2 თავი

1.1K 118 9
                                    

სახლიდან როცა გამოვედით, გუქმა მითხრა:
-მანქანა მყავს გინდა წაგიყვანო? მაინც ერთიდაიგივე სკოლაში ვსწავლობთ და მაგიტომ შემოგთავაზე, თუ არ გინდა არ დაგაძალებ. - თავიდან უარის თქმა მინდოდა მაგრამ მერე დავფიქრდი, დაგვიანებას ამ გიჟთან ჩაჯდომა ჯობია თქო და ვუთხარი:
-კარგი, თანახმა ვარ! - ცოტა ნერვიულობა შემეტყო, არ ვიცი რატო.
-კარგი, მაშინ მანდ რაღას დგეხარ? ჩაჯექი. - ფეხაკრეფით მივედი და უსიტყვოდ ჩავუჯექი. მანქანა დაიძრა, ქუქმა გეზი სკოლისკენ აიღო, ხმას არცერთი არ ვიღებდით. მან მანქანა სკოლისგან ცოტა მოშორებით გააჩერა და მითხრა :
-აქ გადმოდი!
-აქ? კი მაგრამ აქ რატო? - გაკვირვებული შევეკითხე.
-გადადი მეთქი არ გესმის? - როცა ტონს აუწია სიმართლე გითხრათ ცოტა შემეშინდა, ის აღარ იყო ის ქუქი რომელმაც მე გადამარჩინა, გაბრაზებულმა და აცრემლიანებულმა ვუთხარი:
-კარგი, გადავალ! - მანქნიდან გადმოვედი და კარები მივუჯახუნე, არც შემიხედია მისკენ ისე წავიდა და სკოლისკენ შეუხვია.
-რა დაემართა? რა უცნაური ვიღაცაა! - ვფიქრობდი და თან სკოლისკენ ნელ-ნელა მივაბიჯებდი. სკოლაში როცა შევედი, სწრაფადვე გავიგე სადაა დირექტორის კაბინეტი და დირექტორთან მივედი, საბუთები გავუწოდე, მან მითხრა:
-ესეიგი შენი სახელია ტეჰიონი.
-დიახ სერ.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენ სკოლაში, შენი კლასი არის "9A" შეგიძლია წახვიდე!
-მადლობა სერ! - ვუთხარი და კაბინეტიდან გამოვედი, როგორღაც ჩემს კლას მივაგენი, მასწავლებელი კართან მელოდებოდა, როცა დამინახა მითხრა:
-შენ ხარ ტეჰიონი?
-დიახ მის, მე ვარ! - მასწავლებელი ძალიან საყვარელი ქალი იყო.
-კარგი, მაშინ ეხლა რომ შევალ ვიტყვი თუ არა შენ სახელს შემოხვალ და ცოტა რამეს მოგვიყვები შენს შესახებ, კარგი?
-კარგით. - გაიღიმა და კლასში შევიდა, ცოტა ვნერვიულობდი, როცა ჩემი სახელი გავიგე შიგნით შევედი, და პირველი რასაც წავკარი თვალი ეს იყო მისი, ქუქის ცივი სახე, გავშრი ვეღარაფერს ვამბობდი, ბოლოს როცა გონს მოვედი დავიწყე:
-ჩემი სახელია კიმ ტეჰიონი, შეგიძლიათ უბრალოდ ტეჰიონი მიწოდოთ, იზრუნეთ ჩემზე. - თავი დავუკარი და მასწავლებელმა მითხრა:
-იქ დაჯექი სადაც ცარიელი ადგილია. - თავი დავუკარი და ცარიელი ადგილისკენ გავეშურე, მაგრამ უცბად გავჩერდი, რაღა მაინცდამაინც მის გვერდით მომიწევდა ჯდომა.
-ტეჰიონ დაჯდომას არ აპირებ? - შემეკითხა მასწავლებელი.
-ოი, დიახ მის! - ვთქვი და ადგილზე დავჯექი, პირველმა გაკვეთილმა კარგად ჩაიარა, დასვენებაზე შევეცადე მასთან მელაპარაკა და დავუძახე:
-ქუქ! - ჩემ და გასაკვირად ყველამ მე შემომხედა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ბოლოს ჩემ უკან მდგომის ხმა გავიგე:
-სახელით დაუძახა? საწყალი! - ვერ მივხვდი რა იყო იმაში ცუდი რომ სახელით დავუძახე.
-რა ჯანდაბა გინდა? - უხეშად შემეკითხა ქუქი, არა ეს ნაღდად ის ადამიანი არ იყო რომელიც მე გავიცანი.
-რა დაგემართა? ასე უცბად ასე ძლიერ როგოა შეიცვალე?
-შენი ტრაკის საქმე არაა, თუ მეტი არაფერი გაქ საკითხავი მაშინ მე გავალ. - არაფრის თქმა არ მაცალა ისე გავიდა ოთახიდან:
-რა უცნაური ვიღაცაა.-ჩავიბურტყუნე ჩემთვის, უცბად ზურგს უკან ხმა მომესმა:
