YOU ARE SO GOLDEN.

Bởi Niniee04

61.5K 3K 647

-როგორც ჩანს, ჩემი უარის მიუხედავად შენსას აგრძელებ-ზურგს უკან, ბოხი და უკვე ნაცნობი ხმა მომესმა. -გამარჯობა... Xem Thêm

1.ოცნებასთან ახლოს
2.ერთი ნაბიჯით უკან
3.გვამი
4.უჟმური
5. რას გაუგებ
6. საფრთხე
8.ტაბატაძე
9.ბაკურიანი
10.მეცეკვე.
11.ახალი წელი
12.ვიკა
13.გატაცება
14.გაქრობა
15.სვანეთი
16.ეჭვიანობა.
17.ალექსანდრე.
18.ოჯახში ზედმეტი.
19.ამოუცნობი ოთახი.
20.ზურა?
21.დეპრესია?
22.გთხოვ.
23.მეორე მხარე.
24. სამეგობრო.
25.დასასრული თუ დასაწყისი?

7.მეგობარი, მეტი არაფერი.

2.2K 121 25
Bởi Niniee04



-დედა, მეგობარია და მეტი არაფერი. ვსო!

-კარგი, კარგი, წავალ კარტოფილს შევწვავ.

-არ მშია. ბლინები გამოაცხვე რა.

-კარგი.

დედა სამზარეულოში შევიდა, რა წამსაც ალექსანდრე გამოვიდა ჩემი ოთახიდან.

-ჩემს ოთახში რა გინდოდა მოკვდავო?-გაკვირვებულმა შევხედე.

-შენ სად იყავი ამდენ ხანს?

-კითხვა ჯერ მე დავსვი.

-ვფიქრობ, რომ შენი პასუხი ბევრად საინტერესო იქნება.

-ანდრიასთან ვიყავი, სახლში.

ვთქვი თუ არა ჩემს ოთახში ავირბინე და კარები ჩავკეტე.

-ტაისია, გააღე მალე კარები!-ალექსანდრე კარებს ხელებს უბრახუნებდა.

-ალექსანდრე რა მკაცრი ძმა ხარ, ისევ ისეთი ჩმორიკა იყავი როგორც ადრე, ეგრე მირჩევნია.

-კარგი, წავალ მაშინ დედას ვეტყვი.

-დედამ უკვე იცის.

-კარები გააღეთქო!-ტონს აუწია და მეც მომბეზრდა მისი წვალება, ამიტომ საკეტი გადავატრიალე და კარები გავაღე.

-აბა, რა გვინდაო?-კარებს ავეყუდე, თუმცა ისეთი შემოვიდა ოთახში მეც და ჩემი კარებიც თავიდან ასაწყობები გავხდით.

-ვინ არის ანდრია.

-გამომძიებელი.

სიტყვა გაიგო თუ არა წარბები შეკრა და ფანჯრის რაფაზე დამჯდარი, ჩამოვიდა და საწერ მაგიდას მიეყუდა.

-შეგიძლია ამიხსნა, რა გინდოდა გამომძიებლის სახლში?

ღრმად ამოვისუნთქე და გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი მეთქვა. ამის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი თავს ასი პროცენტით უსაფრთხოდ ვიგრძნობდი.

-აგიხსნი ყველაფერს, ოღონდ დამელოდე შოკოლადიან ბლინებს და ჩაის ამოვიტან.

სამზარეულოში ჩავედი და სანამ დედა ბლინების ცხობას დაასრულებდა ჩაი გავაკეთე და ბანანი დავჭერი. შემდეგ ბლინის ოდნავ სქელ ფენას შოკოლადი წავუსვი, ბანანის თხელი ნაჭრები ზემოდან დავალაგე და მეორე ბლინით დავფარე.

ოთახში ყველაფერი ავიტანე და ჩემს საწოლზე მოკალათების შემდეგ ყველაფრის მოყოლა დავიწყე.

