თავი 16

193 12 9
                                    

   დღეს ბავშვები ჩამოდიან. აღელვებული ვარ. მაინტერესებს რა მოხდება, როდესაც ლიდეა ამას გაიგებს. შეიძლება უფრო გაბრაზდეს ან მიხვდეს რომ დამნაშავე არ ვარ.
   დილით ადრიანად ვდგები იმისდა მიუხედავად, რომ დღეს ლექციები არ მაქვს. არ შემეძლო ლოგინში ვწოლილიყავი და უბრალოდ დამეძინა მაშინ, როცა წინ ასეთი გეგმები მაქვს.
   გულახდილი, რომ ვიყო ვამეტებ. დიდი არაფერი ხდება. უბრალოდ მე ვარ ასეთი. ბევრი, რომ აღარ ვილაპარაკო გეტყვით, რომ უკვე ჩემს საწოლს ვასწორებ და გამზადებას ვიწყებ. შემდეგ ჩემი ყავა გავიკეთე და დღევანდელი ჩაცმულობაც შევარჩიე. მაკიაჟის დრო დადგა. არ მიყვარს გადატვირთული მაკიაჟი ამიტომ ყველაფერი სადად, მაგრამ ელეგანტურად  გავაკეთე. მე ასე ვფიქრობ.

