10 თავი

874 84 9
                                    

ვიღებ ყურმილს და ვეუბნები:
-როგორ მიხვდი რომ დარეკვას ვაპირებდი?
-აპირებდი რო? სერიოზულად? ოჰო ხედავ ისე გვიყვარს ერთმანეთი უსიტყვოდ ვიცით რა უნდა ერთიმეორეს.
-ჰა, ჰა, ჰა მომისმინე ხვალ სკოლის მერე, წვეულებას ვაწყობ და შენც გპატიჟებ.
-ოჰო, ნუთუ თავად ტეჰიონმა დამპატიჟა?
-შენ წარმოიდგიდე და ჰო.
-ისე, უკვე თორმეტს გადასცდა, ანუ ეს მიგვანიშნებს რომ უკვე შენი დაბადების დღეა, დრო უნდა ვიხელთო. - თქვა და სიმღერა დაიწყო: "რა ლამაზი დღეააა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ჩემი პუსკუს დაბადების დღეააა!" სიხარულისგან გავიცინე:
-გილოცავ ჩემო ერთადერთო.
-მადლობა ქუქ.
-ხო პირველი ვარ?
-კი პირველი ხარ!
-აუ რა მაგარია! ისე რა გინდა საჩუქრად?
-ეს ერთი თვე შენთან გავატარო!
-ერთი თვე? რატო მარტო ერთი თვე მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარებ.
-მადლობა ქუქ, შენ რომ არა არ ვიცი როგორ ვიცხოვრებდი!
-ისე ეხლა მართლა, რა გინდა საჩუქრად?
-უკვე გითხარი.
-აუუ, ცოტა სერიოზულად!
-ალბათ, შენთან ერთად პაემანი!
-ოჰოო, კარგი გავითვალისწინებ!
-ქუქ!
-გისმენ?
-რაღაცა უნდა გითხრა... ემ არაფერი დაიკიდე, ძილი ნებისა.
-ნუ კარგი, ძილი ნებისა პაწუკავ! - გავუთიშე ყურმილი და ტირილი დავიწყე, მე ხომ, მე ხომ ცოტა დრო დამრჩა. მეორე დღეს დედამ კი არა ქუქის ესემესმა გამაღვიძა:
"ჰეი პაწუკავ, აბა ნუ ზარმაცობ სწრაფად ადექი, წყალი გადაივლე, მე დაბლა გელოდები!" ნელა ავდექი, წყალი გადავივლე, ჩემი სკოლის ფორმა ჩავიცვი, დაბლა ჩავირბინე, დედაჩემმა რომ დამინახა მითხრა:
-ოო, ჩემი პატარა იუბილარი, გილოცავ ბაჭიავ!
- მადლობა! დეე, მე წავალ ქუქი მელოდება გარეთ!
-საჭმელი?
-იქ შევჭამ, სკოლაში.
-კარგი, მაშინ კარგი დროის გატარებას გისურვებ. - გამიღიმა, მეც გავუღიმე და გარეთ გამოვედი. ქუქი უკვე იქ იდგა, დამინახა თუ არა ჩემსკენ გამოექანა:
-აბა ჩემი იუბილარი როგორ არის?
- კარგაააად!
-მიდი ჩაჯექი მანქანაში! - მეც უსიტყვოდ ჩავჯექი, მანქანა დაიძრა, რამოდენიმე ხნის შემდეგ მივხვდი რომ სკოლაში არ მივდიოდით:
-ქუქქ, სად მივდივართ?
-მალე გაიგებ! - მითხრა და გამიღიმა, როცა დანიშნულების ადგილას მივედით, ქუქი შემომიტრიალდა და მითხრა:
-პაწუკავ, თვალები დახუჭე კარგი?
-რატომ?
-აუ, უბრალოდ დახუჭე, ან მოიცა ამით შეგიხვევ თვალებს. - მან აიღო, რაღაც ნაჭერი, მანქნიდან გადმოვიდა, კარი გამიღო და მეც გადმომიყვანა, მის წინ დამაყენა და ხელის ნაზი მოძრაობებით დაიწყო ჩემი თვალების შემოხვევა, მსიამოვნებდა, ძალიან მსიამოვნებდა ის რომ ქუქის ხელები ჩემს სახეს, კისერს ეხებოდა, როცა შემიხვია შემეკითხა:
