4.

421 34 8
                                    

ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა მათ წასულზე, ან რატომ გაყვა 22 წლის ახალგაზრდა კაცს ქმრად, შემდეგ მალევე რატომ დაშორდა და ა.შ.

მოდით მათ წარსულს თვალი გადავავლოთ. 

  მათ ერთმანეთი უნივერსი-
ტეტში გაიცნეს. იმ დროს ჯიმინი ბიზნესზე სწავლობდა, ჯონგუკი კი არქიტექტურაზე. მათი სასწავლებლის შენობები გვერდიგვერდ იყო, ამიტომაც ერთმანეთის ნახვა ხშირად უწევდათ. იმ დროს პაკი მთელ მის დროს სწავლაში ხარჯავდა. ბოლოს და ბოლოს მისი ოცნება იყო, რომ მდიდარი გამხდარიყო, აეგო საკუთარი კომპანია და მისი და მისი საყვარელი ადამიანის ინიციელების სახელი დაერქმია. ჯონგუკი კი პირიქით, არც იცოდა საერთოდ რატომ სწავლობდა, მას უბრალოდ მომავალში ფული სჭირდებოდა. ფულის მისაღებად კი კარგი სამუშაო და განათლება იყო საჭირო. ჯონი იმ ერთ მიყრუებულ უბანში ცხოვრობდა, სადაც ცუდი სახელის ხალხი იდებდა ბინას. ჯონიც გარეული იყო მათთან. ადგილობრივი ბაიკერი ყალთაბანდები, რომლებიც ფულს ნარკოტიკების, მოსაწევის გაყიდვით და ქურდობით შოულობდნენ. ჯონს მათი ვალი დაედო, რადგან ერთ დღეს საკუთარი ჯიბის გასქელება განიზრახა და უნდოდა მთელი ფული თავისთვის ჩაეჯიბა, მაგრამ თავი შარში გაყო.

ერთ უბრალო წვიმიან დღეს ჯონგუკი მათ ვეღარ გაექცა. ფაქტია მას ფული არ ჰქონდა, რომ მათთვის გადაეხადა, მაგრამ საკმაოდ შესაშური სხეული ჰქონდა, ამიტომაც ოთხმა ახალგაზრდამ ვიწრო ქუჩაში უმოწყალოდ გააუპატიურა. ამის შემდეგ ჯონგუკს რამდენიმე ფობია განუვითარდა. ერთ-ერთი კი იყო სომნოფობია - ძილის შიში და გენოფობია - სექსუალური კავშირის შიში. რა თქმა უნდა ამ ფობიებმა თავი მერე იჩინეს.

  როცა ჯონგუკი გონს მოვიდა თავისი სახლისკენ აიღო გეზი. კედელ-კედელ მიუყვებოდა გზას, თან ცდილობდა კერტები მაისურის ნაგლეჯებით როგორმე დაეფარა. ამ დროს გზის მეორე მხარეს მდებარე მაღაზიიდან ჯიმინი გამოდიოდა. მან შემთხვევით მოჰკრა თვალი ბიჭის სილუეტს. თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როცა ბიჭი კედელთან ჩაიკეცა და მთელი ძალებით დაიწყო მოთქმა, ჯიმინმა ვეღარ გაუძლო და მასთან მივიდა. მან მაშინვე სთხოვა ბიჭს საავადმყოფოში წასულიყო, მაგრამ ჯონგუკი სასტიკ უარზე იყო. ამიტომ ჯიმინმა ბიჭის სუსტი სხეული მხარზე გადაიკიდა და საავადმყოფოში ძალით წაიყვანა.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now