19.

377 44 22
                                    

ჯონგუკმა დილით ადრიანად გაიღვიძა. ჯიმინს ჯერ კიდევ ღრმად ეძინა. ჯეონს ძალიან კარგად ახსოვდა მისი ჩვევა, როცა პაკი თავს კომფორტულად და კარგად გრძნობდა, გვიანობამდე ეძინა.

საათი 7-ს უჩვენებდა. მან საკუთარი ხელი ფრთხილად დაიხსნა პაკის მკლავისგან და შეუმჩნევლად ადგა, რომ ხმაური არ გამოეწვია.

- ესე იგი, მაინც ერთად იწექით. - შენი დედაც! შემაშინე. - კარში შეეჩეხა ჯისუნგი. მისმა დაბოხებულმა ხმამ ჯონგუკი შეაფრთხო.

- და უბრალოდ ერთ საწოლში გვეძინა.

- ჩახუტებულებს.

- ჯის, ეს მადუღარა არ გამომაქანებინო. - ჯისუნგს გაეცინა და გვერდით დაუდგა.

- მეც გამიკეთე. და ჯიმინსაც.

- ის ჯერ არ გაიღვიძებს. - თვალები აატრიალა ჯონმა და ყავის მადუღარა გაზზე დადგა.

- ტირილის ხმა გავიგონე. - ნელა და ფრთხილად წარმოსთქვა ჯისუნგმა. - რა გითხრა?

- ნაწიბურებზე იცოდა. - ხმა დაადაბლა ჯონმა და უნებლიედ შეეხო საკუთარ მაჯას.

ჯისუნგმა სასწრაფოდ გამოსტაცა ბიჭს ხელი და სვიტერი მაღლა აუწია, რომელიც თითებსაც კი უფარავდა.

- ახალი. როდინდელია ეს? - ჯისუნგი გრძნობდა ღელვას გულში. მას ჯონგუკი საკუთარი პატარა ძმასავით უყვარდა და არ შეეძლო ეს აეტანა. - ხომ გთხოვე აღარ გაგეკეთებინა. შეხედე შენს თავს, მთელი მაჯა შრამებითაა დაფარული.

- თავს ვერაფერს ვუხერხებ. - უხერხულად გაინთავისუფლა მაჯა და სახელო ბოლომდე ჩამოიწია. - მეც არ მომწონს ეს, მაგრამ არ შემიძლია თავის შეკავება, ეს ტკივილს მაყენებს ჯის.. - ჯისუნგმა ორივე ხელით დაიკავა და მასზე დაბალი სხეული მკლავებში მოიქცია.

- უბრალოდ ჩემთან რატომ არ მოხვალ დასალაპარაკებლად? ხომ იცი, რომ თუ გულს გადამიშლი.. - ვცადე, ჰიონ. ვცადე! მაგრამ არ შემიძლია. ამის მეშვეობით უფრო მარტივად გადამაქვს ტკივილი. მაზოხისტი ვერ ვიქნები, რადგან ნამდვილად არ მომწონს ის ტკივილი, რასაც შემდგომ განვიცდი, მაგრამ თითქოს მერე ყურადღება ნაჭრილობევის ტკივილზე გადამაქვს და ვივიწყებ იმას, რის გამოც ცუდად ვიყავი.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now