8 თავი

852 87 3
                                    

მეორე გაკვეთილის შემდეგ, ქუქი ისევ მომიახლოვდა და შემეკითხა:
-პატარავ, ძაან გტკივა ყელი?
-არა ქუქ ეხლა აღარ მტკივა!
-იმედი მაქვს, იმ ნაბიჭვარს სკოლიდან გააგდებენ... - კიდე რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ამ დროს კლასში ისევ ნამჯუნი შემოვიდა, შევატყვე ქუქს როგორ შეეცვალა სახე, მისკენ წავიდა, მისი შეჩერება ვცადე მაგრამ ხელიდან გამძვრა:
-ჰეი, შე იდიოტო აქ რას აკეთებ, ნუთუ სკოლიდან არ გაგაგდეს?
-თუ გგონია რომ ასე იოლად მომიშორებ, ძალიან ცდები!
-იცოდე ტეჰიონს თუ გაეკარები არ ვიცი მერე რას გიზამ, ისედაც ყველაფერი წამართვი, რაღა გინდა ჩემგან, რა ჯანდაბა დავაშავე ასეთი? - ქუქმა ხმამაღლა დაიწყო ღრიალი, სწრაფად მივუარდი და მისი დაწყნარება დავიწყე:
-ტე, ვერ ხედავ რომ ველაპარაკები?
-ქუქ დაწყნარდი ცოტა თავი შეიკავე! - ამაზე ქუქი ძალიან გამიბრაზდა, ხელი გამაშვებინა და მითხრა:
-იცით რა ყველამ თავი დამანებეთ! - ქუქი ოთახიდან გაბრაზებული გავარდა:
-ქუქ, მოიცა! - ვეძახდი მაგრამ ამაოდ, იგი უკვე გასული იყო, ზურგსუკან ნამჯუნი იცინოდა, შემოვუტრიალდი და ღრიალი დავუწყე:
-შე ნაბიჭვარო, რა გინდა ქუქისგან, არ შეგიძლია ამ სკოლიდან გადახვიდე? არ ვიცი თქვენ ორს შორის რა მოხდა მაგრამ ერთი რამე კარგად გავიგე, შენ ნამჯუნ მაგარი სირი ადამიანი ხარ. - გაბრაზებული შემოვტრიალდი და გარეთ გავვარდი, ქუქის ძებნა დავიწყე, ვეძახდი მაგრამ ხმას არავინ მცემდა, ბოლოს დავნებდი და ვთქვი:
-არაუშავს, სკოლის მერე ვნახავ მაინც ხომ ერთად მივდივართ! - კლასში დავბრუნდი და გაკვეთილებს ჩავუჯექი, დამთავრებამდე ნამჯუნისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, თითქოს სულ ფეხებზე მკიდიაო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ვღელავდი, მაინტერესებდა რა მოხდა, ნამჯუნსა და ქუქს შორის, გაკვეთილები დავამთავრეთ თუ არა, სწრაფად გარეთ გავვარდი, რომ ქუქი მენახა, მაგრამ იქ არც ქუქი დამხვდა და არც მისი მანქანა.
-ჰმ, იქნებ იმ ადგილას მელოდება საიდანაც ადრე მივყავდი. - ვლაპარაკობ ჩემთვის, სწრაფად იმ ადგილისკენ მივრბივარ მაგრამ არც იქ მხვდება ქუქი.
-ნუთუ იგი ჩემს გარეშე წავიდა? - თავს ვღუნავ და სახლისკენ მარტო მივდივარ, თავი მტკივა მაგრამ არ ვიმჩნევ რადგან ეხლა ქუქზე ვფიქრობ. სახლში რომ შევედი, დედასთვის არაფერი მითქვამს ისე ავირბინე ოთახში, საწოლზე წამოვჯექი და ხელები თავზე დავიდე:
-რა ჯანდაბა მჭირს? - სწრაფად ვიღებ ექიმების გამოწერილ წამალს და ვსვამ. როცა ცოტაზე გამიარა თავის ტკივილმა მერე ფიქრი დავიწყე, რა შეიძლება მომხდარიყო მათ შორი? როგორ უნდა გაგვეგდო ნამჯუნი სკოლიდან? ან თუნდაც კლასიდან, მე მაინც ვერაფერს გავაკეთებდი, მე ხომ უსუსური არსება ვარ, არსება ვისაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თავისი საყვარელი ადამიანისთვისაც კი. მეორე დღეს დედამ გამაღვიძა, სწრაფად ტელეფონს ვწვდი, იმედით რომ ქუქს ექნებოდა მოწერილი, მაგრამ შევცდი, არცერთი წერილი არ იყო მისგან, სწრაფად გადავივლე წყალი, ჩავიცვი სკოლის ფორმა, დაბლა ჩამოვირბინე, სწრაფად ვისაუზმე და გარეთ გავვარდი, ქუქი არ დმხვდა, გადავწყვიტე მისთვის ცოტა მომეცადა, მაგრამ არა და არ ჩნდებოდა, ბოლოს სკოლაში ისევ ფეხით წავედი, სიმართლე გითხრათ ცოტა ცრემლები გადმოვუშვი. სკოლის ეზოში რომ შევედი ქუქის მანქანა დავინახე, ძაან გამიხარდა, სწრაფად სკოლაში შევვარდი, და არემარეს მოთვალიერება დავიწყე, აქ იგი ვერ ვიპოვე, გავიხსენე რა ჰქონდა პირველი გაკვეთილი, და სწრაფად მის კლასში გავექანე, ქუქი მართლა იქ დამხვდა, იგი იუნგის ელაპარაკებოდა, მივუახლოვდი და ვუთხარი:
-ქუქ, შენთან სალაპარაკო მაქვს! - ქუქმა უცნაური გამომეტყველებით შემომხედა:
-რაც სათქმელი გაქვს, აქ მითხარი!
-ცალკე არ შეიძლება ლაპარაკი?
-არა!
-კარგი, ჩემზე რატო ხარ გაბრაზებული? - ამ დროს გული სწრაფად მიცემდა, და  თავი უფრო ამტკივდა.
-კიდე მეკითხები? იმ დღეს რატომ შემაჩერე? ხომ შემეძლო დედა მეტირებინა იმ სირისთვი!
-შემეშინდა, მერე შენზე არ გადმოსულიყო ყველაფერი.
-ნუთუ დაგავიწყდა რომ არ ვარ ღარიბი? და მაგას ჩემით მივხედავდი?
-ქუქ, მაინც ვერ ვხვდები, ასე რატო ბრაზობ, შენზე ნერვიულობა არ შემიძლია? - თავის ტკივილმა უფრო მოიმატა, მაგრამ შევეცადე, ამას ქუქი ვერ მიმხვდარიყო.
-არა არ შეგიძლია! - გაბრაზებული სახით შემომხედა, მე ცრემლები წამსკდა და ვუთხარი:
-კარგი, ვიღაცა ნაბიჭვარის გამო თუ მეჩხუბები, ყოჩაღ კარგად იქცევი! - სწრაფად გავტრიალდი და კლასიდან გავვარდი, საპირფარეშოში შევედი, წყალი სახეზე შევისხი, წამალი ავიღე და დავლიე, ძაან ცუდად გავხდი, თავი უფრო ამტკივდა, წამალმაც კი ვერ მიშველა.

როგორ დაგივიწყო?! (თექუქი) Where stories live. Discover now