5.

395 36 13
                                    

ჯონგუკმა მომზადება დაიწყო.
შხაპი მიიღო და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა.
გამჭირვალე პერანგი და შავი მოტკეცილი ჯინსი ჩაიცვა, რომელიც მის თეძოებს იდეალურად კვეთდა.

- მზადაა. - ყოველი შემთხვევისთვის ჯიბეში პრეზერვატივი ჩაიდო და სახლი დატოვა.

ავტობუსები აღარ იყო, ამიტომაც ფეხით დაადგა გზას.

ქუჩებს ნელა და თამამად მიუყვებოდა, მალე იონგსან-გუსაც მიადგა და ბარის ძებნა დაიწყო.

- ჯანდაბა ასეთ ადგილას არასდროს ვყოფილვარ. ასწორებს. - ხმამაღალმა მუსიკამ მისი გონება მოიცვა და აიძულა ცოტახანს რეალობას გაქცეოდა.

ბართან დაჯდა და ბარმენს უალკოჰოლო კოქტეილის გაკეთება სთხოვა.

- რატომ უალკოჰოლო? - უკნიდან უცხო ხმა მოესმა და შებრუნდა. - HIJK? - მისი ზედმეტსახელის გაგონებაზე უკვე მიხვდა ვინ იყო მის წინ მდგომი ახალგაზრდა.

- გამარჯობა KJ. - ბიჭმა ხელი ჩამოართვა და გვერდით მიუჯდა.

- იცი, ასე ცოტა უცნაურად ჟღერს.
მე ჰონ ჯოშუა ვარ.

- ესეც ხომ ზედმეტსახელია, რა აზრი აქვს. მაშინ მე პაკ ჯონგუკი ვარ, სასიამოვნოა.

- ჩემთვისაც.

- მოდი პირდაპირ გეტყვი, მუდმივ პარტნიორს არ ვეძებ. უბრალოდ ერთი ღამით ყველაფრის დავიწყება მსურს.

- მუდმივი პარტნიორი არც მე მჭირდება. მხოლოდ მოწყენილობისგან თავის დაღწევა მსურს.

- მშვენიერი, როგორც ჩანს ერთმანეთს გავუგებთ. - ჯონგუკმა ჭიქა მიუჭახუნა და ერთიანად დალია. - ამჯერად ვისკის დავლევ. ორი ყინულით. - ბარმენმა ჭიქების ბზრიალი დაიწყო და ბოლოს როგორც იქნა სითხე ჭიქაში აღმოჩნდა.

- იცით, ამის გამო ტაშს არ დაგიკრავთ. იმდენი ხანი აბზრიალეთ რომ დალევის სურვილი გამიქრეთ. - გაღიზიანებული ხმით უთხრა ბარმენს, მაგრამ ვისკი მაინც დალია.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now