-აბა რამეს ხედავ?
-არა, ვერაფერს ვხედავ.
-კარგია, ეხლა ხელი მომეცი და გამომყევი! - მეც ჩავჭიდე ჩემი ცივი ხელი მის თბილ ხელებს, ნელა წამიყვანა, მე მეშინოდა რამეს არ მივჯახებოდი, ჩემი სიარული რომ დაინახა, ჩაიცინა და მკითხრა:
-არ მენდობი?
-კი.
-მაშინ რატო დადიხარ ასე? მიდი ცოტაზე მოსლაბდი, არ მოგცემ უფლებას რამეს მიეჯახო.
-კ.. არგი. - ცოტაზე მოვსლაბდი და მთელი ჩემი სხეული ქუქს ვანდე, მაგრამ ძალიან შევცდი ეს რომ გავაკეთე, იცით რატომ შევცდი? იმიტომ რომ გასწორების შემდეგ რაღაცას მიმაჯახა, ცოტაზე წავბორძიკდი, ნაჭრის მოხდა ვცადე მაგრამ ქუქმა შემაჩერა:
-არა არ მოიხსნა.
-აბა ასე როგორ ვიარო? გენდე და რაღაცას მიმაჯახე.
-ბოდიში მეორედ არ გამეორდება, გპირდები. - თვალები გადავაბრიალე და ვუთხარ:
-ხო კარგი! - ადგომა ვცადე მაგრამ ამჯერად ქუქმა ამიყვანა ხელებში და ისე მიმიყვანა დანიშნულების ადგილამდე, როცა დამსვა როგორც საჭირო იყო ისე დამაყენა და ნაჭრის მოხსნა დამიწყო, როცა მოხსნა თვალები ჯერ კიდევ დახუჭული მქონდა:
-არ გინდა თვალები გაახილო? - მეც დავუჯერე, თვალები გავახილე და დავინახე მინდორზე  გაშლილი ნაჭერი რომელზეც საჭმელები ეწყო, ცოტა იქით ერთი უსუსური სკამი იდგა რომელიც თითქმის მთელ სეულს გადმოჰყურებდა:
-ტადააამ, აბა მოგწონს? მარტო მე და შენ , ხო ვარ რომანტიკოსი?
-ქუქ, ძაან მაგარია, პირველი ხარ ვინც ასეთი რამე გააკეთა ჩემთვის, მადლობა ქუქ დიდი მადლობა. - უცბად ცრემლები წამსკდა, ქუქმა ეს რომ დაინახა, წამოხტა მომიახლოვდა, ცრემლები მომიშორა და მკითხა:
-რატო ტირი ჩემო პატარავ?
-ძალიან მიხარია რომ გაგიცანი, მიხარია რომ ჩემს გვერდით შენ ხარ და არა სხვა ვინმე! - ქუქმა გულში ჩამიკრა, ძლიერ, ისე როგორც შეეძლო:
-კაი მოდი დავჯდეთ, თორე შიმშილით მოკვდი, დილიდან არაფერი მიჭამია ამ პიკნიკის გამო. - დავჯექით და ჭამა დავიწყეთ, ამ დღეს  ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, შუა ჭამის დროს, ქუქმა თავისი საჭმლის ნაჭერი ჩემსკენ წამოიღო და მითხრა:
-აბა პირი გააღე! - გავაღე და საჭმელი პირში ჩამიდო, გემრიელი იყო მისი ხელით ნაჭმევი საჭმელი, როცა ჭამას მოვრჩით ქუქმა მითხრა:
-წამოდი ეხლა იმ სკამზე! - ჩემს პასუხს არც დაელოდა ისე წამათრია იმ მყუდრო ადგილისკენ,სკამზე დამსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა, ძაან ლამაზი ადგილი იყო, რადგან მთელი სეული ჩანდა, სიჩუმე მე დავარღვიე და შეპარვით შევეკითხე:
-ქუქ, ეს ადგილი როდის ან როგორ იპოვე? - უცბად ქუქმა თავი ჩაღუნა, დავინახე მის ლოყებზე როგორ წამოვიდა მარილიანი სითხე, უცბად გამომხედა, გამიღიმა და მითხრა:
