თავი 12

242 28 11
                                    

            მე და ბილიმ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ბევრიც ვიტირეთ და ბევრიც ვიცინეთ. ოთახიდან უკვე ერთი საათია არ გავსულვართ. იმდენი რამე გავიხსენეთ რამაც გული აგვიᲩუყა. ᲑავᲨვობაზე ბევრი ვილაპარაკეთ. Შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გარეთ გავსულიყავით. კარებიდან სიცილით გამოვედით. დერეფანს გავუყევით და ბავშვებთან მივედით. როცა დაგვინახეს სახეზე სიხარული დაეტყოთ. ამან უფრო გამახარა. როგორ მომნატრებია ყველა.საშინელი გრძნობაა, როდესაც შენს მეგობრებს შორდები თუნდაც ცოტა ხნით. აი ეხლა ისევ ერთად ვართ, მაგრამ მაინც მტკივა...უფრო სწორად, რომ ვთქვათ მეშინია. დიახ მეშინია. ძალიან მეშინია. ვფიქრობ რა მოხდება თუ ეს კიდევ განმეორდება, თუ ჩვენ ისევ უთანხმოება გვექნება. ნუთუ კიდევ ასე მარტივად გამოსწორდება ყველაფერი?
      ეხლა ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად იატაკზე ვზივარ და ვიცინი. ამაზე საოცარი გრძნობა არ არსრბობს. როცა იცი რომ მარტო არ ხარ. ამ დროს ყველანაირი ტკივილი ქრება, გავიწყდება ყველა დარდი. თითქოს მარტო თქვენ რჩებით მთელ სამყაროში.
   და შიში.
    შიში, რომელსაც ყველაზე ლამაზი წუთების გაფუჭებაც შეუძლია. შიში, რომელსაც შეუძლია დაგასუსუტოს. შიში, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ყველაფერი წარმავალია.
   რა ვუყო არ გრძნობას?
   ნეტავ ოდესმე თუ გაქრება?
   უცნაურია. მართლაც, რომ უცნაურია. როგორ შეიძლება ცხოვრება შეიცვალოს ასე ცოტა დროში და მასთან ერთად შენც.

    ფიქრებიდან ნიკის ხმას გამოვყავარ. გავიხედე და დავინახე ნიკი, რომელიც რაღაცისკენ მანიშნებს. მეც არ დავაყოვნე და მის თითს თვალი გავაყოლე. ფანჯრისკენ გავიხედე და დავინახე, როგორ ლამაზად წვიმდა. თითქოს ზეცამაც იგრძნო ჩემი განწყობა. ნიკმა იცოდა როგორ მიყვარს წვიმა, ამიტომაც მანიშნა. ალბათ შეიამჩნია ჩემი განწყობა და მიხვდა, რომ ეს მჭირდებოდა. მეც პატარა ბავშვივით გავიცინე და გარეთ გავვარდი.

      შუაგულ ტყეში ვიყავი. დავრბოდი და ვცეკვავდი. წვიმის წვეთები კი სახეზე მეცემოდა. ეს ისეთი კარგი შეგრძნებაა. უბრალოდ უნდა სცადო. ბოლოს დაღლილი გავჩერდი და იქვე ძირს დავჯექი, რომ მიმოვიხედე დავინახე, რომ ყველა უკვე შესული იყო. გულში გამეცინა. როგორც ამბობენ:
  "ზოგი გრძნობს წვიმას, ზოგი კი უბრალოდ სველდება..."
   სახე ცისკენ ავაპყარი და თვალები დავხუჭე. სიამოვნებისგან უაზროდ ვიღიმოდი. შემდეგ გადავწექი და სველ მიწაზე დავწექი. რას ვგრძნობ ამ მომენტში? სიხარულს, სიამოვნებას და კიდევ სხვა კარგ ემოციას. მაგრამ არა შიშს. ამ წამს არა. ეხლა არა, როცა ცა ასეთი ლამაზია და წვიმის წვეთები ნაზად ეცემა ჩემს კანს.
   მალევე ვიგრძენი რომ ვიღაც მომიახლოვდა. თვალები ნელა გავახილე და ეგრევე დასტინი დავინახე. თავზე მედგა და ნაზად იცინოდა. ის ისეთი...არც კი ვიცი რა ვთქვა ან როგორ აღვწერო ეს წამი. მაგრამ მინდა, რომ გაჩერდეს და სამუდამოდ ამ პეიზაჟს ვუყურო. მაგრამ ცხოვრებაში ყვრლაფერი არ ხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

Strange beginnig(ქართული)Where stories live. Discover now