15 თავი

694 74 4
                                    

ჩემს წინ ორი ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ერთერთ მათგანს პირველად ვხედავდი, ხოლო მეორე იმწუთასვე ვიცანი. გაკვირვებული მიყურებდა, ჩაიცინა და მომაძახა:
-ვააა, არ ველოდი, როდის გადმოხვედი ქუქთან საცხოვრებლად? - თან მელაპარაკებოდა და თან ოთახის მოთვალიერებას ცდილობდა იმედით რომ ქუქს ნახავდა:
-როგორც ჩანს ქუქი სახლში არაა.
-ნ.. ამჯუნ? აქ რას აკეთებ?
-სახლში არ შემომიშვებ?
-აქ რას აკეთებ მეთქი! - უკვე გაცოფებული ვღრიალებდი.
-კიდე მეკითხები? დაგავიწყდა ქუქმა რა გამიკეთა? სკოლიდან...
-და შენ გახსოვს რა გაგვიკეთე? გახსოვს? გთხოვ წადი, არ მინდა შენი დანახვა. - ნამჯუნი ჩასისხლიანებული თვალებით მომვარდა და ხელზე მწარედ მომიჭირა.
-აიჰჰ - ტკივილისგან კვნესა ამომხდა. - მტკივა! გამიშვი...
-ვიცი რომ გტკივა, მე სწორედ ეს მსიამოვნებს. - საზიზღრულად ჩაიცინა, მე თავის დაღწევას ვცდილობდი, მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო, მეორე ბიჭიც იცინოდა და ამ სანახაობით ტკბებოდა.
-ნამჯუნ, თავი დაანებე, ჩვენ აქ ქუქთან საქმის გასარჩევად ვართ მოსულები. - თქვა ბიჭმა, ნამჯუნმა ჩაიცინა და მიაძახა:
-ამ პატარა ძუკნას თავს როგორ დავანებებ? ცოტა ჭკუა უნდა ვასწავლო. - რაღაცის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ მე რაც ძალი და ღონე მქონდა ხელი ვკარი, ისე წაბორძიკდა კარების იქით აღმოჩნდა, სწრაფად კარები ჩავკეტე, მათ ჩამონგრევა და ღრიალი დაიწყეს:
-ეი ქუქის ძუკნავ, კარები გააღე თორე შემოვამტვრევთ! - სწრაფად ტელეფონი ავიღე და ქუქის ნომრის აკრეფა დავიწყე, ერთი სული მქონდა როდის აიღებდა, მაგრამ ჩემდაგასაკვირად, გამითიშა... ყურმილი არ აიღო... ისევ ავკრიფე ნომერი, ოღონდ ეხლა ხელების კანკალით, ზარი გადის მარა ქუქი არ იღებს:
-აიღე ქუქ, გთხოვ... - ამ დროს ნამჯუნმა და უცნობმა კარები შემოანგრიეს, ნამჯუნი იმწუთასვე მე მწვდა, ტელეფონი ხელიდან გამივარდა და დივანის დაბლა შეგორდა...

ჯონ ჯონქუქის pov:

*2 საათის წინ*
სკოლიდან, პირდაპირ კომპანიისკენ გავეშურე, შევედი შენობაში და ერთერთ მომუშავე გოგოს დავავალე:
-ჯეინ, ჩემს კაბინეტში სუბინი და კაი გამოიძახე.
-კარგით სერ. - ჯეინი სირბილით გაქანდა, მე კიდე კაბინეტში ავედი და მოცდა დავიწყე, ათ წუთში კაი და სუბინი ჩემს წინ  იჯდნენ.
-ბიჭებო, თქვენი დახმარება მჭირდება.
-რა მოხდა ქუქ? - შემეკითხა კაი.
-მოკლედ, ერთი მაფიოზი უნდა გამოვიჭიროთ, სუბინ შენ გამირკვიე მინ იუნგის მამის შესახებ მცირედი ინფორმაცია.
-კარგი! - მითხრა და საქმეს შეუდგა. ხუთ წუთში მას მთელი ინფორმაცია უკვე მოძიებული ჰკონდა.
-მოკლედ მისი სახელია მინ სინხო, არის ყველაზე ცნობილი კრიმინალი, გათვითცნობიერებულია იარაღებში, მარტო მდიდრებთან აქვს კავშირი, მარტო მათ მიჰყიდის თავის ტავარს.
-გასაგებია, აი ჩემი გეგმა, კაი შენ იქნები ბიზნესმენი რომელიც ამ ტავარის შესყიდვას შეეცდები, ამ დროს ყველანი, მათ შორის პოლიციელებიც, ჩასაფრებული ვიქნებით, როცა დრო მოვა დავიჭერთ, იმედი მაქ ყველაფერი კარგად ჩაივლის...

