თავი 3

686 76 6
                                    

იუნგიმ კარის ზარს თითი მიაჭირა.

- რაღაც აგვიანებს, - წარბები შევჭუხნე.

- მგონი ბარგს ალაგებს.

- ახლავე,ერთი წუთით, - კარი ბიჭმა გააღო,რომელიც მის სველ თმებს იმშრალებდა.როგორც ჩანს შხაპს იღებდა.ის მხოლოდ ჯინსებში იყო,რამაც ამაწითლა.

- ემმ,გამარჯობათ, - მორცხვად წარმოთქვი,თან ვგრძობდი რომ ლოყები მიწითლდებოდა.იუნგიმ ჩაიცინა.

- პოლიციიდან ვართ.შეიძლება შემოვიდეთ? - მინმა გვერდზე გამწია და ბინაში შევიდა.

- და შეიძლება გავიგო,რაშია საქმე? - ლანსოკს არ ესმოდა,თუ რა ხდებოდა.

- უკაცრავად,მაგრამ არ შეგიძლიათ,რომ მაისური ჩაიცვათ? - ყურადღების სხვა რამეზე გადატანა არ შემეძლო!

- ოი,რათქმაუნდა, - ბიჭმა ოთახში შეირბინა.რამდენიმე წუთში კი წითელ ჰუდში ჩაცმული დაბრუნდა. - სამზარეულოში წამობრძანდით.

მე და იუნგი ლანსოკის პირდაპირ დავსხედით.

- იცი,რომ შენი შეყვარებული გარდაიცვალა? - აი ასე უბრალოდ დაუსვა კითხვა იუნგიმ.

- რა? - მას იმწავმსვე შეეცვალა სახე.ან მართლაც არ იცოდა,ან კარგად თამაშობს.

- დღეს,ღამის 12 საათზე, - გავაგრძელე. - ამ დროს მასთან იყავი,ხომ ასეა? - ყურადღება მის ხელებზე გადავიტანე.მასზე ნაკაწრები ჰქონდა,რაზეც იმწამსვე ჰუდის სახელოები ჩამოიფარა,რომ დაემალა.

- დიახ,ასეა.

- და რას აკეთებდით? - იუნგი მას ისე უყურებდა,რომ მთელ სხეულზე ჭიანჭველებმა დაუწყეს სირბილი.

- ღალატში დავადანაშაულე.

- და ეჭვიანობის გამო ფანჯრიდან გადააგდე, - მინმა მას თვალებში მკაცრად ჩახედა.დაძაბულობამ მოიმატა.

- რა?...არა!

- რაც მოსალოდნელი იყო.უარყოფ,იმის შიშით,რომ ციხეში ჩაგსვამენ, - აგრძელებდა იუნგი.

BLACK THREAD | M.YGDonde viven las historias. Descúbrelo ahora