მეხუთე თავი

19 4 0
                                    

RULE N5: "Don't judge anyone by appearance".

  ნინის და ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა, თავდაჯერებული, კარგად მოსაუბრე, ლამაზი, მაღალი, კარგი ტანის და იდეალური სახის მქონე. დეა გაოცებული იყო იმ ფაქტით რომ შეყვარებული არ ჰყავდა ასეთ იდეალურ გოგოს. შოპინგისას ყველაფერი უხდებოდა. თუმცა არც დეა და ნინი იყვნენ ნაკლები, ნინის სინარცისე არ უყვარდა დისგან განსხვავებით. დეა კი ზედმეტად მორიდებული იყო და თავდაჯრებულობა აკლდა, მიუხედავად იმისა რომ თვითონაც ძალიან ლამაზი იყო.

  შოპინგი დეასთვის ახალი ხილი იყო, აქამდე მხოლოდ ოჯახთან ერთად გასულიყო და ისიც ამდენი ხნით არა და ასე არ მხიარულობდნენ. დეამ მხოლოდ რამდენიმე ტანსაცმელი და საყვარელი სუნამო იყიდა. შემდეგ იმ კაფეში შევიდნენ, რომელიც ყველაზე ახლოს ახლოს იყო. მაგიდა დაიკავეს.

-ღმერთო როგორ დავიღალე_აღმოხდა დეას.

-და მე ამას მთელი ცხოვრებაა ვუძლებ_შუბლზე არსებული ოფლი ნინიმ სველი ხელსახოცით მოიწმინდა.

-როგორ შევძელი და ამ სიცივეში ოფლი გადენინეთ საინტერესოა_მხრები აიჩეჩა ანიმ, თავად არაფერი ეტყობოდა დაღლილობის, ნავაჭრით კმაყოფილი იყო. ამ დროს მიმტანიც მოვიდა.

-რას მიირთმევთ?

-კაკაო, რძით და შოკოლადის ნამცხვარი_უთხრა დეამ.

-მე ყავა და ქოქოსის ნამცხვარი_ახლა ნინიმ უთხრა.

-მეც ყავა და ერთი ნაჭერი ბრაუნი_მიმტანი წავიდა თუ არა, სამივეს გაეცინა განსხვავებულ გემოვნებაზე. დეამ კაფის კუთხეში გაიხედა, კედელზე ნახატი ეკიდა, ფიროსმანის "მეთევზე". ქვემოთ კუთხის მაგიდაზე ნაცნობი სილუეტი დაინახა, შეხედა, იქ ვატო დაინახა და მის წინ თავისი მეგობარი.

-დეა შენ?_ეკითხება ნინი, დეა თავის სტიქიაშია. ანი და ნინი იმ მიმართულებით იხედებიან საითაც დეა.

-ღმერთო აი კითხვაზე პასუხიც_გაეცინა ანის.

-რა?_გამოერკვა დეა.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now