13 თავი

729 78 3
                                    

რომ გავიღვიძე, უკვე დილა იყო, წამოდგომა ვცადე, მაგრამ ხელი რაღაცამ შემიშალა, თურმე ჩემთან ერთად ქუქი იწვა და ჩამხუტებოდა, ძალიან საყვარლად ეძინა, მეშინოდა მისი გაღვიძება, ამიტომ ისევ დავწექი, შემოვუტრიალდი და სახეზე მოფერება დავუწყე, უცბად ქუქმა თვალები დაჭყიტა:
-ბოდიში, თუ გაგაღვიძე. - ქუქმა ჩამიცინა, ლოყაზე მაკოცა და მითხრა:
-მადლობა.
-მადლობა?
-ხომ, დღეს ხომ სკოლა გვაქ, ამიტომ მადლობა რომ გამაღვიძე.
-აუ ასე მალე გავიდა შაბათკვირა?
-ნუ ღელავ ჩემო პატარავ, ხუთ დღეში თუ არ დაგავიწყდა ზღვაზე მივდივართ.
-უი ისე ხო, აუ რას გავერთობით.
-გეთანხმები. - კიდევ ერთხელ მაკოცა, საწოლიდან წამოდგა, სკოლის ფორმა ჩაიცვა და გასვლის წინ მითხრა:
-შენ მიდი ადექი, მე დაბლა დაგელოდები. - უნდა გასულიყო, რომ დავუძახე:
-ქუქ.
-გისმენ
-ბოდიში.
-ხომ, გითხარი უკ...
-მაგის გამო არა!
-აბა?
-ბოდიში გუშინდელისთვის, ჩემი პანიკის გამო არაფერი გამოგვივიდა.
-დაიკიდე, რაც მთავარია ეხლა ხარ რიგზე... ჰა, მიდი, ჩაიცვი. - ეს მითხრა და გარეთ გავიდა. მე ნელ-ნელა ავდექი, სააბაზანოში შევედი, და შღაპის მიღება დავიწყე, მოვრჩი ბანაობას, პირსახოცი ავიღე და ტანზე შემოვიხვიე, გასვლა დავაპირე მაგრამ უცბად გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, სწრაფად ტვალეტს მივუვარდი და რწყევა დავიწყე, კარებზე მესმის კაკუნი, შემდეგ კი ხმა:
-ტე ბანაობას მორჩი?
-ქ.. უქ - ძლივს ამოვილუღლუღე.
-გ... ული მერევა, შემ.. ოდი გთხ... - წინადადების დამთავრება ვერ მოვასწარი ქუქი რომ შემომივარდა და გვერდით მომიდგა, თავი დამიჭირა:
-პატარა ცოტაც, მიდი აქ ვარ, ნუ გეშინია. - როცა ცოტა დამიწყნარდა, ქუქმა გულში ჩამიკრა, მე ვტიროდი:
-ვსიო, პატარავ მორჩა, დაწყნარდი, აქ ვარ, ნუ ტირი. - ხუთი წუთის შემდეგ თავი ამიწია, ცრემლები მომიწმინდა, გამიღიმა და მითხრა:
-მიდი ეხლა, ადექი პაწუკავ, სკოლაში გვაგვიანდება. - ადგომაში დამეხმარა, ოთახში გამიყვანა, საწოლზე დამსვა, ჩემი ფორმა აიღო მომიახლოვდა და ჩაცმა დამიწყო, მე შევაჩერე:
-ქუქ არ გინდა ჩემით ჩავიცმევ!
-აბა ეხლა ხელები გაწიე, მე უნდა ჩაგაცვა. - მეც უსიტყვოდ დავემორჩილე და გავჩერდი, ნელი მოძრაობით ჩამაცვა შარვალი, შემდეგ ზედას ჩაცმას შეუდგა, თბილი ხელები ჰქონდა, ისე ნაზად მეხებოდა, რომ სიამოვნებისაგან კინაღამ მოვკვდი, როცა ზედაც ჩამაცვა, ამაყენა და ნელი ნაბიჯებით სამზარეულოში წამიყვანა, საჭმელად დავჯექით, მაგრამ მე არაფრის ჭამა არ მინდოდა, ქუქმა მითხრა:
-ტე, ძაან ცუდად გამოიყურები, ნახე თან საჭმელისთვის პირი არ გაგიკარებია, დარწმუნებული ხარ რომ სკოლაში გინდა წასვლა?
-კი, ქუქ დარწმუნებული ვარ, მაინც მხოლოდ ხუთი დღე დარჩა, ჩემი ბოლო დღეები იქნება სკოლაში, გთხოვ, იქ სიარული არ ამიკრძალო!
-კარგი პატარავ, ოღონდ ერთი პირობით, თუ ცუდად გახდები, არ დამიმალო, გესმის?
-კი მესმის, კარგი არ დაგიმალავ. - გამიღიმა და გულში ჩამიკრა. როცა ქუქი ჭამას მორჩა, გარეთ გავედით, მანქანაში ჩავჯექით და სკოლისკენ გავეშურეთ.

როგორ დაგივიწყო?! (თექუქი) Where stories live. Discover now