თავი 11

220 17 6
                                    

    უკვე 3 დღე გავიდა, რაც ჩემი სახლიდან ტირილით გამოვვარდი. ეს მთელი დრო ნიკთან ვრჩებოდი. არც მიასაუბრია მათთან მაგრამ დღეს მომიწევს. დღეს ხომ აგარაკზე ავდივართ. სწორედ ეხლა მივდივართ მე და ნიკი მანქანით.
-წასვლის სურვილი არ მაქვს-ვამბობ ისე, რომ ნიკს არ ვუყურებ.
-ვიცი მაგრამ აუცილებელია. უნდა გაერკვეთ ურთიერთობებში.
-ჯერ ჩემს თავთან არ გავრკვეულვარ და იმათთან როგორ უნდა დავერკვე.-ნაწყენი ტონით ვთქვი, რადგან ნიკმა ძალათი ჩამტენა მამქანაში.
-იქნებ იქ უფრო ადვილად გაერკვე. თან ამ პერიოდში მათგან შორს ყოფნა არამგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს ბი.
-ვიცი ნიკ მარა მაინც არ მინდა
-მოგიწევს. უნდა დამპირდე, რომ შეეცდები დაელაპარაკო მათ და გამოასწორო ურთიერთობა.- მე არაფერი ვუთხარი უბრალოს ღრმად ჩავისუნთქე. ჩემმა დუმილმა ნიკი აიძულა გაეგრძელებინა-ბი, ჩემი ხათრით.-თვალებში შემომხედა.
-კარგიიი...-გაიღიმა-ნიკოლას.
  სახე ორ წამში შეეცვალა. დაღლილი და გაბრაზებული სახით გამომხედა. ვერ იტანს, როცა ნიკოლასს ვეძახი.
-რა დამიძახე?-მკითხა მკაცრად თამ წალო წარბი ასწია.
-არაფერი-სულელური გამომეტყველება მივიღე და გარეთ გავიხედე. ხეებს დავუწყე ყურება. ნიკი კი ხან მე მიყურებდა ხან გზას. აშკარა იყო, რომ ჩემს ნორმალურ პასუხს ელოდა.- ნეტა ამ ხეებზე რამდენი ფოთოლია? საინტერესოა.
  ჩემს სულელურ ხმის ტონზე ნიკს გაეცინა. ეს ყოველთვის ჭრის.
    გზაში დიდი დრო დაგვჭირდა. მაგრამ, როცა გადმოვედი მივხვდი, რომ ამად ღირდა. მარტო ბუნების გამო მაინც.
-აუ რა ლამაზია აქაურობა.-ვთქვი აღფრთოვანებულმა.
-ხოო. კიდევ კარგი წამოგათრიე.-ნიშნის მოგებით მითხრა.
-კაი ეხლა ძაანაც ნუ აგივარდება თავში. შევიდეთ?
-კი, აქ იქნებიან უკვე.
-აბა შენ მოზოზინებ და.
-ხო და ამის მერე დასტინმა წამოგიყვანოს ეგ დაქრის ალბათ.
-მაგას ნუ მახსენებ
-კაი ჩუმად ვარ.
     მივედით და კარებზე დავაკაკუნეთ. მალევე კარი ჯომ გააღო. რომ დამინახა გაიღიმა და ჩამეხუტა. 
-მიხარია, რომ ჩამოხვედი.
-მეც, აქაურობა ძალიან ლამაზია. სახლიც ძალიან მყუდროა.
-მეც მიყვარს აქაურობა. შემოდით რა კარებში დგახართ.-ჯო წინ გაგვიძღვა და მეც გავყევი. ნიკი უკან მოგვყვებოდა, თან ჩემი ბარგი მოჰქონდა. ყველა იქ იყო. დასტინი და ლიდეა კიდე გვერდი-გვერდ ისხდნენ. ნიკს გადავხედე მან კი თვალებით მანიშნა, რომ დავწყნარებულიყავი.
-კიდევ ერთი წყვილი მოვიდა-თქვა დასრინმა და ყველამ ჩვენსკენ გამოიხედა. ეხლა ეს რა იყო. ნიკმა გადმომხედა და მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. არ შევიმჩნიეთ დასტინის გამოხტომა ბავშვებს მივესალმეთ. როცა ბილთან მივედი მეუცნაურა.
   მე და ნიკი იქვე დავჯექით. ყველა თავისთვის ლაპარაკობდა.
-რაღაც ხდება თუ მე ვარ უბრალოდ პანიკიორი?
-ამ შემთხვევაში მეც გეთანხმები რაღაც საეჭვოთ იქცევიან. ძალიან უცნაურია.
