6.

409 38 12
                                    

- ჯონგუკი აპირებს რომ სახე აგახიოს. - ჯიმინს მის სიტყვებზე ყავა სცდება და ხველებას იწყებს.

- რა? - ეკითხება ბოლოს დაბნეული.

- რა და, გითხარი რომ ზედმეტი მოგდის. უკეთესად მოეპყარი. - ამბობს თეჰიონი დაღლილი ხმით.

- ეგ არ გამოვა. - თეჰიონს სახე ეცვლება. - ანუ, თუ მოულოდნელად კარგად მოქცევას დავუწყებ, შეიძლება ეგონოს რომ მისი დაბრუნება მინდა.

- შენ მართლა გინდა ეს. - ჯიმინი წამით ფიქრდება და ერთ წერტილს აშტერდება.
ახსენდება მათი კარგი და ცუდი მოგონებები. ახსენდება ერთად გატარებული რთული პერიოდი და ბედნიერი წუთები.
ის მომენტი, როცა ჯონგუკმა პირველად იშოვა სამსახური. მაშინ ის ძალიან ბედნიერი იყო.
ჯონგუკის თვალები ყოველთვის ბრწყინავდნენ მის გვერდით, ყოველთვის ანათებდნენ და სითბოს ასხივდებდნენ.
ჯონგუკი ყოველთვის იყო რაღაც კარგის მატარებელი და მის სახეზე ან ხმაზე, ვერასდროს შეამჩნევდით ნერვიულობას ან სევდის ნოტებს. ჯონგუკი მხოლოდ ჯიმინთან იყო ნამდვილი, მხოლოდ მის გვერდით იკეცებოდა სამსახურისგან დაღლილი და საათობით იჯდა ასე. ახლა კი, მისი თვალები ჩამქრალია, მისი ნიღაბი კი იმდენად მყარი, რომ ჯიმინს არ შეუძლია მისი თუნდაც გაბზარვა.

- მინი? სად დაიკარგე? - ხელს უქნევს სახესთან თეჰიონი.

- მაპატიე, ჩავფიქრდი. - ჯიმინი თავს აქნევს და ჯონგუკს მისი ფიქრებიდან აძევებს.

- მისი დაბრუნება გინდა, არა?

- მინდა.. ჯანდაბა, ნამდვილად მინდა. მაგრამ ის ახლა სრულიად სხვა ადამიანია. არც კი მომისმენს.. მის რეალურ გრძნობებს ვერ ვხედავ, თეჰი. ეს მაგიჟებს. მინდა ვიცოდე რას გრძნობს, მინდა ვიცოდე რეალურად როგორ არის. - ჯიმინი თავს მაგიდაზე დებს.

- ხელახლა შეაყვარე თავი, ძმაო. - ოხრავს თეჰიონი.

- ის ვერ მიტანს.

- დარწმუნებული ხარ?

**

- ბატონი პაკი მის ოფისში გიხმობს. - ატყობინებს ქალბატონი დო.

Ex husband turned BOSS Onde histórias criam vida. Descubra agora