7 თავი

983 181 7
                                    

... მისი სახელია კიმ ნამჯუნი, თუ შეგიძლია კლასს გაეცანი. -ოთახში შემოვიდა, მაღალი აღნაგობის ბიჭი, კლასის წინ დადგა და თქვა:
-გამარჯობათ მე ვარ კიმ ნამჯუნი, თუ ჩემი ახლოს გაცნობა მოგინდებათ, არ შეგრცხვეთ მოდით, ბედნიერი ვიქნები თუ მეგობრები გამიჩნდებიან. - ეს თქვა და მასწავლებლის ბრძანებით ცარიელ ადგილზე დაჯდა, შემდგომ მასწავლებელმა განაგრძო:
-როგორც იცით, მალე პირველი სემესტრი მთავრდება, შესაბამისად ჩვენმა სკოლამ გადაწყვიტა, თქვენთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა, სამ კვირაში თქვენი კლასი მიდის ზღვაზე.- ამის გაგონებაზე, ყველამ ერთხმად სიხარულისგან წამოიყვირეს. როცა ზარი დაირეკა, ქუქს მივუახლოვდი და ვუთხარი:
-ქუქ, შენ მოდიხარ? - მას ჩემთვის ხმა არ გაუცია, იგი ახალ მოსწავლეს გაბრაზებული სახით უყურებდა, ბოლოს მის ცხვირწინ ხელის მოძრაობა დავიწყე:
-აუუ, ქუქ რა გჭირს, ნამჯუნს ასეთი სახით რატო უყურებ?
-ძალიან ნაცნობი სახე აქვს, ვერ ვიხსენებ სად მყავს ნანახი, ოჰ, კაი დაიკიდე, წამო გავისეირნოთ.
-მოიცა ჩემ კითხვაზე პასუხი არ გაგიცია!
-რა კითხვაზე?
-წამოხვალ ზღვაზე?
-რათქმაუნდა მოვდივარ, ჩემი პატარას სხეულის ნახვაზე უარს არ ვიტყვი.
-აუ რა კარგია. - ქუქმა ხელი ჩამკიდა და ჩემი წაყვანა დააპირა, ვიღაცამ რომ დაუძახა:
-ჰეიი, ქუქ რამდენი ხანია არ მინახიხარ! - უკან გამოვტრიალდი და დავინახე ნამჯუნი.
-გამოდის არ შევმცდარვარ, სადღაც მყოლიხარ ნანახი, მაგრამ ვერ ვიხსენებ სად! - უთხრა ქუქმა.
-ნუთუ დაგავიწყდი? იქნებ ამან მაინც გაგახსენოს. - იგი ნელა მიუახლოვდა და ყურში რაღაცა ჩაშჩურჩულა, მე არ გამიგია რა უთხრა კიმ ნამჯუნმა, მაგრამ ქუქს სახე ძლიერ შეეცვალა:
-შე ნაბიჭვარო, ამდენი რამე წამართვი, ჩემგან კიდევ რა გინდა? - ნამჯუნს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ეხლა მე გამომხედა:
-ეს პატარა ვინაა? შენი ახალი სათამაშო? - მან ნელ-ნელა ხელები ჩემსკენ გამოწია, მაგრამ ქუქმა ზურგსუკან მომაქცია და უთხრა:
-მარტო გაბედე და ხელი დააკარე, არ ვიცი რას გიზამ.
-ოუ, ოუ დაწყნარდი ლაჩარო, ისეთს არაფერს ვუზამ ამ ძუკნას. - ამ დროს ქუქმა მუშტი მისი სახისკენ წააქანა და კარგად სდრუზა:
-გაბედე და მეორეჯერ ასე დაუძახე, გეფიცები ცოცხალი ჩემი ხელებიდან ვერ გაძვრები. - ნამჯუნმა თავი ამოწია, პირიდან სისხლი მოსდიოდა და თან იღიმოდა, ქუქმა ხელი წამავლო და გარეთ გამიყვანა,ცარიელ ოთახში შემიყვანა, კარები დაკეტა და კედელზე ხელების რტყმა დაიწყო, სწრაფად მივუარდი, და მისი გაჩერება ვცადე:
-ქუქ, დაწყნარდი, გესმის? დაწყნარდი, რა გითხრა ისეთი იმ ნაბიჭვარმა?
-დაიკიდე, ისეთი არაფერი!
-მაშინ რატომ ხარ ესე? - ქუქს ჩემთვის ხმა არ გაუცია ისე გავარდა ოთახიდან.
-რა დაემართა? რა უთხრა ასეთი რომ მწყობრიდან გამოიყვანა? - ვეკითხებოდი ჩემს თავს რადგან ამ კითხვებზე პასუხი არ ვიცოდი.
გაკვეთილებმა სწრაფად ჩაიარეს. გარეთ გამოვედი, ქუქს მანქანაში ჩავუჯექი და დავიძერით,შუა მგზავრობისას, გავბედე და ქუქს შევეკითხე:
-რიგზე ხარ?
-ტე პატარავ, კარგად ვარ, ბოდიში დღეს ასე რომ მოგექეცი.
-ქუქ, შენი ბრალი არაა, იმ ნაბიჭვარმა არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ შეეცადე დაიკიდო. - ვიცოდი რომ მეკითხა რა გითხრა თქო ძლიერ გამიბრაზდებოდა ამიტომ გავჩუმდი. სახლში რომ მიმიყვანა მანქნიდან გადმოვედი და ვუთხარი:
-ქუქ, ხვალამდე, ძლიერ მიყვარხარ. - საპასუხოდ გამიღიმა და წავიდა. სახლში შევედი, დედა და მამა სახლში არ დამხვდნენ, ეტყობა სადღაც იყვნენ წასულები, სულ მარტო ვიყავი, უცბად თავში ტკივილი ვიგრძენი, ძაან ამტკივდა, ისე რომ კრუსუნი დავიწყე, სწრაფად ავიღე ტელეფონი და ქუქის ნომრის აკრეფა დავიწყე:
-ნუ, ქუქ გთხოვ აიღე. - თანდათან ტკივილისგან კვნესა ამომხდებოდა. ბოლოს როგორც იქნა ქუქმა ტელეფონი აიღო:
-ქუქქ, გთხოვ დაბრუნდი!
-ტე რა გჭირს რა ხდება?
-ქუქ თავი მტკივა, ძაან ცუდად ვარ, გთხოვ მალ... - ვერ ვასწრებ ვერაფრის თქმას ისე ვეცემი იატაკზე, მესმის ქუქის ხმა ტელეფონიდან:
-ტეჰიონ? პატარავ ეხლავე მოვალ, ცოტა მოიცადე გესმის? - ხელებს ტელეფონისკენ ვიწვდი მაგრამ ვითიშები...

როგორ დაგივიწყო?! (თექუქი) Where stories live. Discover now