11 თავი

861 84 8
                                    

მინდოდა ყველა ძლიერ გულში ჩამეკრა, რაც გავაკეთე, ყველას სათითაოდ ჩამოვუარე, გადავეხვიე და მოსვლისთვის მადლობა გადავუხადე, უცბად დედამ წამოიძახა:
-აბა ბავშვებო, სუფრას მიუჯექით, სანამ საჭმელი არ გაციებულა. - ყველა სუფრას მიუჯდა და ჭამა დაიწყეს, მარჯვნივ ქუქი მეჯდა  ხოლო მარცხნივ ჯიმინი, მე საჭმლის ჭამა არ შემეძლო, ჩავიდებდი თუ არა ლუკმას გული მერეოდა, თავს ვიკავებდი რომ ეს არავის შეემჩნია, მაგრამ ქუქმა მაინც წამკრა თვალი და შემეკითხა:
-ტე ცუდად ხარ?
-არა ქუქ, რატო მეკითხები?
-რავი ამდენი ხნის მანძილზე ორი ლუკმა ძლივს ჩაიდე.
-ისეთი არაფერი, თავში არ აიღო.
-ტე, რამეს ხომ არ მიმალავ?
-ქუქ, რას უნდა გიმალავდე?
-ეს ბოლო დღეებია, ცუდად გამოიყურები.
-დაიკიდე.
-არა შენი მაინც არ მესმის, თუ ცუდად ხარ მითხარი, კი არ ვიკბინები.
-დამიჯერე რიგზე ვარ!
-კაი  მჯერა. - ეს მითხრა მაგრამ მისი სახის გამომეტყველება სულ სხვა რამეს მაუწყებდა, უცბად ფეხზე ჯიმინი წამოდგა და თქვა:
-აბა მოლოცვების დრო მოვიდა, პირველი მე ვიქნები, ჩემო პატარა ტეჰიონ, გილოცავ დაბადების დღეს, ბედნიერებას გისურვებ ამ შენ ვირთან ერთად... - ხელი ქუქისკენ გაიწვდინა, ყველამ ჩაიცინა:
-როგორც რამოდენიმე დღის წინ გავიგე, თურმე ძალიან გინდოდა იასამნისფერი სპორტულები, ამიტომ შემოვიარე მთელი სეული და ძლივს ვიპოვე შენთვის, აი ისინი. - ჯიმინმა პარკი გამომიწოდა.
-მადლობა ჯიმინნ! - მისკენ გავექანე და ჩავეხუტე, მის მერე მომილოცეს დანარჩენებმა, და ჯერი ქუქზე დადგა, ჯიმინმა წამოიძახა:
-აბა ქუქ, გაგვაოცე! - ქუქი ადგა, გაიღიმა და დაიწყო:
-ტე გილოცავ! - ყველა გაშტერებული მიაშტერდა, ჯიმინმა წამოიღრიალა:
-ქუქ ეხლა მეხუმრები თუ რა? ეს არის შენი მოლოცვა? ვაიმე ღმერთო შენ მიშველე! - ვერ მოვითმინე და ავკაკანდი.
-შენ რაღა გაცინებს, ვერ ხედავ რა შტერი შეყვარებული გყავს?
-უკაცრავად მაგრამ მე პირველი ვიყავი ვინც მოულოცა! - განაცხადა ქუქმა.
-ოჰ, მართლა? და რა აჩუქე?
-აი ეს! - მან ჩემი ხელი აწია და ბრასლეტი აჩვენა, ჯიმინი მომიახლოვდა და ჰკითხა:
-ამ წარწერას გაგრძელება აქვს?
-კი, აი! - ამბობს და თავის ბრასლეტსაც უჩვენებს.
-ბოდიში, სიტყვები უკან მიმაქვს, ნამდვილი რომანტიკოსი ყოფილხარ! - ამ დროს გულის რევამ უფრო იმატა...

როგორ დაგივიწყო?! (თექუქი) Where stories live. Discover now