*ერთი საათის შემდეგ*
ჩვენი გეგმის განხორციელებას შევუდეგით, სინხომ იცოდა რომ შეხვედრა ერთერთ მდიდარ ბიზნესმენთა ჰქონდა, შეხვედრა ერთ მიტოვებულ ადგილას უნდა ჩატარებულიყო, ყველა უკვე ჩასაფრებული ვიყავით და მათ გამოჩენას ველოდით, ცოტახანში შავი ჯიპი გამოჩნდა, უკან კიდევ გრუზავიკი მიჰყვებოდა, მანქანა პირდაპირ შენობის წინ გააჩერეს, ჯიპიდან მოხუცებული კაცი გადმოვიდა და პირდაპირ კაის წინ დადგა:
-შენ ხარ კაი?
-დიახ, ტავარი მოიტანეთ? - კაის მსახიობობა კარგად გამოსდიოდა.
-აი იმ გრუზავიკშია... დააა თქვენ თანხა მოიტანეთ? - ეჭვის თვალით დაუწყო ყურება, კაი არ დაიბნა და მანქნიდან ფულით სავსე ჩემოდანი გამოიღო და აჩვენა, კაცმა ხელი გაიწოდა მაგრამ კაიმ ჩემოდანი მიმალა:
-ჯერ ტავარი მაჩვენეთ! - კაცმა ჩაიცინა და გრუზავიკისკენ გაეშურა, აი წამიც და გააღებდა, მაგრამ უცბად ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა მოისმა, სწრაფად გავთიშე, სროლა დაიწყეს, ამიტომ ტელეფონი მივაგდე და მეც საქმეს შევუდექი. ვერ გაიგებდი ვინ ვის ესროდა, ერთ მომენტში თვალი სინხოს წავკარი რომელიც იარაღს კაის უშვერდა, მეც სწრაფად მოვიმარჯვე იარაღი და ვისროლე, ძირს სინხო ეგდო, ფეხში დავჭერი, პოლიციელები მიუვარდნენ, ბორკილები დაადეს და უთხრეს:
-მინ სინხო თქვენ დაპატიმრებული ხართ. - ააყენეს და მანქანაში ჩასვეს, ერთერთი თანამშრომელი მომიახლოვდა და მითხრა:
-თქვენ ნუ ინერვიულებთ ყველაფერი რიგზე იქნება, მადლობა, თქვენ რომ არა ამ მაფიოზს ვერ დავიჭერდით. - თავი დამიკრა და წავიდა. იქ მარტო მე, კაი და სუბინი დავრჩით:
-მადლობა ბიჭებო, შეგიძლიათ წახვიდეთ.
-კი მაგრამ შენ?
-მე ტელეფონი უნდა ვიპოვო, წადით ნუღარ შეყოვნდებით!
-კარგი კარგად. - როცა მათი მანქანა თვალს აეფარა, ტელეფონის ძებნა დავიწყე, მალევე ვიპოვე ასფალტზე მიგდებული, მივაშტერდი, რადგან ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა, ტეჰიონი იყო, ავიღე ყურმილი, ალიოს თქმას ვაპირებდი მაგრამ, ტელეფონიდან ტეს ყვირილი ისმოდა:
-არააა, ხელი გამიშვი, აიჰ, ნამჯუნ მტკენ, გამიშვი... მიშველეეეთ... - ყურმილი სწრაფად დავკიდე და გაცოფებული სახლისკენ გავემართე...

/ვიცი ძალიან პატარა თავია, მაგრამ ვეღარ დავაყოვნებ, უფრო ბევრის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე, იმას რაც ჩავიფიქრე შემდეგ  თავში დავწერ. სარანგჰე💜💜/

როგორ დაგივიწყო?! (თექუქი) Where stories live. Discover now