნება და ოთახში ბრუნდება.

-უბრალოდ მინდა ამიხსნა გუშინ რა ჯანდაბა დაგემართა_თავადაც გაბრაზებული ამბობს, შიგნით შედის და კარებს კეტავს.

-შემეშვი, გთხოვ.

-დედაჩემმა მითხრა რომ წახვედი...

-და შენც დაუჯერე_აწყვეტინებს.

-რა ასე არ იყო?

-წადი რა_გულზე ხვდება დეას ეს სიტყვები.

-არსად არ წავალ_საწოლზე დაჯდა თავადაც. ფეხი შემთხვევით ვატოს ფეხს მიადო, ბიჭი შეცბა და მის ფეხს ხელი ჩაავლო, სულ სველი იყო.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now