-დედაჩემის საყვარელი ადგილი იყო, პირველად აქ მაშინ მომიყვანა როცა რვა წლის ვიყავი, მისი სიტყვები ეხლაც მახსოვს: "ქუქ ჩემო პატარავ აქ გავიცანი პირველად მამაშენი, ეს ჩვენი საყვარელი ადგილი... იყო, და იმედი მაქვს შენს პირველ სიყვარულს აქ მოიყვან, და ეტყვი ეს ჩემი მშობლების საყვარელი ადგილი იყოო" მოგწონს ეს ადგილი?
-კი ძალიან, პირველად ვხედავ სეულში ასეთ მყუდრო ადგილს, მადლობა ქუქ რომ მომიყვანე. - ცოტა სიჩუმის შემდეგ კიდევ მე ვუთხარი:
-ქუქ...
-გისმენ!
-მოდი ეს ადგილი ჩვენი იყოს, ჩვენ ორის! - ქუქმა გაკვირვებულმა შემომხედა:
-სერიოზულად? - მე თვალი ჰორიზონტს გავაპარე:
-რავი ხო, მაგრამ თუ არ გინდა მაშინ...
-არა, ძაან კარგი აზრია, იყოს ჩვენი ადგილი. - ქუქმა ისევ გაიღიმა, უცბად ჯიბიდან რაღაცა ამოიღო და მითხრა:
-ტე პატარავ რაღაც მინდა გაჩუქო.
-მართლა? მეგონა ეს იყო შენი საჩუქარი.
-რათქმაუნდა ესეც საჩუქარია, და რა? არ შეიძლება საყვარელ ადამიანს რამოდენიმე საჩუქარი ვაჩუქო? - მე პასუხად მხოლოდ გავუღიმე.
-ხელი მომეცი! - ხელი ნელა გავუწოდე, მან პატარა ყუთიდან თეთრი სამაჯური ამოიღო, რომელსაც ზედ შავი ასოებით ეწერა: "forever..." და ხელზე გამიკეთა, სამაჯურს ხელებით თამაში დავუწყე და ქუქს შევეკითხე:
-ქუქ, ამას გაგრძელება უნდა ჰქონდეს?
-კი, უნდა ჰქონდეს. - ეშმაკურად გამიღიმა:
-მაშინ მეორე ბრასლეტი სადაა?
-აი აქ! - მან ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და მაჩვენა შავი ფერის ბრასლეტი, მასზე დაწერილი თეთრი ასოებით: "... together ", უცბად ცრემლები წამსკდა, ქუქი წამოხტა და შემეკითხა:
-ისევ რატო ტირი? არ მოგეწონა? მოდი მოიხსენი. - ქუქმა ჩემსკენ წამოიღო ხელები მაგრამ მე ბრასლეტიანი ხელი უკან გავწიე:
-მაგის გამო არ ვტირი, ქუქ, მე... - უცბად ტელეფონზე მოისმა ზარის ხმა:
- ბოდიში ქუქ, უნდა ვუპასუხო. - ქუქს ნელა მოვშორდი და გვერდით გავედი, დედა მირეკავდა:
-ბაჭი სად ხართ? წვეულება მალე დაიწყება და იუბილარის გარეშე არ გამოვა...
-კარგი დედა მოვდივართ. - ვუთხარი და ყურმილი გავუთიშე. ქუქს მივუახლოვდი და ვთქვი:
-ქუქ, დედამ დამირეკა წვეულება მალე დაიწყება, მარტო ჩვენ არ ვართ, წამო. - გავტრიალდი და მანქნისკენ წავედი ქუქმა რომ დამიძახა:
-მოიცა რაღაცის თქმას აპირებდი.
-დაიკიდე, ისეთი არაფერია მნიშვნელოვანი.
-კარგი, დამელოდე! - მომიახლოვდა და ხელი ჩამკიდა.

სახლში როცა მივედით, შევედი თუ არა ყველა მე მომახტა:
-გილოცაააავთ! - ამ დროს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, რადგან ირგვლივ ამდენი მოსიყვარულე ადამიანი მედგა...

/კარგი თავია? გაგრძელება გინდათ? დარწმუნებულები ხართ? /

როგორ დაგივიწყო?! (თექუქი) Where stories live. Discover now