1 თავი

2.5K 127 8
                                    

გამარჯობათ, მე ვარ კიმ ტეჰიონი, ვარ თექვსმეტი წლის, მიუხედავად იმისა რომ კორეელი ვარ, დედაჩემი და მე ამერიკაში ვცხოვრობთ, რადგან დედაჩემი ამერიკელს გაჰყვა. პირველი წელი ძაან მიჭირდა იქ ცხოვრება მაგრამ მერე ნელ-ნელა მივეჩვიე. სკოლაში სიარული არ მიყვარს, რადგან ყოველდღე რაღაც უბედურება გადამხდება თავს, ხან მცემენ, ხან მამცირებენ, არ გეგონოთ რომ თავის დაცვას არ ვცდილობ, უბრალოდ ისინი ბევრნი არიან მე კიდე ერთი და ვერ ვუმკლავდები. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და დედაჩემს ასეთი რამ გამოვუცხადე:
-დეე, კორეაში მინდა დაბრუნება, გემუდარები აქ ცუდად ვარ, წავიდეთ, დავბრუნდეთ! - დედა მომიახლოვდა, თავი ამიწია შუბლზე მაკოცა და მითხრა:
-კარგი შვილო, დავბრუნდეთ კორეაში. - თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ გამიხარდა, მამინაცვალი ცუდი არ მყავს ისე ვუყვარვარ როგორც საკუთარი შვილი, ამიტომ უარი არ უთქვია.
ბილეთები მამინაცვალმა იყიდა, ბარგი უკვე ჩალაგებული გვქონდა და წასასვლელად მზად ვიყავით. სახლიდან გასვლის წინ ვთქვი:
-ნახვამდის! - კარები მოვხურეთ და აეროპორტისკენ გავეშურეთ. კარგად ვიფრინეთ, სეულში ჩამოვედით ღამის თორმეტ საათზე. ძლიერ მეძინებოდა მაგრამ თავს ძალას ვატანდი და ვამბობდი:
-რა დროს ძილია, კორეას, შენ სამშობლოს დაბრუნდი! - ამ სიტყვების დროს თან ვიცინოდი და თან ვტიროდი. დედაჩემი დამცინოდა და მეკითხებოდა:
-ტე რა გჭირს? რიგზე ხარ?
-კი დედა, რიგზე ვარ! - დედაჩემმა კიდევ ერთხელ ჩაიცინა და მითხრა:
-ჰო კაი, ნუღარ მაიმუნობ მანქანაში ჩაჯექი. - უსიტყვოდ მივუახლოვდი მანქანას და შიგნით ჩავჯექი.
-სეული, რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, რალამაზი გამხდარა, როგორ მომენატრა აქაურობა. - მანქანა მამინაცვალმა ერთი მყუდრო სახლის წინ გააჩერა. კარები შეაღო და მითხრა:
-ადი მეორე სართულზე და რომელი ოთახიც მოგეწონება ის აარჩიე. - სიხარულით სავსე თვალებით შევხედე და მაღლა ავირბინე, ჯერ ერთი კარი შევაღე ძაან დიდი ოთახი იყო, დიდი ოთახი საერთოდ არ მიყვარს ამიტომ პატარა მყუდრო ოთახის ძებნას შევუდექი. მესამე კარი შევაღე და აი ის ოთახი რომელზეც ვოცნებობდი, შიგნით შევვარდი, საწოლზე დავებრეხვე, ისე ჩამეძინა ვერც კი შემიმჩნევია. დილით დედაჩემმა გამაღვიძა, საათს დავხედე და დედაჩემს გაბრაზებულმა შევეკითხე:
-დედააა, ექვს საათზე რატო გამაღვიძე?
-ბაჭიავ სკოლაში მიდიხარ დღეს!
-ჯერ ერთი ბაჭიას ნუ მეძახი, მეორე როდის მოასწარით სკოლის პოვნა და საბუთების შეტანა?
-მამაშენმა გააკეთა ყველაფერი, და ჰო რაღაც საბუთები შენც გაქ მისატანი.
-მადლობა მამინაცვალო. - გადავწიე თავი და გაბრაზებული სახე დავიჭირე.
