8.

381 36 16
                                    

ჯონი დამღლელი საღამოს შემდეგ, რომელიც უცნობ Y-თან ჰქონდა საწოლზე წევს.

უცნობებთან სექსი თითქმის მისი განტვირთვის გზა და განუყოფელი ცხოვრების ნაწილად იქცა წლების შემდეგ, მაგრამ ახლა, უკვე ფიქრობს რომ მობეზრდა. აღარ უნდა ამდენი სიბინძურე. უნდა რომ მშვიდად იცხოვროს, ამიტომაც აპლიკაციიდან თავის პროფილს აქრობს და grindr-ს შლის.

ტელეფონს საწოლზე აგდებს, ხელებს მუცელზე იწყობს და ჭერს შეჰყურებს. ბეჟისფერი ჭერი, რომელიც ჯისუნგის სახლში, მის ოთახს აქვს. აქამდე ბევრი უცხო მამაკაცის ოთახის ჭერი უნახავს, მაგრამ არასდროს დაკვირვებია თავისას. ერთხანს უყურებს, ბოლოს იღიმება და აბაზანაში შედის წყლის გადასავლებლად.

საშხაპეში დგება და წყალს უშვებს. წყალი თავიდან ცივია და ეს მოსწონს. სიცივე მის კანში ჩადის და თითქოს თავს უკეთ აგრძნობინებს, მაგრამ მაშინ როცა წყალი ნელ-ნელა თბილდება ჯონგუკის გონება ისევ ჯიმინისკენ იწევს. ახსენდება როგორ ეხუტებოდა და მისი სითბო როგორ ვრცელდებოდა მთელს სხეულში. ახსენდება მისი საამო სურნელი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა.

ჯონგუკი იკუნტება, მუხლებს ეხუტება და წყალს უფლებას აძლევს კარგად დაასველოს სხეულის თითოეული უჯრედი და კანქვეშ შეაღწიოს.

**

- ჯეონი გამოჩენილა. - ესალმება მდივანი დო ღიმილით. - როგორ დაისვენე? - დიახ, ერთი კვირის შემდეგ ჯონგუკი კომპანიაში ბრუნდება. დაიღალა. აღარ უნდა გაქცევა. დაე შთანთქოს პაკმა თუ ეს ასე ძალიან უნდა.

ჯონგუკი მდივანი დოს კითხვებს აიგნორებს და თავის ადგილს იკავებს.

- რას აკეთებ? - იკვირვებს დო.
ჯონგუკი კითხვის ნიშნით უყურებს.

- ბატონი პაკი უკვე 5 დღეა თავის სახლში მუშაობს.

- რამე დაემართა? - ვითომ მხოლოდ მოვალეობის მოხდის გამო ჰკითხაო.

- არ ვიცით, მაგრამ დაიბარა, რომ როცა დაბრუნდებოდი, მის სახლში წასულიყავი და იქ დახმარებოდი.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now