21.

341 47 22
                                    

პაკი მთელი მგზავრობის პერიოდი ჩუმად იყო. ჯონგუკს მიენდო. არ უნდოდა არაფრის არევა. უნდოდა ეს ოდნავი და ცოტა ბედნიერება ბოლომდე შეეგრძნო.

ჯონგუკი მას მხარზე თავს ადებს და რაღაცას ბუტბუტებს, თან ჯიმინის თითებში ხლართავს თავისას.
ის არ იძინებს. მთვრალია, მაგრამ საერთოდ არ ფიქრობს თვალის მოხუჭვაზე. თავს სახლში გრძნობს. ჯიმინი იყო მისი სახლი. როცა ცხვირს მის თმაში ჩარგავდა, როცა ეხუტებოდა, როცა კოცნიდა. აი რა იყო მისი სახლი. ის იყო ადამიანი, ვინც საკუთარ სიცოცხელეზე მეტად უყვარდა. ჯონგუკს სრულებით ეკიდა თავისი სიცოცხლე, მაგრამ როცა პაკთან ერთად იყო, გრძნობდა რომ ცოცხალი იყო.
სიცოცხლის შეგრძნება იმდენად კარგი გრძნობა იყო, რომ თუ პაკი მისგამ წავიდოდა ის მოკვდებოდა. საბოლოოდ თავად წავიდა, მაგრამ ელოდა. რაღაცნაირად გრძნობდა რომ ის მათი ბოლო შეხვედრა არ იქნებოდა. მოუთმენლად ელოდა იმ დღეს, როცა პაკს კვლავ ნახავდა. მართალია, კვლავ ნახა, მაგრამ რას აკეთებს? გაურბის.
რატომ? თავადაც არ იცის. იმდენად დაბნეული და არეულია რომ არ იცის. ისურვებდა ცხოვრების თავიდან დაწყებას მასთან ერთად, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მის სახეს ხედავს, ახსენდება ქალი, რომელიც მათ საწოლში შეძვრა დაუკითხავად. ზოგჯერ ნანობს კიდეც იქვე რატომ არ მოკლა. თავისუფლად შეეძლო ის მაკრატელი ყელში ჩაერჭო. მაგრამ წამით იფიქრა მომავალზე, სადაც ისევ ერთად არიან.

ტაქსი მითითებულ მისამართზე აჩერებს. ჯიმინი ფულს უხდის და ჯონგუკს გადმოსვლაში ეხმარება.

- ისევ გახსოვს ეს მისამართი..

- რატომ არ უნდა მახსოვდეს. - ვერ გაუგია ჯონგუკს.

კართან ჩერდებიან და ჯონგუკი ჯიბეებს იქექავს.
- გასაღებს ვერ ვპოულობ. რესტორანში ხომ არ დამრჩა? - ჯიმინი სევდიანად უყურებს და მარცხენა ჯიბეში საგულდაგულოდ ჩადებულ გასაღებს ააშკარავებს.

- არ იდარდო, მე წამოვიღე. - თვალთმაქცობს.

ჯიმინი გასაღებს საკეტს არგებს და კარიც იღება.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now