22.

354 46 22
                                    

დედამიწაზე სინათლე ისადგურებს. მზე გამონათებას იწყებს. დილის 5 საათია, მზე სუსტად ანათებს, ჯონგუკი ზურგზე წევს და ჭერს უყურებს.
ახსენდება ღამით მომხდარი კოცნა. ის ისევ ისე ლამაზად იღვრება მის გულში და აიძულებს აჩქარდეს.

ჯიმინისკენ თავს აბრუნებს, ხედავს რომ ბიჭს სძინავს.
ცოტა ხანს ისევ ნაცნობ ჭერს შესცქერის. ჭერს, რომელიც თავად შეღება ერთ დროს. ერთ ბედნიერ, ტკბილ დროს.

ჯონგუკი ფეხზე დგება. ჯიმინის მიცემულ ოთახის ჩუსტებში აცურებს ფეხებს და საფერთქელს იმასაჟებს.
ზედმეტი დალია. ხო, იმდენად ზედმეტი რომ ბოლო 4 წელი დაავიწყდა.

არ იჩხუბებს, არ იყვირებს, წიოკს არ ატეხს რომ ჯიმინმა მისი სიმთვრალე გამოიყენა და ბლა ბლა ბლა. ძალიან კარგად იცის რომ ყველაფერზე თანახმა იყო. ძალიან კარგად იცის რომ თავადვე გამოიწვია. თავადვე აჰყვა სასურველ, მონატრებულ კოცნაში და არ ჰკრა ხელი. მხოლოდ იმიტომ რომ უნდოდა! თავადაც სურდა ეს და კიდევ ერთხელაც გაიმეორებდა, ამის დედაც!

ის ოთახს უყურებს. თვალს ავლებს თითოეულ წერტილს. ყველაფერი იგივეა. ჯიმინს არაფერი შეუცვლია. მტვრის ნაწილაკიც კი არ არის.

წიგნების თაროსთან მიდის და თაროზე განლაგებულ წიგნებს ხელს ავლებს. ისე უყვარდა ეს ადგილი.. თაროსთან ორი პუფი იდგა, სადაც ორივე დასხდებოდნენ და წიგნებს კითხულობდნენ. ერთად კითხულობდნენ და წიგნში განცდილ ემოციებს უზიარებდნენ ერთმანეთს. ჯონგუკს ამის გახსენებაზე ეღიმება. თბილი ღიმილი იღვრება სხეულში. გრძნობს რომ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.

მაგიდისკენ მიდის, სადაც ერთ დროს საკმაო ხანს ატარებდა სამუშაოს გამო. საათები იჯდა და მუშაობდა. სულ ქაღალდებში იქექებოდა და ამდენი ჯდომისგან კისერი საშინლად სტკიოდა ხოლმე. ამ დროს ზღურბლზე სამსახურიდან დაბრუნებული ჯიმინი ჩნდებოდა, რომელიც მასაჟს უკეთებდა და სასურველი ყავით და პატარა კოცნით აჯილდოვებდა.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now