   გადავწყვიტე ჩემი მრჩეველისთვის მიმეკითხა და ჩემი გეგმები კიდევ ერთხელ მეცნო მისთვის. მან ისეთივე პასუხი გამცა როგორიც გუშინ.
-ჭკვიანურია მაგრამ შეიძლება გააბრაზო ხო იცი?!-ის მართალია.
-ვიცი ხო მაგრამ სხვა რა გზა მაქვს მითხარი.
-ხო გეთანხმები. ასეა.-თავი ჩახარა თითქოს ფიქრობსო. ზუსტად ამ დროს ნიკი შემოვიდა კაფეში და ჩემკენ წამოვდა.
-ბოდიში ცოტა დავაგვიანე საცობი იყო. -მოვიდა და გადამკოცნა შემდეგ თვალი სკოტისკენ გააპარა. მანიშნა, რომ გამეცნო მეც არ დავაყოვნე.
-სკოტ-მივმართე მას. მანაც მალევე გამომხედა.-გაიცანი ეს ნიკია ჩემი უახლოესო მეგობარი.-ნიკისკენ მივანიშნე-ნიკ, ეს კი სკოტია ჩემი მრჩეველი-ამაზე მე და სკოტს გაგვეცინა.
   ერთმანეთი გაიცნეს და მალევე დამეგობრდნენ. ერთად კარგად ვერთობოდით. როცა ნიკმა ლიდეაზე გაიგო ყველაფერი ძალიან გაუკვირდა.
-თავიდანვე ვამჩნევდი მაგ გოგოს, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.-თქვა ნიკმა და ამაყად გამომხედა.
-სხვათაშორის მეც. ხო არ ვიცნობდი მხოლოდ შორიდან ვხედავდი მაგრამ ეტყობოდა.-ახლა სკოტმა გამომხედა იგივე ნაირად.
-ხო კარგით ვაღიარებ, რომ დებილი ვარ. -ვუთხარი ცოტა გაბრაზებით.
-კიდე კაი აღიარე-დაიწყო ნიკმა მაგრამ სანამ ვუპასუხებდი გააგრძელა.-ანუ ეს არის შენი გეგმა-მხოლოდ თავი დავუქნიე.-კარგი საქმეში ვარ.
-საქმეში ხარ?-ჩავეკითხე
-ხო რა იყო შენთან ვიქნები და თუ რამე ისეთი მოხდა იქვე ვიქნები.
-ნუ იცით ხოლმე ყველაფერის გაბუქება ამ ბიჭებმა. ისეთი არაფერი არ არის. რაში მჭირდება შენი დახმარება. გამომივიდა აქ.-მივაყარე უცებ ისე რომ ნიკს არ დავაცადე შემწინააღმდეგებოდა. მაგრამ რად გინდა სკოტი ჩაერთო საუბარში.
-სწორს იძახის ნიკი. იქნებ დაიბნე ისეთი რამე გითხრას. მაშინ ის შენს გვერდით იქნება და რამეს იტყვის.-ამიხსნა თან ისეთი სახით მიყურებდა, როგორც ჩემი ძიძა ბავშვობაში მათატიკას რომ მიხსნიდა ხოლმე.
-კარგით. ისე იყოს, როგორც იტყვით.
-ძალიან კარგი.-თქვა ნიკმა და ოფიციანტს ანიშნა რომ მოსულიყო. მალევე დავიშალეთ. ხოლო მე და ნიკი ბავშვების დასახვედრად გავემზადეთ.
   საკმაოდ დიდ ხანს დააგვიანეს ამიტომ ავნერვიულდი. ვცადე ბილისთვის დამერეკა, მაგრამ  გათიშული იყო. სხვები კი არ იღებდნენ. ყველას დავურეკე დასტინის გარდა, რა თქმა უნდა. სწორედ მაშინ, როდესაც უკვე ჭკუიდან გადავდიოდი გამოჩნდნენ. როცა დამინახეს გახარებულები ჩანდნენ, მაგრამ მალევე შეეცვალათ სახე, როდესაც ჩემი გაცეცხლებული გამომეტყველება დაინახეს.
-რა გჭირს? არ მოგენატრეთ?-იძახის ჯო და ჩასახუტენლად მოდის.
-ტელეფონებს დახედეთ.-ვამბობ მკაცრად. პორველი დასტინი იხედება ტელეფონში და ამბობს.
-არაფერი არარის.-ეტყობა, რომ გაკვირვებულია. ამაზე თვალები გადავატრიალე.
-რამდენი გიეკია. რა იყო გოგო.-დაიწყო ითენმა. მას კი სხვებიც დაეთანხმნენ. დასტინს კი უფრო გაოცებული სახე ჰქონდა. ალბათ აინტერესენდა თუ რატომ არ დავურეკე მას.