-საფრთხეში ვარ და სწორედ ამის გასაგებად ვიყავი ანდრიას სახლში. არ ვიცი რისთვის და რატომ, მაგრამ მაღაზიებში ჩემს სახელს და გვარს კითხულობენ. ერთ-ერთ მომენტს ანდრია შეესწრო, თუმცა ჩვეულებრივი მოქალაქის ფორმაში იყო და თან საჭირო არაფერი ჰქონდა წაღებული. ასე უბრალოდ მისვლით კი თქვა, რომ ვერაფერს გახდებოდა, გარდა იმისა, რომ ფოტოები გადაუღო. წამოსვლისას კი მითხრა, რომ დღეს საღამოსთვის მასზე ყველაფერი ეცოდინებოდა.

-და რატომ გეძებდნენ? იმის გამო, რომ გვამი აღმოაჩინე?

-არ ვიცი, სხვა მხრივ მკვლელობის ადგილას სულ ორჯერ ვიყავი. ერთხელ მაშინ, როცა პოლიციელებით იყო სავსე იქაურობა და ვკითხე რამე ახალი ხომ არ ჰქონდათ გარკვეული და მეორედ მარიამთან ერთად, საღამოს ცხრა საათზე. მაშინაც ანდრია დამხვდა იქ და გამაფრთხილა აღარ მივსულიყავი იმ ადგილას და ჩემს ატელიესთვისაც დამენებებინა ეს თვე თავი, რადგან საფრთხე დიდი იყო.

-ტაისია, პირველ რიგში ჩემს გარეშე საერთოდ რატომ წახვედი საღამოს ცხრა საათზე და მეორე ამის შემდეგ ჩემი ან ბექას გარეშე ვეღარსად ვეღარ წახვალ. არანაირი მკაცრი ძმის როლი, მაგრამ კარგად იცი, შენი უსაფრთხოება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და მართლა არავის ვაპატიებ, რამე რომ დაგემართოს. ამიტომ შენს თავზე თუ არა ჩემზე მაინც იფიქრე.

ჩემთვის და ალექსანდრესთვის ასეთი საუბრები ზედმეტად უცხო იყო, თუმცა იმდენად მესიამოვნა ყველა მისი სიტყვა, რომ თავი ვერ შევიკავე და ჩავეხუტე.

-ახლა მე წავედი, რაღაცეებს ზუსტად გავარკვევ და მალე დავბრუნდები.

ალექსანდრეს წასვლის შემდეგ ისევ წვიმა დაიწყო. ყურსასმენები ტელეფონს დავუკავშირე და მუსიკების მოსმენა დავიწყე ისე, რომ წვიმის ხმასაც მოეღწია ჩემთან.
დღევანდელი დღით გადაღლილს კი ჩამეძინა...

***
-ტაის-სახეზე თბილ შეხებას ვგრძნობ-გაიღვიძე დე, ღამე ვეღარ დაიძინებ. თან კარტოფილიც შემწვარია, ბავშვები ქვემოთ გელოდებიან.

თვალები გავახილე და პირველი რაც დავინახე ჩემი ტელეფონი და ყურსასმენები იყო, რომელიც როგორც ჩანს ძილში მომძვრა. წვიმასაც გადაეღო და მესმოდა, როგორ მოძრაობდნენ მანქანები სველ ტრასაზე.

-ჩამოვალ ახლავე.

დედასკენ გადავტრიალდი.
თავი დამიქნია და ჩემი ოთახი დატოვა.

თმა მოვიწესრიგე, ტელეფონი ავიღე და ჩემი ფუმფულა ჩუსტებით პირველ სართულზე ჩავედი.

სამზარეულოში რომ შევედი, მარიამი, ბექა და ალექსანდრე მაგიდის გარშემო ისხდნენ და შემწვარ კარტოფილს მიირთმევდნენ.

-სალამი-მსუბუქად გავიღიმე და ბექას გვერდით დავიკავე ადგილი.

-ტაის, როგორ ხარ-ბექამ გამიღიმა და წყალი დალია.

-კარგად შენ?

-ნორმალურად.

-დედა ბებოს ტყემალი გამომიღე რა მაცივრიდან.

დედამ ტყემალი მომაწოდა და მეც კარტოფილით სავსე თეფშს დავასხი.

