თავი 13

604 60 4
                                    

- შენი ნამოქმედარია,არა? - უხეშად იკითხა ამელიმ და ჯინს წინ კამერა დაუდო.

- რა? - გაკვირვებულად იკითხა ჯინმა.

- ეს კი უკვე საინტერესოა, - გასწორდა იუნგი და ჯინს გახედა.

- ამელი,ეს რა არის? - კიდევ იკითხა სოკჯინმა.

- ჩემს ოთახში ვიპოვე.დიდიხანია მგონია,რომ ვიღაც მითვალთვალებს,ეს კი შენ აღმოჩნდი!და გუშინ სტეისიზე რომ გკითხე ასე უცნაური რეაგირება რატომ მოახდინე?მითხარი! - დაიყვირა ამელიმ და მაგიდაზე ხელი დაარტყა.

- იმიტომ,რომ ჯონგუკს უკვე საცოლე ჰყავს!და მაშინ გამოჩნდა სტეისიც! - კიმმა ხმას აუწია და ადგილიდან წამოხტა.

- რა?მაგრამ აქ სტეისი რა შუაშია?ჯონგუკს რატომ არ შეხნენ?

- არ ვიცი,არავინ იცის...ჯიჰუნის გარდა.

- და კამერა?

- და კამერაც არ დამიყენებია.რატომ უნდა გითვალთვალო? - ჰკითხა ჯინმა.

- იქნებ სიმპატიის გამოხატვა გინდა, - გაეცინა იუნგის.

- ეს უკვე სასაცილო არ არის.ეს იმას ნიშნვას,რომ ამელის ბინაში უკვე ვიღაც იყო, - ივარაუდა ნამჯუნმა. - არანაირი ხმა არ გაგიგია?

- წასვლის წინ რაღაც ნაბიჯების ხმა მომესმა,მაგრამ გავიფიქრე,რომ ეს დაღლილობისგან მომეჩვენა.ხოლო როდესაც ბუსანიდან დავბრუნდი,ფანჯარა ღია იყო.

- ეს ძველი კამერაა და ინფორმაცია მხოლოდ კაბელის მეშვეობით გადადის,სადღაც ასეთი მქონდა, - ნამჯუნმა კამერა აიღო და შეათვალიერა,შემდეგ კი ყუთში კაბელის ძებნა დაიწყო.

- იქნებ მისი სახის დანახვა შევძლოთ? - იუნგი ადგილიდან წამოდგა და ნამჯუნისკენ გაემართა.

- ახლავე ყველაფერს ვნახავთ, - ჯუნიმ კამერა კომპიუტერზე შეაერთა.ბიჭს ყველა სხვადასხვა მხრიდან შემოეხვა და მონიტორზე ყურადღებით ყურება დაიწყო.

- აი ჩანაწერიც, - ჯინმა ერთ ფაილზე მიუთითა.

- ვხსნი, - ნამჯუნმა მაისუთ ორჯერ დააწკაპუნა და ჩანაწერიც გაიხსნა.ცარიელი ოთახი გამოჩნდა,შემდეგ კი ამელიც შემოვიდა.ეს ზუსტად ის დღე იყო,როდესაც გოგონამ რაღაც ცუდი იგრძნო.მან თავიდან ფარდები ჩამოაფარა,შემდეგ კი ტანსაცმელის გაძრობა და პიჟამოს ჩაცმა დაიწყო.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now