-აუ ბოდიში რაა. მე ტელეფონი დამიჯდა და ამათ ხმა ჩაწეული ქონდათ.-თავს იმართლენდა ბილი და ყველა სხვა თავს უქნევდა. ნორმალურად არც ვიუსმენდი მათ ნალაპარაკევს. ლიდეას ვუყურებდი და ვფიქრობდი. ვერ ვხვდებიდო იყო თუ არა ის ცუდი ადამიანი. მართალია ის ჩემი ცხოვრების დანგრევას ცდილიბს, მაგრამ მეორეს მხრივ მან ბევრი გადაიტანა. ალბათ ძალიან დამცირებულად გრძნოდა თავს. ალბათ ამ დროის განმავლობაში საშინლად ცხოვრობდა. ეგონა, რომ არავის აინტერესებდა და ყველას ეზიზღებოდა. ეგონა, რომ მე მას ცხოვრება დავუნგრიე. ახლა უკვე ყველანაირი ბრაზი გაქრა და მხოლოდ სინანული დარჩა. სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი. მეორე დღეს ის უნდა მომეძებნა, მაგრამ რატომღაც ჩავთვალე რომ კარგად იქნებოდა. არ ვიცოდი ამ წამს რას ვაკეთებდი, მაგრამ ერთი ცხადი იყო. ჩემი სხეული მოძრაოდა და ლოდეასკენ მიდიოდა. ყველაფერი თავისით მოხდა. თან ვუყურებდი მის გაოგნებულ სახეს და ამავდროულად შეშინებილს. ხელი მოვკიდე და ძლიერად ჩავეხუტე. თავიდან გაოცებული იდგა და ხელებს არ მხვევდა, მაგრამ ალბათ მერე გააანალიზა და თავადაც ჩახუტა.
   როდესაც მოვშორდი ირგვლივ მივიხედე და ყველა გაოცებული იყო განსაკუთრებით ნიკი. ნიკს შევხედე და მხრები ნერვიულად ავიჩეჩე.
-აბა წავედით.-ხელი დავუქნიე, ამით ვანიშნე რომ წამოსულიყვნენ.-ნუ ზოზინებთ. ჯერ კიდევ ვერხვდებოდნენ რა მოხდა მაგრამ გამომყვნენ. როდესაც სახლში მოვედით ყველანი დავსხედით და საუბარი დავიწყეთ. ძალიან ბევრ თემას განვიხილავდით. ამ დროს ნიკის მზერა შევამჩნიე. მითითებდა, რომ ლაპარაკი უნდა დამეწყო. მეც თავი დავუქნიე და დავიწყე.
-უი ბილი.-შუა საუბრის დროს წამოვიძახე თან მთელი დამაჯერებლობა გამოვიყენე და შემდეგი ტყუილისთვის მოვემზადე.-იცი ვინ შემხვდა?
-ვინ?-ჩამეძია უცებ. ყველას ყურადღება მივიპყარი მათ შორის ლოდეასიც. სწორედ ის მინდა.
-ჩვენი სკოლელი რომ იყო-ამდროს ცალი თვალი ლიდეასკენ გავაპარე ანერვიულებული ჩანდა. არ მინდოდა, რომ თავი ცუდათ ეგრძნო, მაგრამ უნდა სცოდნონდა რომ მე არაფერ შუაში ვიყავი.
-ვინ გოგო?-კიდევ მკითხა ბილმა, როცა აღარ გავაგრძელე.
-დაიც ვიხსენებ რა ჰქვია.-ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა.-გამახსენდა აიზეკი.-ლიდეამ ფერი დაკარგა.
-აიზეკი?-აშკარა იყო რომ ბილის მართლა არ ახსოვდა.-აააა...გამახსენდა ის ბიჭი სკოლაში რომ დაამცირე, ხომ?-ლოდეას თვალები უფრთოვდებოდა და გამალებით გვისმენდა. ეტყობოდა, რომ მეტის გაგება სურდა.
-ჩემი ბრალი არ იყო. რასაც იმსახურებდა ის მიიღო-ჩავიბუტბუტე ჩემთვის. ცოტა ავბუზღუნდი.
-მაგაში გეთანხმები-ბილიმ სიცილი დაიწყო. ლოდეას უნდოდა რამე ეკითხა, მაგრამ ეშინოდა. ეს სახეზე ეწერა. მაგრამ გაუმართლა, მასაც და მეც.
-ბიჭი დაამცირე?-ჩაება საუბარში ჯოც.
-კი კარგი სანახაობა იყო.-უპასუხა ბილიმ.
-აუ ძაან მაინტერესებს მოყევით რა-დაიწყო ჯოშმა. დღეს ყველაფერი ჩემკენაა.
-მიკლედ-დაიწყო ბილმა.-აიზეკს მოსწონდა ბრი სკოლოს პერიოდში. მაგრამ ბრი ზედაც არ უყურებდა.-ლიდეას ვაკვირდებოდი. მის სახეზე უამრავი ემოცია იხატებოდა, მაგრამ მე ვერც ერთს ვარჩევდი.
-მერე-ეკითხებოდნენ ბავშვები. ბილი კი დიდი სიამოვნებით ყვებოდა.
-დიდ ხანს სდია ბრის. მაგრამ ჩვენს გოგოს ისეთი პერიოდო ჰქონდა რომ ბიჭები საერთოდ არ აინტერესებდა. რამდენჯერაც მაგაზე ვეკითხებოდით ასე ამბობდა "ამ მომენტში შეყვერებული არ მინდა. მუთუმეტეს მისნაირი იდიოტი"-თქვა ჩემი ხმით. რაზეც ყველას გაგვეცინა. ლოდეას გარდა. აშარად ძალიან განადგურებული იყო. მთელი ცხოვრება ერთი ისტორიით ცხოვრობდა. ახლა კი სიმართლეს იგებს. ვერც კი წარმოვიდგენ ახლა რას გრძნობს.