-ბავშვებო მე მეზობელთან მივდივარ და თუ რამე დაგჭირდათ დამიძახეთ.

დედას გასვლის შემდეგ სამივეს
მზერა ჩემსკენ მოემართა.

კარტოფილი გადავყლაპე და მეც თითოეულს შევხედე.

-რა?

-წესიერად ამიხსენით, რა ხდება ტო-ბექამ ჩანგალი დადო და ჩემსკენ შემობრუნდა მთლიანად.

-არ ვიცი ბექა, მეძებენ და ვერ ვხვდები რა უნდათ ჩემგან.

-გამომძიებელმა რა გითხრა.

-არაფერი, გარდა იმისა, რომ მარტო არსად არ უნდა წავიდე.

-ეგ პრობლემა არაა, უნივერსიტეტში ჩვენ გატარებთ, მაგრამ სხვაგან ნურსად წახვალ რა.

-არ წავალ ჰო.

მგონი ძალიან სერიოზულად ვუყურებდით ამ ამბავს, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

სადილის დასრულების შემდეგ ბექა და ალექსანდრე, ოთახში შევიდნენ სათამაშოდ. მე და მარიამი კი ჩემს ოთახში ავედით.

-აბა, დაძაბულობა მოვიხსნათ და მითხარი შენ და ანდრიამ კიდე რაზე ისაუბრეთ.

დღევანდელ დღეზე ჩამეღიმა და საწოლზე გადავეშვი.

-აუ წამო სასტუმრო ოთახში დავჯდეთ, ყავას გავაკეთებ და მოგიყვები ყველაფერს.

***
მარიამს ყავა მივაწოდე და დივანზე დავჯექი.

-აბა, მოყევი.

-მეგობრობა შემომთავაზა და ერთმანეთის უკეთესად გაცნობა.

-ოჰოო-მარიამმა წარბები აათამაშა და გაიღიმა.

-ჰო... კითხვებს ვუსვამდით ერთმანეთს და წლოვანების შემდეგ ეგრევე მკითხა შეყვარებული მყავდა თუ არა.

-მერე?-მისი ღიმილი უფრო გაფართოვდა და მომლოდინე თვალები მომაპყრო.

-მერე არაფერი, ვუთხარი რომ არ მყავს. კიდევ მითხრა, რომ და ყავს. 15 წლის. და ასევე მითხრა, რატომ გახდა გამომძიებელი-მისი ამბის გახსენებაზე მოვიღუშე.

-რატომ?

-ბიძაშვილი მოუკლეს და ახლა ვფიქრობ რატომ არ ვკითხე გოგო იყო თუ ბიჭი, ან საერთოდ რატომ მოკლეს.

-სხვა დროს კითხავ, დარწმუნებული ვარ ეს შეხვედრა თქვენთვის ბოლო არ ყოფილა.

-ვინების შეხვედრა?-იკითხა ალექსანდრემ, მარიამის გვერდით დაიკავა ადგილი და ხელი გადახვია.

-საიდუმლოა.

-იი მარიამ-ბექამ თავზე წამოარტყა და სავარძელში ჩაეშვა.

-ფილმს ვუყუროთ?-ვიკითხე მე, რომ ამ თემაზე კითხვა აღარ დაესვათ.

-ჰო-ალექსანდრე წამოდგა და ფილმის შერჩევა დაიწყო.

კომედიური ფილმი ჩართო, თუმცა სახელით არ დავინტერესებულვარ.

დაღამებამდე მთელს სახლში ჩვენი სიცილის ხმა ისმოდა. საოცარი ფილმი იყო და ოთხივე ძალიან გავერთეთ.

***
ერთი კვირა ისე გავიდა, ანდრიასგან არაფერი გამიგია. მარჯანიშვილს არც კი გავკარებივარ. უნივერსიტეტში ხან ბექას, ხან კი ალექსანდრეს მივყავდით. ჩემი მანქანა გავაქრე, რადგან მშობლებთან მიზეზი მოვიფიქრე, თითქოს გამიფუჭდა და ფეხით სიარულიც არ შემეძლო უნივერსიტეტში. აბა ალექსანდრეს ასეთ მზრუნველობას უბრალო ამბავს ვერ მიაწერდნენ ვერც გიორგი და ვერც ელენე.

