4 თავი

1K 108 9
                                    

-აუ ამ შტერს რა ჯანდაბა უნდა? - ჩუმად ჩავრთე ტელეფონი და ესემესი წავიკითხე, შიგნით ეწერა:
"აბა პატარავ, სწრაფად მეორე სართულზე, შემოსასვლელთან, პირველივე ოთახში შემოდი."
"მომისმინე, ეხლა გაკვეთილი მაქვს, და აუცილებელია ჩამოვიდე?" - ტელეს დადებას ვაპირებდი, მაგრამ ესემესი ისევ მოვიდა:
"კი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ბევრ კითხვებს ნუ სვამ, ნუ გავიწყდება რომ ჩემი მონა ხარ, ძალიან კარგად იცი რომ ლოდინი არ მიყვარს ასე რომ ცოტა დაუჩქარე, ხუთ წუთში აქ იყავი! " - ტელეფონი მივაგდე, ჯიმინს შევხედე და ვუთხარი:
-აუ ჯიმინნ, გეხვეწები მასწავლებელი რამენაირად გაართე. - ჯიმინს სახეზე გაკვირვება ეტყობოდა.
-კარგი მაგრამ, რათ გინდა?
-მერე აგიხსნი!
-კარგი. - მითხრა და მასწავლებელთან მივიდა, რაღაცაზე დაუწყო ლაპარაკი, ეგ უკვე აღარ გამიგია, ჩუმად ავდექი და კლასიდან გავედი.
სწრაფად მეორე სართულზე ჩავირბინე, შესასვლელიდან პირველივე კარი შევაღე, და მასწავლებლის სკამზე წამომჯდარი ქუქი დავინახე, ოთახს თვალი მოვავლე იუნგიც და ჯინიც იქ იყვნენ.
-რა ჯანდაბა გინდოდა?
-წესიერად მელაპარაკე პატარავ! - თვალები გადავაბრიალე და გაბრაზებული მივაშტერდი.
-ნუ, ეხლა იტყვი რა ჯანდაბა გინდოდა?
-უი ხომ, აი იქ მაგიდაზე წყლის ბოთლი რომ დგას მომაწოდე.
-მეღადავები? ამის გამო დამატოვებინე გაკვეთილი?
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, მონა ბატონს უნდა ემსახურებოდეს, ჩემი გადასაწყვეტია რას გააკეთებ!
-შენით ვერ აიღებდი?
-ვერა! - ავიღე ბოთლი და გავუწოდე.
-ეხლა წასვლა შემიძლია?
-კი, შეგიძლია გაკვეთილს დაუბრუნდე. - ზურგსუკან იუნგის და ჯინის სიცილი მესმოდა, გაბრაზებული გამოვედი და კარები მივუჯახუნე.
-აუუუ, როგორ მიშლის ნერვებს. - სწრაფადვე  გაკვეთილებს დავუბრუნდი.

მთხრობელი pov:

იუნგი, ჯინი და ქუქი ოთახში მარტონი დარჩნენ, იუნგიმ წამოიძახა:
-რა უცნაური ტიპია ეს ტეჰიონი, ან კიდე შენ, ქუქ რა პონტში ამიკრძალე ჯიმინის ფოტოების გამოქვეყნება?
-კიდე მეკითხებით? წესით ამდენი ხანი უნდა მიმხვდარიყავით რომ ახალი გასართობი მოგიყვანეთ. - იუნგიმ ამ სიტყვებზე ჩაიცინა, ამ დროს ჯინმა წამოიძახა:
-ისე ხალხნო, ხვალ წვეულებას ვაწყობ კლუბში, თქვენც დაპატიჟებულები ხართ, შეგიძლიათ ვინმე წამოიყვანოთ.
-ოოო, ჯინ ჯიგარი ხარ, აუ რას გავერთობიით. - წამოიძახა იუნგიმ.
-ჰმ, მემგონი ვიცი ვისაც წამოვიყვან. - ქუქს სახეზე ღიმილი შეეტყო.

როგორ დაგივიწყო?! (თექუქი) Où les histoires vivent. Découvrez maintenant