თავი 14

612 64 3
                                    

გული სწრაფად ძგერას აგრძელებდა.შიგნით ყველაფერი შიშმა მოიცვა.ამელის არაფრის გაგება არ შეეძლო.5 წუთი სველ ასფალტზე იჯდა,ხოლო შემდეგ მისი მზერა პაკეტზე გადავიდა,რომელიც პროდუქტებით იყო სავსე.თმის უკან გადაწევის შემდეგ კი,ამელი წამოდგა და ძირს დაყრილი აიღო.ფეხები ეკვეთებოდა,მაგრამ გზა უნდა გაეგრძელებინა.

სახლში მისვლის შემდეგ,ამელიმ კარები გააღო,სადაც იუნგი დახვდა.

- ამელი,როდესაც სახლში მოვედი,ვფიქრობდი,რომ ბინა შემეშალა, - ბიჭმა გაუღიმა და მძიმე პაკეტები ხელიდან გამოართვა.ამელი ერთ წერტილს მისჩერებოდა,თავს უქნევდა და მისაღებში მიდიოდა. - 1 წელი,რომ მელაგა,მაინც ვერაფერს გავაკეთებდი.დიდი მადლობა.

- აჰა, - ისევ დაუქნია გოგონამ თავი და დივანზე დაჯდა.იუნგიმ გოგონას სახეზე ცრემლის მიერ გაკვალული გზა შენიშნა.

- რამე მოხდა?ვინმემ გაწყენინა? - კითხვები დააყარა შავთმიანმა,და გვერდით მიუჯდა.ამელიმ თავი შეაბრუნა და ბიჭს პირდაპირ თვალებში ჩახედა.<<თუ ვინმეს მაინც მოუყვები,რომ შენთან ვიყავი,მაშინ პირველ რიგში იუნგი დაშავდება...>> - მხოლოდ ეს სიტყვები უტრიალებდა თავში.

- ყველაფერი რიგზეა, - იცრუა ამელიმ და მოწყენილად გაიღიმა.გოგონა ადგა და იუნგის დაჟინებული მზერის მიუხედავად სამზარეულოსკენ გაემართა.მან ორი ჭიქა აიღო და თავის ადგილას დაბრუნდა.

- ეს რა არის? - არ ესმოდა იუნგის.ამელიმ ბიჭს ხელებიდან ერთი პაკეტი გამოართვა და იქედან ღვინის ბოთლი ამოიღო.მან ადვილად მოაძრო თავი,მისი და იუნგის ჭიქა გაავსო და თავისი ხარბად გადაკრა.ბიჭი იჯდა და ამ ყველაფერს მშვიდად აკვირდებოდა. - მართლა ყველაფერი რიგზეა?

- ყველაფერი უბრალოდ მშვენივრადაა, - სახეზე სულელური ღიმილი გამოესახა.ფეხსაცმლის გახდის შემდეგ,ამელი დიდი ადიელას ქვეშ შეძვრა.ახლა არ აინტერესებდა,რომ ის აქ არ იძინებდა.იუნგი ერთ პოზაში ჯდომას აგრძელებდა,რომელსაც ცალ ხელში ბოთლი და ცალ ხელში ღვინით სავსე ჭიქა ეკავა. - კიდევ დამისხი.

BLACK THREAD | M.YGМесто, где живут истории. Откройте их для себя