სამშაბათი დღე იყო. ნოემბერი დასასრულს უახლოვდებოდა და უკვე ძალიან, ძალიან ციოდა.
ალექსანდრეს მანქანაში ჩავჯექი და ღვედი გავიკეთე. მანქანის სითბოც კი უზომოდ მესიამოვნა ამ გამყინვარებაში.

-ტაის, ახლა ვფიქრობდი და მე, შენ ბექა და მარიამი ახალ წელს ბაკურიანში ხომ არ შევხვდეთ?

-მშობლები?

-თუ მოუნდებათ წამოვიდნენ, თუ არადა ჩვენ ოთხი უეჭველი წავიდეთ.

-ჰო, რატომაც არა. თბილისსში თოვლი არ გვეღირსება და იქ კიდე იქნება. აუ კიი, აუცილებლად წავიდეთ.

-ჰოდა ვუთხრათ ბექას და მარიამსაც. ერთი თვე კი წინაა, მარა მაინც.

-აუ გთხოვ წამო სადმე კაფეში დავჯდეთ. მაგათაც დავურეკოთ. მომენატრა კაფეში ყოფნა.

ალექსანდრემ გაიცინა და თავი დამიქნია.

***
-ბექას შეყვარებული ყავს-მარიამმა დაჯდომის თანავე გვახარა.

-ვიცი-ალექსანდრემ მოგებულმა შეხედა.

-ჰო, მე არ ვიცოდი-გავიღიმე და ბექას შევხედე.

-გუშინ გახდა ჩემი შეყვარებული.

-მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რომ ვინმე მოგწონდა.

-შენ ან მარიამი, რომელიმე რომ გვეუბნებოდეთ იგივეს არც ჩვენ დაგიმალავდით რამეს.

აქ კი პასუხი ვეღარ გავეცი.
მართალი იყო.

ოთხივემ შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთეთ და გემრიელად შევექციეთ.

კაფის კარი გაიღო, რა წამსაც ჩემთვის ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა. შავი ჯინსის შარვალი და შავი პალტო ეცვა. თმა არეული ჰქონდა და ყოველ წამს ახველებდა. არ მინდოდა ბავშვების ყურადღებაც მისკენ გადამეტანა, ამიტომ მათ საუბარს დავუგდე ყური, თუმცა მაინც ვერაფერს ვიგებდი. ცოტახანში ისევ გავიხედე მისკენ. მოლარეს ქაღალდის პარკი გამოართვა და კაფე მალევე დატოვა. როგორც ჩანს ვერ შემამჩნია.
არ ვაპირებდი ამაზე ყურადღების გამახვილებას.

ტელეფონი განათდა, დავხედე და სწორედ მისი სახელი ეწერა.

შეტყობინება გავხსენი.

'დაგინახე ნუ ღელავ, უბრალოდ გაციებული ვარ და თან უხერხული იყო შენს მეგობრებთან.'

'არ ვღელავ'-რა დებილი ხარ ტაისია. მოგეკითხა მაინც.

'არა, ძალიან ცუდად არ ვარ, მადლობა მოკითხვისთვის.'

დებილო, დებილო, დებილო!

***
სახლში მისულმა ალექსანდრეს ვთხოვე ანდრიას სახლთან დავეტოვებინე, თუმცა ანდრიას სახელი ხატიად ჩავანაცვლე. მეზარებოდა მისთვის ახსნა, რომ ვმეგობრობთ.
დამტოვა და მითხრა, რომ დამერეკა და მომაკითხავდა.

მისი წასვლის შემდეგ მაღაზიაში შევედი და რამდენიმე ცხელი შოკოლადი ავიღე. შოკოლადების სექციაში კი დიდხანს ვიდექი და ვერ ვარჩევდი რომელი წამეღო. ბოლოს ჩემს გემოვნებას ვენდე და ჩემი საყვარელი შოკოლადი ტვიქსი წავიღე.

