19. BTS-ის რეაქცია, როცა თქვენი ურთიერთობა გასაჯაროვდება.

Depuis le début
                                    

"არა, არ შევსულვარ. რამე საინტერესოა?"

ტელეფონს გართმევს, თიშავს და მაგიდაზე დებს.

"დღეს მთელი დღით ჩემი ხარ. არავითარი ინტერნეტი."

გული გიჩუყდება მის მცდელობაზე დაგიცვას, მაგრამ ცრემლებს იკავებ და ეხუტები.

"მე ისედაც ყოველდღე შენი ვარ იუნგი."

ჰოსოკი

როცა უთხარი რაც მოხდა, შენს თვალებში ერთგვარი შიში ამოიკითხა. ამან ცოტა არ იყოს ააღელვა ისიც.

"ახლა რა მოხდება?"

შენს კითხვაზე უეცრად მაჯაზე წაგავლო ხელი, მოგქაჩა და ძლიერად მოგეხვია. ასე ძლიერად ალბათ არასოდეს ჩაგხუტებია და თავი იმ მომენტში საოცრად დაცულად იგრძენი.

"არაფერი მოხდება. არ დავუშვებ რამე მოხდეს. იცოდე, არავის მოუსმინო და არაფერი მიიტანო გულთან ახლოს. მთავარია მე მიყვარხარ."

"მეც მიყვარხარ ჰობი."

იცი როგორი ხასიათიც აქვს და ხვდები, რომ მომხდარს სავარაუდოდ შენზე მეტად განიცდის, თუმცა ამ მომენტში ის იმდენად მტკიცეა და მამაკაცური, რომ ნამდვილად არაფრის გეშინია მის გვერდით.

ნამჯუნი

ნამჯუნის გვერდით იდექი სტუდიაში, ვიდრე ის კომპიუტერთან სიმღერაზე მუშაობდა. სწორედ ამ დროს მეგობარმა კაკაოში სტატიის ლინკი გამოგიგზავნა და დააყოლა 'ოღონდ შენ არ ინერვიულო'-ო. როგორც კი სტატია გახსენი, რეაქცია ვერ გააკონტროლე.

"ეს რა ჯანდაბაა?"

იმდენად გაოცებული უყურებდი ტელეფონის ეკრანს, რომ ნამჯუნმა მოხერხებულად აგართვა ხელიდან ტელეფონი და თავადაც დახედა.

"საიდან გაიგეს? ან ეს ფოტო საიდან აქვთ?"

"ჯუნი, მაპატიე... ალბათ ჩემი მეგობრებიდან რომელიმემ გაავრცელა. ძალიან ვწუხვარ."

საოცრად დამნაშავედ გრძნობდი თავს. სტატიაში არსებული სელფი შენი პირადი სნეფჩეთიდან იყო, რომელზეც წვდომა მხოლოდ შენს რამდენიმე მეგობარს ჰქონდა.
ნამჯუნმა შეამჩნია, რომ ცოტაც და აგეტირებოდა. სკამი უკან დასწია, ხელი მოგკიდა და მიხერხებულად ჩაგისვა კალთაში, მერე კი ხელები შემოგხვია.

BTS - Imagines & ReactionsOù les histoires vivent. Découvrez maintenant