18 თავი

647 77 2
                                    

ტეჰიონის pov:

ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან გვერდში ისეთი ადამიანი მიდგას როგორიც ქუქია, ეხლა ხელში ვყევარ აყვანილი და ცდილობს დანარჩენებს დაეწიოს:
-ქუქ, ძაან მძიმე ხომ არ ვარ? დამსვი, დაიღლები. - ჩამოსვლას ვცდილობ, მაგრამ ქუქი მაჩერებს:
-დამიჯერე არ ხარ მძიმე, ასე რომ იყავი მანდ. - გამიღიმა და სირბილი გააგრძელა. ცოტახანში დანარჩენებს დავეწიეთ, დავაძალე და ძლივს ძირს დამსვა. როცა ყველა მოვგროვდით, ჰოუპმა გაიღიმა და გვითხრა:
-მიდით გაერთეთ, საცურაო კოსტუმები როგორც ვიცი ყველას გაქვთ, გასახდელები აი აგერაა - თქვა თუ არა ხელი პატარა ოთახებისკენ გაიშვირა - შედით და გამოიცვალეთ, მერე კიდე ზღვაში შედით, ოღონდ შეეცადეთ ძაან ღრმად არ შეცუროთ. - ყველამ თავი დაუკრა და გასახდელებისკენ გავეშურეთ, მე ერთ-ერთ კაბინაში შევედი, ხოლო ქუქი ჩემს გვერდით შესულიყო, დავიწყე გამოცვლა ამ დროს ოდნავ მიყრუებული ხმა მესმის:
-ტეჰიონაა, რა ლამაზი ტანი გაქვს, იცი როგორ მინდა აქვე გიხმარო?
-ქუქ? კი მაგრამ საიდან მხედავ?
-საიდუმლოა. - დავიწყე კედლებზე ხვრელების ძებნა, და მართლაც ერთ ადგილას პატარა ხვრელი იყო, შიგნით შევიჭყიტე და ქუქის თვალს წავაწყდი.
-აჰაა, შენც გიპოვიაა. - ჩაიცინა და ხვრელს მოსცილდა.
-კარგი რა, რატო მიყურებდი?
-ჰეი, სექსი გვქონდა და შენი სხეული უკვე კარგად მაქვს შესწავლილი, ჩემი მაინც გრცხვენია?
-კი, მრცხვენია.
-კაი, მიდი რო ჩაიცმევ გამოდი.
-კარგი. - ცოტახანში გამოვდივარ ოთახიდან და პირდაპირ ქუქის ჩაკუნთულ სხეულს ვაწყდები, ძაან სექსუალურად გამოიყურება, ვუახლოვდები.
-იქნებ რამე შემოიცვა? - უცბად შემეკითხა ქუქი.
-რატო?
-რას ქვია რატო? ძაან ლამაზი სხეული გაქვს და არ მინდა ამ სხეულის ყურებით ჩემს გარდა კიდევ ვინმე დატკბეს! - ჩაიცინა და თხელი ზედა შემომხვია, მერე სწრაფად ხელში ჩამეჭიდა და გამაქანა, მაგრამ იქით კი არა სადაც სხვები იყვნენ, სულ სხვა მიმართულებით გაექანა, შევეცადე შემეჩერებინა:
-ქუქ, სად მივდივართ?
-მენდობი?
-კი, გენდობი!
-ხოდა უსიტყვოდ წამომყევი. - თავს ვუკრავ და უსიტყვოდ უკან ვეკიდები. ცოტა ხანში ორივე პლაჟის იმ მხარეს აღმოვჩნდით, სადაც ადამიანებს ვერ ნახავდი, ქუქმა იქ მდგომ კატერთან მიმიყვანა, ხელი გამიშვირა და შიგნით ჩამსვა, ისიც გვერდით მომიჯდა და კატერი დაქოქა. ზღვა, ლურჯი, უსასრულო ზღვა, ასეთ სილამაზეს პირველად ვხედავ. ბოლოს კატერს სულ უცხო პატარა კუნძულზე აჩერებს. "ცოტა რომანტიკა ჩავრთოთ ფილმებიდან🤣" ჯერ თვითონ გადავიდა მერე მეც გადმომიყვანა, და ერთი ხის ძირში დამსვა, არაფერი მითხრა და წავიდა.
-ქუქ, სად მიდიხარ? - შევეკითხე, მაგრამ ხმა არ გაუცია. რამოდენიმე წუთი იმ ადგილს მივაშტერდი სადაც გაუჩინარდა, მაგრამ მერე უსასრულო ზღვისკენ დავიწყე ყურება. ხუთი წუთის განმავლობაში ასე ვიჯექი, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და იმავე მიმართულებით წავედი, მალევე მოვკარი თვალი, რაღაცას ეძებდა, სწრაფად მივუახლოვდი და შევეკითხე:
-ამდენი ხანი რა ჯანდაბას აკეთებ?
-ვაიმე გული. - შიშისგან წამოიყვირა და ძირს დაებრეხვა.
-შტერო, გულის შეტევა რომ დამმართნოდა? ან ამხელაზე რა გაყვირებს? - დგება დამანჭული სახით და თითქოს ყურს ისუფთავებსო ისე გააკეთა.
-ქუქ, ამდენი ხანი აქ რა გინდა მეთქი!
-ა.. მე... ისა...
-ქუქქ!
-ხო, ხო კარგი, სურპრიზის გაკეთება მინდოდა, აქ სადღაც სპეციალურად საჭმლებით სავსე კალათა მქონდა შენახული და ვერ ვპოულობ!
-მოიცა, ესეიგი შენ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმე?
-ხო, მაგრამ ყველაზე მთავარი სურპრიზი ჩაიშალა. - თავი ჩაღუნა, ტუჩები საყვარლად გამოწია და თავისი ბაჭიის კბილები გამოაჩინა, რაზეც ჩავიცინე, მივუახლოვდი თავი ავუწიე და ვუთხარი:
-ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სურპრიზი შენ იყავი, შენ იყავი ის ადამიანი რომელმაც მასწავლა რა არის სიცილი, მადლობა ამისთვის ქუქ! - უცბად ჩემს ხელზე თბილი სითხე ეცემა, ის... ის ტიროდა... კი მაგრამ რატო?
-ჰეი, ქუქ, რატო ტირი? რამე არასწორად ვთქვი?
-ხო, ტეჰიონ არასწორად თქვი, მე შენთვის არ მისწავლია რა არ სიცილი, ჩემს... ჩემს გამო ხარ ეხლა ასეთ მდგომარეობაში!
-რას გულისხმობ?
-ჩემს გამო კვდები.
-ქუქ შენ არაფერ შუაში ხარ.
-იმ დ.. დღეს, შენთვის რომ არ მეთქვა შამპანური მოგვიტანე თქო, ეხლა ასეთ დღეში არ იქნებოდი!
-ქუქ შენი ბრალი არაა. - ხელს ვიწვდი მისკენ მაგრამ მშორდება.
-არა, არ გამეკარო, კიდე რამე არ დაგიშავო.
-კი მაგ...
-გითხარი არ გამეკარო თქო. წამოდი, კატერში ჩავჯდეთ და უკან დავუბრუნდეთ. - მცილდება და კატერისკენ მიდის.

ჯონ ჯონქუქის pov:

ნელ-ნელა ვცილდები და კატერისკენ ვიწყებ სიარულს, მაგრამ უცბად ვჩერდები, რადგან...

/ძლივს დავწერე ეს თავი, გავაგრძელო?/

როგორ დაგივიწყო?! (თექუქი) Where stories live. Discover now