-ადექი ეხლა მოემზადე და იცოდე დაბლა გელოდები. - გასვლას აპირებდა როცა ისევ შემოტრიალდა და მითხრა:
-კინაღამ დამავიწყდა, აი ის სკოლის ფორმა უნდა ჩაიცვა. - ეხლა კი მართლა გავიდა ოთახიდან. ნელ-ნელა ავდექი, სააბაზანოში გავედი, სახეზე წყალი შევისხი და სარკეში ჩავიხედე, იქიდან სუსტი, ქერათმიანი, ცისფერთვალება ბიჭი დამყურება, თავი დავიწყნარე და ვიბანავე. ბანაობის შემდეგ ოთახში გავედი, ავიღე სკოლის ფორმა, ჩავიცვი და დაბლა ჩავირბინე. სამზარეულოში დედა მელოდებოდა:
-მოდი სწრაფად, საჭმელი შეჭამე. - სწრაფად მივუჯექი მაგიდას და ჭამას შევუდექი. თეფში ბოლომდე არ მქონდა ჩათავებული დედაჩემმა სკამიდან რომ ამაგდო და გარეთ მომისროლა:
-ბიჭო აგვიანებ, სწრაფად გაიქეცი! - იქაურობას მოვცილდი და თავატეხით გავიქეცი, გავიქეცი მაგრამ სად? მე სეულში დიდი ხანი არ ვყოფილვარ და არც ვიცი სად მაქვს სკოლა, დავიკარგე, დავდივარ აქეთ-იქით არ ვიცი სად შევუხვიე, იქ ძაან ბნელოდა, ჩავიკეცე და ნერვიულობისგან მძიმედ სუნთქვა დავიწყე. უცბად უცხო ხმა მომესმა:
-ეი შენ, აქ რას აკეთებ? სკოლაში რატომ არ ხარ? მოიცა ახალი გასართობი თვითონ მოგვივიდა ხელებში? - შეშინებული შევხედე და დავინახე სამი კაცი, რომელიც იცინოდა და ჩემსკენ იწევდა, მე მძიმედ სუნთქვა უფრო დავიწყე, უკან ნელ-ნელა დავიხიე მაგრამ, ერთი ხელში მწვდა და მითხრა:
-ეჰეი, სად აპირებ გაქცევას, მოდი პატარავ! - მისკენ მომქაჩა და გახდა დამიწყო, მე ვკიოდი:
-გამიშვი, მიშველეთ, დამეხმარეთ!
-აქ ვერავინ გაიგებს შენ კივილს. - ეს თქვა და ვიღაცის მუშტი სახეში მოხვდა:
-ვერ გაიგე რომ გითხრა გამიშვიო?
-შენ საერთოდ ვინ ხარ?
-მისი შეყვარებული. - ამ სიტყვებზე გაშტერებულმა შევხედე, ვაკვირდებოდი, მას ჩემი სკოლის ფორმა ეცვა, ეტყობოდა რომ ჩხუბი კარგად გამოსდიოდა, მე კიდე ნერვიულობის გამო ცუდად ვგრძნობდი თავს, როცა იგი ჩხუბს მორჩა მომიახლოვდა და მკითხა :
-რიგზე ხარ? - კის თქმა მინდოდა მაგრამ უძლოობისგან გრძნობა დავკარგე, ბოლოს იმ მომენტში რაც ვნახე ეს იყო მისი სახე. როცა თვალები გავახილე, დავინახე ჩემთვის უცნობი კედლები, წამოვხტი და ჩემ გვერდით მჯდომი ბიჭი დავინახე:
-ძლივს, გონს მოხვედი. - შეშინებული თვალებით შევხედე და შევეკითხე :
-ვინ ხარ? და იმათ რატომ უთხარი რომ ჩემი შეყვარებული ხარ? თუ ხვდები მე გოგოები მომწონს.
-გავიღადავე, და ჰო მადლობა მაინც გეთქვა!
- მადლობა, კმაყოფილი ხარ? რა გქვია?
-ჯონ ჯონქუქი, შეგიძლია უბრალოდ გუქი მიწოდო, შენ?
-კიმ ტეჰიონი, უბრალოდ ტეჰიონი, მოიცა ჩემს სკოლაში სწავლობ?
-როგორც ჩანს, მეცადინეობა ჯერ არ დაწყებულა დრო გვაქ რომ მივასწროთ!
-კარგი მაშინ! - საწოლიდან ავდექი და გუქს უკან ავედევნე...

/აი ესეთია პირველი თავი, ღირს გაგრძელება? /

როგორ დაგივიწყო?! (თექუქი) Where stories live. Discover now