ლიფტში შევედი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. ორი ნაწნავი მქონდა და ძალიან დიდი ქურთუკი მეცვა. თბილისში ცივი ზამთარია.
ლიფტიდან გავედი და მის კართან დავდექი.
ვფიქრობდი რატომ მოვედი, თუმცა დღევანდელი ჩემი საქციელით არ ვიყავი კმაყოფილი, ამიტომ გამოსწორება მინდოდა. ფიქრები უკუვაგდე და კარებზე დავაკაკუნე.

-ღიაა და მოდი რა-მისი ჩახლეჩილი ხმა მომესმა. დარწმუნებული ვარ არ იცის, რომ მე ვარ.
კარები შევაღე და ღრმად რომ შევედი, დავინახე როგორ იყო წამოწოლილი დივანზე და ზედ პლედი ეფარა.

-გამარჯობა, ანდრია-მის წინ დავდექი და პარკს მეტად ჩავჭიდე თითები.

-ტაისია?-ჩემი გამოჩენა გაუკვირდა, დივნიდან წამოიწია და პლედი გადააგდო-აქ რას აკეთებ?

-შენს მოსანახულებლად მოვედი, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ-ჩემს ნათქვამზე გაიღიმა, თუმცა სახე მაშინვე დაამკაცრა.

-გაიწიე იქით, შენც გადაგდებ.

-იცი, უნივერსიტეტის გარდა არსად დავდივარ მაინც და თუ გავცივდი არაფერი მომივა.
ქურთუკი გავიხადე და სავარძელზე მივაფინე. პარკი მაგიდაზე დავდე და იქიდან ორი ცალი ცხელი შოკოლადი ამოვიღე.

-მე ცხელ შოკოლადს გავაკეთებ და მოვალ.

მის სამზარეულოში შევედი და დენის ჩაიდანი წყლის ასადუღებლად ჩავრთე.
ჭიქები კარადიდან გადმოვიღე და ცხელი შოკოლადი ჩავყარე. შაქარი ორივეს თითო კოვზი დავუმატე და წყლის ადუღებას დაველოდე.
მალევე მახარა ჩაიდანმა ადუღება და მეც წყალი დავასხი.

ორი ჭიქით ხელში ანდრიასთან დავბრუნდი და მაგიდაზე დავდე.

-ტვიქსი ჩემი ფავორიტია.

-მართლა?-გამიხარდა-ჩემიც!

-ძალიან კარგი.

სავარძელზე ჩამოვჯექი. ანდრია მე მიყურებდა, რის გამოც უხერხულად ვგრძნობდი თავს.

-ვინმეს ხომ არ ელოდებოდი?

-არა, უკვე იყვნენ დედაჩემი, ჩემი და და მეგობრები.

-ძალიან მაინტერესებს შენი და როგორია.

ხელით მის გვერდით მანიშნა.
მეც მივუჯექი და თავისი დის ფოტოები მანახა.
ძმისნაირად ყავისფერი თმა ჰქონდა. თვალებიც ყავისფერი ჰქონდა. ყველაზე ლამაზი კი მისი ჭორფლები და ღიმილი იყო. ძალიან ლამაზი იყო.

-რა ქვია?

-ბარბარე.

-ლამაზი სახელია.

-მე კი ვფიქრობ, რომ შენ ხარ ლამაზი.

Chapter 7 is here.
Love, N🤍

Đọc tiếp

Bạn Cũng Sẽ Thích

325K 17.9K 22
စိုင်းမဟာမောင် "မောင့်လွန်းငယ်" လွန်းဝသာန်"ဘာမောင့်လွန်းငယ်လည်းဗျ" စိုင်းမဟာမောင်"ဟောဗျာ...မောင့်ရဲ့လွန်းငယ်မလို့ မောင့်လွန်းငယ်ခေါ်တာပေါ့ဗျ"
12.4K 895 24
_თუ კიდევ აგეკიდება ვინმე, დამირეკე და ჩაგეხუტები ისევ. დასრულებული
259K 41.3K 104
I am the father of villain Author Lin Ang Si ရဲ့ novel လေးပါ ???? All credit to Original author and E-Translators .
1.2K 109 13
no spoiler💗 წყარო:4love.ge ავტორი:lilu7