თავი 5

604 65 3
                                    

დღე საღამოს მიუახლოვდა.იუნგი და ნამჯუნი მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ განყოფილებაში.

- როგორც იქნა,აბა რა ხდება? - ჯინი ადგილიდან წამოხტა და იუნგის კითხვა დაუსვა.ბიჭი კაბინეტში უბრალოდ ჩუმად შემოვიდა.

- შენ რა ტიროდი? - ამელიმ იუნგის აწითლებული თვალები დაინახა,რომელსაც ბიჭი ცდილობდა ჩოლკებ ქვეშ დაემალა.

- საიდან მოიტანე? - იუნგიმ ბრაზიანად გახედა პაკს.

- ჰმ,მამას ძალიან უყვარდა ქალიშვილი, - ნამჯუნს არ უნდოდა,რომ ამელის მინი გაებრაზებინა და ჩაძიებოდა,ამიტომაც თემა შეცვალა. - ძალიან გვთხოვდა,რომ მკვლელი გვეპოვა.

- მე აქ კიდევ შევისწავლე წინა საქმე.მკვლელობა ერთმანეთს ჰგავს,ისევე ისეთი შავი ძაფი და ისეთივე ფსკვნილი, - ამელიმ ფოტოები აიღო და ბიჭებს აჩვენა.

- რას მიაკვდი ამ დაწყევლილ ძაფებს?!სჯობდა არსებული და მნიშვნელობანი კვალი გეძებნა და გეპოვა! - ყელში ამოუვიდა იუნგის და მაგიდაზე მუჭი დაარტყა,რის გამოც ამელი შიშისგან წამოხტა.მინმა ისევ ხშირი სუნთქვა დაიწყო,ხოლო თვალები ცრემლებით აევსო,მაგრამ მან ხელის სწრაფი მოსმით მოიშორა ისინი და შემდეგ შოკში ჩავარდნილ ამელის გახედა, - ბოდიში. - ზურგჩანთა აიღო და წავიდა.

- თქვენც არ გჯერათ ჩემი? - პაკმა მზერა ჯინზე და ნამჯუნზე გადაიტანა,ისინი კი მხოლოდ დუმდნენ. - გასაგებია,ეს უბრალოდ დამთხვევაა,კარგი,გავიგე. - საშინლად ეწყინა,რომ არავის სჯეროდა იმის,რომ ამას ერთი და იგივე ადამიანი აკეთებდა,ამიტომ ამელი დანებდა და ამ ფაქტს შეეგუა.ან იქნებ არა?

- ხვალ მოსწავლეები უნდა დავკითხოთ,რომლებმაც სხეული იპოვეს,დღეს კი მათ შოკი ჰქოდათ...და კიდევ მის თანაკლასელებს დავკითხავთ,იქნებ მათ იციან რამე.ის ბოლოსდაბოლოს საუკეთესო იყო,უამრავს შურდა ალბათ მისი, - განიხილავდა ჯინი.

- კარგი,უკვე სამუშაო დღე დასრულდა,სახლში წასვლის დროა.ამელი,სახლამდე მიგაცილო? - ნამჯუნმა გოგონას გახედა.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now