-და რატომ იყო ის ბიჭი იდიოტი?-თქვა ჩვენმა გულუპრყვილო ჯომ. რაზეც ყველას გაეცინა. ითენი კი ჩაეხუტა თან ცდილობდა არ დაეცინა მისთვის, მაგრამ კარგად არ გამოსდიოდა. ბილიმ მაინც უპასუხა.
-იცი როგორი იყო?-დაფიქრდა.-აი როგორიც დასტინი იყო ადრე სანამ ბრის შეხვდებოდა. ოღონდ ის ცოტა უარესი.-ამაზე მე და დასტინმა თვალები დავაჭყიტეთ. ცოტა ხანს ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. შემდეგ კი ლიდეასკენ გაიხედა. ალბათ აინტერესენდა მისი რეაქცია. მეც მას მივბაზე და დავრწმუნდი რომ ლიდეას დასტინი ოდნავადაც არ მოსწონს. მის სახეს მხოლოდ ერთს ვატყობდი. მას აინტერესებდა ისტორიის გაგრძელება.
-ხოდა-გააგრძელა ბილიმ-ერთ დღეს ვიღაც საზიზღარმა გაავრცელა სკოლაში რომ ერთ გოგოს აიზეკი მოსწონდა. აუ ამ გოგოს სახელი არ მახსოვს. ლიდეა შენ გახსოვს?-მომიტრიალდა უცებ. მე კი უბრალოდ ლოდეას თვალებში შევხედე. ეტყობოდა, რომ ეჭვობდა. ეჭვობდა, რომ ვიცოდი ყველაფერი. ცოტა ხნის შემდეგ უემოციოდ ვუპასუხე.
-არ მახსოვს.
-კარგი. რა მნიშვნებოდა აქვს. მოკლედ, როცა აიზეკმა ეს გაიგო გადაწვიტა ეს გოგო გამოეყენებიდა.
-საზიზღარი-თქვა დასტინმა. მას კი ყველა აყვა, ჩემს და ლიდეას გარდა. მე მხოლოდ ლიდეას ვუყურებდი. ისიც არ მაშორებდა თვალს.
-ამ გოგოს ცუდად ექცეოდა ხოლმე. მაგრამ ტყუილი რას დაიმალება. ამ გოგომ დაინახა თუ როგორ პატიჟებდა აიზეკი ლიდეა კიდევ ერთ პაენზე.-აქ თვალები გადაატრიალა.-რაზეც უარი მიიღო-აქ კი ჩაეცინა. მას სხვებიც მიყვნენ. მე და ლიდეა კი ისევ ერთმანეთს ვუყურებდით.
-მერე რა მოხდა?
-რადა დიდი ამბები დატრიალდა. შუა სკოლაში. ყველას თვალწინ აიზეკმა ეს გოგო საშინლად დაამცირა. ყველა მას დასცინოდა. ჩვენ თავიდან იქ არ ვიყავით. ბრი გაცეცხლებული იყო აიზეკის საქციელის გამო და მას ვამშვიდებდი, როდესაც ერთი ჩვენი სკოლელი მოვიდა და ყვალეფერი გვითხრა. ბრი მალევე გაიქცა იქითკენ სადაც ისინი ეგულებოდნენ. მეც გავყევი. მაგრამ დავაგვიანეთ. გოგონა უკვე წასული იყო. ის დებილი აიზეკი კი ამაყად იღომოდა. ირგვლივ კი ყველა იცინოდა და მის სახელს ყვიროდა. ლიდეს ვთხოვე, რომ წავსულიყავით მაგრამ არ მისმენდა. მანწარებული მივარდა. ჯერ აიზეკი გამოლანძღა. მერე იმაზე უარესად დაამცირა ვიდრე ის გოგო. შემდეგ ბავშვებს მიუბრუნდა და ისინი დალანძღა. უნდა გენახათ. ცეცხლი ეკიდა.-      
       ყველამ სიცილი დაიწყო. ლიდეას კი თვალები უცრემლიანდებოდა. მას ვუყურებდი და თვალს არ ვაშორებდი. ეტყობოდა, ახლა ნათლად ჩანდა მისი გრძნობები. სახეზე სინანული ეწერა. არ მომწონდა ასე ცუდად, რომ იყო ამ მომენტში, მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს აუცილებელი იყო. ბავშვებმა სიცილი შეწყვიტეს და ჩვენ შემოგვხედეს.
-რა ხდება?-იკითხა ბილმა
-კარგად ხართ?-დაამატა ითენმა. ჩვენ კი არ ვინძრეოდით, თვალსაც კი არ ვახამხამებდით. ვგრძნობდი, რომ მეც მიცრემლიანდებოდა თვალები და დავინახე თუ როგორ ჩამოუგორდა ცრემლი ლიდეას.
  
_________________________

    ბოდიშით დაგვიანებისთვის.♥️

კოვიდი მქონდა და თავს ცუდად ვგრძნობდი. შემდეგ კი ვცდილობდი სასწავლო მასალას დავწეოდი♥️

      მადლობა ყველას❤💞

Strange beginnig(ქართული)Where stories live. Discover now