მეთექვსმეტე თავი

19 3 1
                                    

RULE N°16: "FIGHT IF THIS FIGHT LEADS YOU TO VICTORY, EVERYTHING IS WORTH IT."

   ვატოს სახლამდე საკმაოდ მალე მივიდნენ, თუმცა მთელი გზა ჩუმად გაატარეს. დეას ტელეფონი ჯერ კიდევ არ ჩაურთია და არც აპირებდა. ყველაზე მეტად გოჩას ნერვიულობა არ უნდოდა, არც ადანაშაულებდა, მაგრამ ცოტა ხნით უნდოდა მათ მომწყდარიყო და აღარაფერზე ეფიქრა.

-დალევ რამეს?_კითხულობს ვატო.

-მხოლოდ წყალი_ღრმად ამოისუნთქა, სახლში საოცრად სუფთა სუნი იყო. ვერ ხვდებოდა ბიჭი და ასეთი სუფთა როგორ იყო. ვატო წყალს დებს და გვერდით უჯდება.

-აბა ვინ დაიწყებს?_დეა მხრებს იჩეჩს. სინამდვილეში მისი ამბავი ისე აინტერესებს სულსაც გაყიდდა ამისთვის.

-მონეტა ავაგდოთ, საფასური თუ დაეცემა მე მოვყვები, გერბზე კი შენ ყვები_ვატოს ეს აზრი მოეწონა.

-იცოდე არ მომატყუო_ეუბნება ვატო - დეას.

-მე შენ არასდროს მოგატყუებ ვატო_ისე გულწრფელად უთხრა კინაღამ საკუთარ თავს შემოარტყა. ვატოს ჩაეღიმა. დეა ფულს ჩხრიკავს და ლარიანს პოულობს, აგდებს და საშინლად უნდა გერბი ამოვიდეს.

-ერთი... ორი... სამი..._მონეტას აგდებს.

-ჯანდაბა_ფულს ჯიბეში იდებს.

-რა არის?

-მე ვყვები_გაბრაზებული ხმით ამბობს, ვატოს ეღიმება.

-გისმენ_დეა ოხრავს.

-მოკლედ ჩემი ოცნებაა მზარეული გამოვიდე, როგორც უკვე გითხარი ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და დიდი გეგმებიც მაქვს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი მქონდა. მამაჩემი კომპანიას ფლობს და არ მოსწონს ჩემი პროფესია, თან უტყდება კიდეც ამხელა კომპანიის მფლობელს, მზარეული შვილი რომ ეყოლება. დღეს კი კომპანიაში ვიყავი, კაფედან წამოდიო, მუშაობა უნდა დამაწყებინოს თავისთან, მე კი იქაურობა მეზიზღება, ამის გამო ვეჩხუბე. ისედაც სულ ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ ახლა სერიოზულად ვეჩხუბე, ოცნებებს მინგრევენ... სახლში აღარ მინდა მისვლა_ცრემლებს ძლივს იკავებდა. ვატო ჩუმად უსმენდა თან გაოცებული იყო, კი იცოდა მკაცრი მშობლები რომ ჰყავდა, მაგრამ ასეთსაც არ ელოდა.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now