-რა გავაკეთო?
-არაფერი რა უნდა გააკეთო უბრალოდ შეეცადე, რომ დაელაპარაკო. - მისი თქმით ისეთი ადვილი ჩანს, თითქოს არც არაფერია. მაგრამ ძალიან ძნელია. ნიკს შევუბღვირე და ეგრევე წამოვდექი. ყველამ მე შემომხედა.
-ოთახი საითარის? დავიღალე და დავისვენებ.-ჯომ კალიდორისკენ მიმითითა და მითხრა, რომ ბოლო კარში შევსულიყავი. ასეც მოვიქეცი. კალიდორს გავუყევი სადაც ოთახები იყო ჩამწკრივებული, ხოლო მათ შუაში ნახატები ეკიდა, რომლებიც ძალიან ლამაზები იყო. როცა თითქმის ჩემს ოთახა მივუახლოვდი ერთიმა მახატმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ნახატზე ზღვისპირო იყო გამოსახული. ქარიშხალი, დიდი ყალღები და ამ ყველაფრის წინ ერთი პატარა გოგონა. მარტოდ-მარტო. ისრთი ამაღელვებელი იყო ამის ყურება. არ ვიცი რამდენ ხანა ვიდექი ასე. უბრალოდ ვტკბებოდი ამ სანახაობით. მაგრამ შემდეგ ხმა მომესმა კალიდორის დასაწყისიდან. დასტინი და ლიდეა იყვნენ. სიცილით მოუყვებოდნენ კოლიდორს და ერთმანეთს უყურებდნენ. ვერ გეტყვით ამის დანახვისას რა ვიგრძენი. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. სწორედ ამ წუთას, სწორედ აქ, ამ კალიდორში გავიგე როგორ დაიმსხვრა ჩემი გული ნაწილებად. ახლად გამთელებული გული ხელმეორედ დაიმსხვრა. ბედის ირონიაა, სწორედ იმან დაამსხვრია, ვინც მასში იყო.
     სწრაფად გამოვიხედე. არ მინდოდა შეემჩნიათ როგორ ვუყურებდი. ისევ ნახატს შევხედე.
     ინტერესი მკლავდა, მაინტერესებდა იყვნენ თუ არა ერთად. მაგრამ ვერ ვკითხავდი. ისე იქცევიან ეხლა თუ არა მომავალში მაინც იქნებიან ერთად.
     მალევე მომიახლოვდნენ. დასტინი ჩემს გვერდით ითახის წინ დადგა , ხოლო ლიდეა ჩემს წინ. ლიდეა მალევე შევიდა მაგრამ დაატინი დარჩა.
  -ჰეი-მითხა თავისი მომხიბვლელი აქცენტით.
-ჰეი-შევეცადე რაც შეიძლება უემოციოდ მეთქვა და არც შევხედე.
-კარგად ხარ?-მკითხა და მომიახლოვდა.
-ცუდად რატომ უნდა ვიყო-ჯერ კიდევ ნახატს ვუყურებდი მიეხედავად იმის, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი, რომელიც მაბნევდა.
-მიგწონს?-მკითხა და კიდევ უფრო მომიახლოვდა.
-რა?-ახლაღა გავიხედე მისკენ და შევამჩნიე როგორი სახით მუყურებდა. თითქოს მის თვალებში იმედგაცრუება ჩანდა. იმ წამს ვერ მივხვდი მომეჩვენა თუ უბრალოდ რაღაცას ვერ ვხვდებოდი.
-ნახატი.-დამიზუსტა კითხვა.
-ააა კი ძალიან ლამაზია, თვალს ვერ ვწყვეტ.-ვუთხარი და გავუღიმე.
-მართლაც, რომ ძალიან ლამაზი ნახატია-ნახატს შეხედა, მეც იგივე გავაკეთე. ცოტა ხნით ასე ვიდექით და ნახატს ვუყურებდით, შემდეგ კი ლაპარაკი გააგრძელა.-კარგი მეშევალ გამოვიცვლი გარეთ გასვა დავაპირეთ და სჯოვს შენც გამოიცვლაო.
-კარგი-ვუთხარი, ის კი თავის ოთაზში შევიდა. მეც მალევე გავაღე ჩემი ოთახის კარი და შიგნით შევედი. აქაურობა ძალიან მომეწონა. დიდი ფანჯრები ქონდა. საწოლი კი ფანჯარასთან იყო მიდგმული, კედლები ნაცეისფერში იყო. ჩემი ბარგი საწილზე იდო ალბათ ნიკმა ან ჯოშმა მოიტანა. საწოლთან მივედი, რადგან ბარგი ამომელაგებინა. ჩანთა გავხსენი და ამოლაგება დავიწყე, ხოლო შორტი და ტოპი გვერდით გადავდე, რომ შემდეგ ჩემეცვა.
