თავი 12

586 58 6
                                    

მომდევნო დღეს ამელიმ და იუნგიმ ადრე გაიღვიძა,რომ ბარში შესვლა მოესწროთ,რომელშიც ჯიჰუნი და მისი შეყვარებული მუშაობდა,რადგან ხვალ დილით უკვე სეულში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

- მოდი შევიდეთ,ყავა ვიყიდოთ, - დაამთქნარა იუნგიმ და ახლომდებარე კაფეს გახედა.

- გეთანხმები, - ამელი ყავის საყიდლად გაემართა,ხოლო მინი დარჩა და ავტობუსის ლოდინი დაიწყო.

* * *

- თეჰიონ,ამელი და იუნგი უკვე ქუჩაში გველოდებიან, - კაბინეტში ჰოსოკი შემოვიდა და მეგობარს გახედა,რომელიც ტელეფონში რაღაცას თამაშობდა.

- მოიცადე,რეკორდზე მივდივარ.

- თეჰიონ! - დაუყვირა ჰოსოკმა, რის გამო კიმი მოულოდნელობისგან წამოხტა და ტელეფონი კინაღამ ხელიდან გაუვარდა.

- მოვდივარ,ხო მოვდივარ, - ბიჭმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ჯონს უკან გაჰყვა.

ქუჩაში გასვლის შემდეგ,მათ მინი და პაკი დაინახეს,რომელიც იდგნენ და სინქრონულად ამთქნარებდნენ.

- ვერ გამოიძინეთ? - ჩაიცინა ჰოსოკმა.

- გუშინ იმდენი რამ მოხდა!ჯერ კიდევაც ვერ ვიგდებ თავიდან, - დაიწყო ამელიმ.

- ნუთუ ერთხელაც არ გისროლია? - თეჰიონმა წარბი ჩატეხა.

- პოლიციაში დიდიხანი არაა რაც ვარ.

- და ასეთი სერიოზული საქმის გამოძიებაზე დათანმხდი?ვაფასებ, - კიმი საჭეს მიუჯდა.დანარჩენებმაც დაიკავეს თავთავიანთი ადგილი.

გზა გრძელი აღმოჩნდა...რაიონი ერთი-მეორეს ენაცვლებოდა... ბარი საკმაოდ ღარიბ ადგილას მდებარეობდა...ის ძვირადღირებული არ იყო,ამიტომაც იქ უსახლკარო ლოთები დადიოდნენ.

- საშინელებაა, - ამელი მანქანიდან გადმოვიდა და ხალხს თვალი მოავლო,რომლებიც დახეულ ტანსაცმელებში იყვნენ...

- ჯერ კიდევ არ იცი ცხოვრება რა არის, - ჩაიცინა იუნგიმ.

- რას გულისხმობ? - გოგონამ მინს გაკვირვებით გახედა.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now