-გამბედავი ვინმე ყოფილხარ, ქუქს სახელით რომ მიმართავ, ტეჰიონი ხომ? მე ჯიმინი მქვია. - თქვა და ხელი გამომიწოდა, მეც გავუწოდე და შევეკითხე:
-და რა მოხდა რომ სახელით ვუწოდე?
-ჩათვალე რომ დაგერხევა, იგი სკოლის playboy - ა და სახელით მას არავინ მიმართავს.
-აბა რას მიმართავენ, ნამცხვარს? - გამეცინა ისე რომ მუცელი ამტკივდა.
-ჩუ არ გაგიგონ, მითუმეტეს იუნგიმ.
-ეგ ვინაა?
-მისი ძმაკაცია.
-გასაგებია ორი სულელი. კაი წამო წავიდეთ. - ვუთხარი და გარეთ გავიყვანე. გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარეს. როცა ყველანაირ მეცადინეობას მოვრჩით მე და ჯიმინი სკოლიდან გამოვედით, მე ვუთხარი:
-ერთად წავიდეთ?
-შენ იქით თუ მიდიხარ ვერ გამოვა.
-რატომ?
-მე სხვაგან ვცხოვრობ, კარგი კარგად. - ეგ მითხრა და წავიდა, მეც სახლისკენ გავეშურე, ცოტახანში დავინახე თუ როგორ გაჩერდა ქუქის მანქანა ჩემს გვერდით, შუშა ჩამოწია და მითხრა:
-ჩაჯექი წაგიყვან!
- მერე ისევ შუა გზაზე რომ მომისროლო? არა გმადლობ. - სიარული გავაგრძელე, ისევ დამიძახა:
-ისევ ბანდიტები რომ დაგესხნენ თავს? - ვეღარ მოვითმინე შემოვტრიალდი და აწეული ტონით დავუწყე ლაპარაკი:
-იცი ჯონ ჯონქუქ ძალიან უცნაური ადამიანი ხარ, აქ რატო მექცევი ასე და იქ სხვანაირად? აა მოიცა მემგონი მივხვდი არ გინდა ასეთ ადამიანთან დაგინახონ, თორე იმიჯს გაიფუჭებ, იცი რა? წადი შენი! - ეს ვუთხარი ცრემლები მოვიწმინდე და სახლისკენ წავედი.
სახლში რომ შევედი დედა მომიახლოვდა და შემეკითხა:
-რა გჭირს? რამე მოხდა?
-არა, არაფერი არ მომხდარა, მე არ მშია ჩემს ოთახში ავალ. - ვუთხარი დედას და ოთახისკენ ავირბინე. ოთახში შევედი, კარი ჩავიკეტე და გათიშული საწოლზე დავვარდი.
-რა უცნაური ვიღაცაა ეს ქუქი. რა დაემართა ნუთუ ასე მართლა იმიტომ მოიქცა რომ იმიჯი არ გაეფუჭებინა? - მეორე დღეს ტელეფონში ესემესი მომივიდა:
-როცა მოემზადები, გამოდი გარეთ გელოდები! - გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო, ფანჯარაში გადავიხედე და დავინახე მანქანაზე მიყუდებული ქუქი:
-ჯანდაბა, რა უნდა ამას აქ? ან საიდან გაიგო მისამართი? ტელეფონის ნომერი? - სწრაფად გადავივლე წყალი, ჩავიცვი, დედას შუბლზე ვაკოცე და სწრაფად გარეთ გავვარდი.
-აქ რას აკეთებ? მისამართი საიდან გაიგე ან ჩემი ტელეფონის ნომერი.
-ხალხი მყავს, შენი მისამართის გაგება არც თუ ისე რთული იყო.
-მომისმინე რა ჯანდაბა გინდა? სკოლაში ისევ არ მომაქცევ ყურადღებას და!
-მოიცა ჩემგან ყურადღება გინდა?
-აა.. რა არასწორად გაიგე, მოკლე შეგიძლია წახვიდე, რათ მინდა ჩაჯდომა თუ შუა გზაში ისევ მიმაგდებ?
-არ მიგაგდებ!
-ჰა? დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში?
-კი, შენთან პირობა მექნება, ყოველ დილით მიგიყვან სკოლაში მე, და წამოგიყვან ასევე, მაგრამ ხმას სკოლაში არ გამცემ, კარგი?
-იმიჯის გამო?
-კი იმიჯის გამო!
-მაშინ რად გინდა ჩემი მიცილება?
-მეშინია ბანდიტები ისევ არ დაგესხნენ თავს.
-გეშინია? გინდა თქვა რომ ჩემზე ნერვიულობ?
-კი ვნერვიულობ და რა? ჩაჯდები ეხლა თუ არა? - არ ვიცი რატომ მაგრამ ჩავუჯექი, სკოლისკენ ისევ ერთად მივდიოდით...

როგორ დაგივიწყო?! (თექუქი) Where stories live. Discover now