    როდესაც ყველაფერს მოვრჩი გადავწყვიტე ნიკთან გავსულიყავი. მისი ოთახის კარები გავაღე და შიგნით დაუკითხავად შევედი. ლოგინზე იჯდა და ტელეფონში იყო ჩავარდნილი, როგორც ყოველთვის.
-შენ სულ ტელეფონი როგორ უნდა გეჭიროს.-შევუღრინე და მისკენ წავედი.
-რა იყო მოიწყინე და ჯავრს ჩემზე იყრი?
-შეიძლება-მის გვერდით დავჯექი.-წეღან კალიდორში დასტინი და ლიდეა დავინახე-ვთქვი და თავი დავხარე.
-მერე რა შეუძლება უბრალოდ დამთხევაა.-მითხრა და სცადა ჩემთვის დაბლიდან შიმოეხედა.
-რავი-ჩემი ფეხის წვალება დავიწყე.
-ჰეი შემომხედე-მკაცრი მაგრამ მზრუნველი ტონით მითხრა. თავი ნელა ავწიე და თვალებში შევხედე რის შემდეგაც განაგრძო-არასოდეს მინახავს ვინმე ისეთი სიყვარულით უყურებდეს ადამინს, როგორც დასტინი შენ გიყურებ ამიტომ მოეშვი და მიენდე.
-მგინი მართალი ხარ, უნდა ვენდო. ბოლო-ბოლო მე ვარ ის, ვინც ყველაფერი გააფუჭა.-ვუთხარი უკვე დამშვიდებულმა. ნიკის ოთახიდან გამოვედი იმ აზრით, რომ ადამიანებს უნდა ვენდო. ამიტომ ეგრევე ბილის საძებრად წავედი.
   ბილი მალევე ვიპოვე ერთ ლამაზ ოთახში. ყურსასმენები ეკეთა და წიგნს კითხულობდა. ნელა მივუახლოვდი, რომ არ შემეშინებინა. როცა შემამჩნია ყურსამენები მოიხსნა და გამიღიმა.
-ჰეი როგორ ხარ?-მკითხა მხიარულად და წუგნი გვერდით გადადო.
-უმუღამოდ შენ?-საწილზე დავჯექი.
-მეც.-მიპასუხა და თვალი ამარიდა.
-შენ რატომ?
-თავს ისე ვგრძნობ თითქოს ურთიერთობა გაგვიფუჭდა.-მიხარია, რომ ამაზე დაიწყო ლაპარაკი თორემ მეგონა, რომ ამას განგებ აკეთებდა და გული ძალიან მტკიოდა. ეხლა კი უფრო ადვილად ვილაპარაკებთ ამაზე. ყველაზე რთული დაწყება იყო.
-მეც ვამჩნევ ამას.-ვუთხარი და მისი პასუხის მოლიდინში სახეხე კარგად დავაკვირდი. ვცდილობდი ამომეცნო მისი ემოციები. ნელა შემომხედა და ლაპარაკი გააგეძელა.
-და რისი ბრალია?-ისევ ისე ნელა მკითხა თითქოს ეშინიაო. თან ტუჩებს იკვნიტავდა. ასე მაშინ იქცევა, როდესაც ნერვიულობს. ყოველთვის დავცილოდი, როცა ასე იქცეოდა. მაგრამ ეხლა ვხვდები რატომ.
-შენი აზრით?-ვკითხე ისე თითქოს დავადანაშაულე. მაგრამ ამ წუთას ხომ მსხვერპლი მე ვიყავი, მე ვიყავი ვისაც აწყენინეს.
-მისმინე მართლა ბოდიში დამნაშავე ვარ არც კი ვიცი როგორ უნდა გამოვასწორო ჩემი შეცდომა. ძალიან ვნანობ.არ მინდა დაგკარგო შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ძალიან მიყვარხარ არც კი ვიცი შენც გარეშე რა მეშველებოდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. შენი დაკარგა არ შემიძლია.-დაამთავრა თუ არა ტირილი დაიწყო. ვუყურებდი როგორ ტიროდა ჩემი მეგობარი და მივხვდი, რომ ად იყო საჭირო წვრილმანებზე გულის ტკენა მთავარი ხომ სწორე მეგობრობაა. ამიტომ მასთან ახლოს მივედი და ძლიერას მოვეხვიე.
-მეც მიყვარხარ-ჩუმად ვუთხარი და მეც ტირილი დავიწყე.

Strange beginnig(ქართული)Where stories live. Discover now