მესამე თავი

21 4 2
                                    

RULE N3: "YOUR LIFE WILL CHANGE, IF YOU WANT IT TO."

  დილის რვა საათია, გოგონა დილიდან ფუსფუსებს, რადგან დღევანდელი დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არამარტო მისთვის. ამ დღეს გაჩნდა მისი ძმა, სწორედ ის ვისი წყალობითაც აქამდე მოვიდა, ყოველთვის გვერდით ედგა, როდესაც სხვა ეტყოდა გოგონას: "გაჩერდი!" "შენ ეს არ შეგიძლია." ძმა პირიქით ამხნევებდა და ამ ადამიანებს აშორებდა. ერთმანეთის ესმოდათ და არასოდეს მიატოვებენ ერთმანეთს გასაჭირში.

  ტორტს ბოლო შტრიხებს უმატებს და უღიმის, მაცივარში ფრთხილად შეაქვს, ზევიდან ვიღაც ჩამოდის.

-დეა! რა გჭირს ამ დილაადრიან!_გაყვირის დედამისი, რომელიც თავის ხალათს იკრავს და აჩეჩილ თმას ისწორებს.

-მე, უბრალოდ..._იმედგაცრუებით სავსე თვალებით შეხედა ქალიშვილმა მრისხანე დედას. ისიც მის პასუხს მოთმინებით ელოდა.

-დღეს გოჩას დაბადების დღეა_დედამ ისეთი სახე მიიღო ვითომ ეს დღე ახსოვდა.

-მერე რა?_დეამ თავი გააქნია, წინსაფარი მოიხნა და ფართხუნა ვარდისფერი პიჟამოებით ზევით ავიდა, ძმის ოთახში დააკაკუნა, როდესაც ზმუილი მოისმა შიგნით შევიდა.

-რა გინდა დეაა, ხო იცი როდესაც მაღვიძებენ ცუდ ხასიათზე ვარ_დაიწყო ბუზღუნი.

-იქნებ რაღაცები შეიცვალოს, უკვე დიდი კაცი ხარ_სიცილით მოუგო დამ და მისკენ დაიძრა.

-რა?_ძმამ თავი წამოყო, დის ხელში რაღაც შეფუთულის დანახვამ გააკვირვა და მის გონებასაც ნათელი მოეფინა, ტელეფონს დახედა.

-წელიწადის ყველაზე საშინელი დღე_ამოიბუზღუნა ისევ და წამოჯდა დაც მას მიუჯდა.

-მართალი ხარ, რადგან ამ დღეს ყველაზე საშინელი ადამიანი დაიბადა_ორივემ გაიცინა.

-გილოცავ, გახსენი_მოუთმენლად გაუწოდა საჩუქარი ძმას. მანაც ნელა დაიწყო გახსნა და როდესაც ტილოსა და ფუნჯებს მოკრა თვალი დას შეხედა.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now