თავი 6

281 18 16
                                    

           ჩემს წინ ის ადამიანი დგას რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. რომლისთვისაც მოვკვდები და რომლისთვისაც ვიცოცხლებ. ადამიანი რომლის გამოც მინდა დილით გაღვიძება. რომლის გამოც ვიღიმი და ვცოცხლობ. ადამიანი რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. მაგრამ თავში ის ადამიანი მიტრიალებს რომელიც არანაკლებ მიყვარს. რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მივლიდა და ჩემს გვერდით იყო ყოველთვის. ყოველთვის როცა რაღაც მიჭირდა ჩემთან იყო და მამშვიდებდა. ადამიანი რომელმაც ჩემს გამო ბევრი რამ დათმო და მასწავლა ყველაფერი რაც იცოდა. ადამინი რომელთანაც მივრბოდი ბავშვობაში როდესაც ცუდ სიზმრევს ვხედავდი ის თავზე ხელს გადამისვამდა და მეტყოდა რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო ჩამეხუტებოდა და ტკბილად მეძინებოდა.
არ ვიცი რა ვქნა, ვუყურებ დასტინს რომელიც მიღიმის და მინდება რომ ჩავეხუტო მარა ამას ვერ გავაკეთებ. ეხლა ვერა და ვერც ვერასოდეს. ამ დღის შემდეგ ვეღარ. ვცდილობ ვილაპარაკო მაგრამ ყელში რაღაც მეჩხირება რაღაც მაჩერებს. მაგრამ როდესღაც უნდა დავიწყო ლაპარაკი.
-მიყვარხარ...-არ დამამთავრებინა.
-მეც უზომოდ მიყვარხარ...
-ნუ მაწყვეტინებ გთხოვ-თავი დამიქნია. მე კიდევ ერთხელ მოვიკრიბე გამბედაობა და ვთქვი-მიყვარხარ მაგრამ უნდა დავშორდეთ-ჩემი სიტყვები უფრო სისულელედ ჟღერდა ვიდრე გონებაში. ეს სიტყვები ვთქვი თუ არა მას სახე შეეცვალა. მის სახეში იგრძნობოდა ტკივილი. მივხვდი რომ გული გავუტეხე და სწორედ ამ დროს ჩემი გულიც გატყდა.
-იმედია ხუმრობ.-როგორ მიმდა ტყუილი იყოს. მაგრამ ეხლა ასეა საჭირო.
-არ ვხუმრობ.
-კი მაგრამ რატომ? წეღან არ თქვი რომ გიყვარდი? ამას რატომ აკეთებ?
-ასეა საჭირო დრო მოვა და მიხვდები.
-არ დამტოვო ბრი გთხოვ ეს არ ქნა. მიყვარხარ
-უნდა წავიდე-ვთქვი და გამოვტრიალდი. რაღაცეებს მეძახდა მაგრამ არ ვუსმემდი. საპირფარეშოში შევდი და ტირილი დავიწყე. ის ერთასერთი ადამიანია რომელთანაც ერთად ყოფნა მინდა. მარტო ის მიყვარს და ყოველთვის ის მეყვარება. არ ვიცი აქ როგორ გავჩერდე. როგორღა ვუყურო მის სახეს რომელის ასე სევდიანად მიყურებს. მისი ღიმილი სხეულში ყველაფერა მიწვავს. როდესაც ვხედავ ფეხები მეკეცება და სიარული მოჭირს. და ეხლა როცა ვიცი რომ ოს ჩემი აღარა და თან გული ვატკინე ჩემი თავი მეზიზღება. ამ დროს კარი იღება და ქლოე შემოდის.
-აბა ლამაზო რა მოხდა.-როგორ მინდა აქვე დავახრჩო მაგრამ თავს ვიკავებ.
-ის მიიღე რაც გინდოდა. არავის არაფერი უთხრა იცოდე.
-რათქმაუმდა მე ხომ ვთქვი რომ არავის არაფერს ვეტყოდი. იმედია კარგად მოიქცევი თორემ ჩემს სიტყვებს უკან წავიღებს.
-ქლოე მოკეტე და გაეთრიე აქედან.-იღიმის და გადის. მე კი ტირილს ვაგრძელებ და ვეღარ ვჩერდები.

Strange beginnig(ქართული)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon