მეათე თავი

20 2 3
                                    

RULE N°10: " YOUR PAIN IS YOUR STRENGTH".

დეა უკვე ვატოს სახლის კარებთან იდგა. ყოყმანობდა. ვერ გადაეწყვიტა რა ექნა და თვითონაც ვერ მიხვდა რატომ, რა აფერხებდა. რადგან უკვე იქ იდგა და უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. საბოლოოდ კარზე დააზარუნა. რამდენიმე წუთში კარს უკან რაღაც ხმები გაისმა.

-ვინ არის?_დაიძახა ვატომ.

-მე ვარ, დეა_გასძახა, ვატომაც კარი იმ წამსვე გააღო.

-მიხარია რომ მოხვედი_უთხრა ვატომ და სახლში შეიპატიჟა.
ვატოს უყვარდა სახლში ყოფნა, ადგილი სადაც ჯოხის გარეშე დადიოდა, თავისუფალი იყო, არავინ იცოდებდა, არავინ კიცხავდა. სახლში უბრალოდ ის იყო რაც იყო. გარეთ ადამიანები რაღაც სხვა როლს ირგებენ. ბედნიერების როლში არიან გადაცმულები და ვითომ არაფერი არ ადარდებთ. სახლში, სულ მარტო კი საკუთარ ნამდვილ ადამიანს გამოაჩენენ ხოლმე, სევდიანს და უცნაურს. ვატოც ასე იყო, გარეთ ვითომ უდარდელი. მარტო, სახლში კი სევდიანი.
დეამ სახლში ფეხი შედგა თუ არა პირველი რაც იგრძნო ეს საოცარი სითბო იყო და საოცარი სურნელი, რაღაც არაამქვეყნიური, ვატოს გახედა. ისიც მისაღებისკენ დაიძრა. გოგო კი მას გაჰყვა, თან სახლს ათვალიერებდა.

-დაჯექი, რას დალევ? ჩაი, ყავა, წვენი თუ ალკოჰოლური რამე_დეა სახლის თვალიერებით იყო გართული.

-რასაც შენ დალევ, იგივე_ვატომ საყვარელი ხილის წვენი ჩამოასხა ჭიქებში. დეას ყურადღებას ეს ნახატები იქცევდა, ერთ კედელზე იყო გაკრული, ბავშვის ნახატებს ჰგავდა. ძირითადად სახლები, უცნაური ადამიანები და უცნაური ცხოველები იყვნენ გამოსახულნი, კარგად ვერც გაარჩევდი რა რა იყო.
ძირითადად თეთრი ფერები ჭარბობდა სახლის დიზაინში. ვატოც დივანზე დაჯდა და წვენი დადო, თავისთვის კი ხელში დაიტოვა.

-ლამაზი სახლია_ვატოს გაეღიმა.

-ხო, როგორიც მახსოვს ზუსტად ისეთია, არაფერი შემიცვლია_მოგონებები გაახსენდა თავის სახლზე. ერთ დროს უზომოდ ბედნიერი რომ იყო.

I FEEl, I SEEHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin