თავი 10

602 59 15
                                    

- ეს ის მკვლელობებია,რომლებიც ჯიჰუნმა 10 წლის წინ ჩაიდინა, - ჯიმინმა კარადიდან საქაღალდეების ნახევარი გადმოიღო.

- გამოდის,რომ უფრო მეტი მოკლული ჰყავს,ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით...უფროსმა კუანგმაც გვაჩვენა მკვლელობების საქმე, - ამელიმ ერთი საქაღალდე აიღო და გარდაცვლილების ფოტოებს დახედა.

- როგორც ჩანს,მან ის საქმეები გაჩვენათ,რომლებიც თვითონ გახსნა...ეს მკვლელობები კი მე გავხსენი.

- თქვენ თქვით,რომ სეულში გამოიქცა...ეს რას ნიშნავს?ის უკვე დაჭერილი იყო? - დაუსვა კითხვა იუნგიმ.

- დიახ,ჩვენ ის დავიჭირეთ.ჯიჰუნს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს,მაგრამ ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა,ამიტომაც ფსიქიატრულ საავადმყოფოში გადავიყვანეთ,იქედან კი ის 3 თვის წინ გაიქცა.ჩემი ხალხი მას მთელ ქალაქში დაეძებს...ის კი უკვე თურმე სეულში ყოფილა...ახლავე თეჰიონს დავურეკავ,ის თქვენ ერთ საინტერესო ადგილზე წაგიყვანთ, - პაკმა ტელეფონი აიღო და საჭირო ნომრის აკრეფა დაიწყო.

Flashback.

1989 წელი,ბუსანი.

ჯონ ჯიჰუნი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.ის ყველაფერს გაფართოებული თვალებით უყურებდა...ახლა საერთოდ სხვა ადგილზეა...მისთვის უცხო და ახალ სამყაროში.

- ჯიჰუნ,ეს შენი ოთახია, - ამღზრდელმა კარები გააღო და ჯონმა 10 წლის ასაკის 3 ბიჭი დაინახა. - ახლა ეს შენი ახალი სახლია...ახლავე შენს ნივთებსაც მოვიტან, - ქალი წავიდა,ხოლო ბიჭი თავისუფალი საწოლისკენ გაემართა.

- გამარჯობა, - ბიჭებს მიესალმა,მაგრამ პასუხი არცერთისგან არ მიუღია...

- შენც დედამ მიგატოვა? - დაუსვა კითხვა შავთმიანმა ბიჭმა,რომელიც მაგიდასთან იჯდა და რაღაცას ხატავდა.

- ეს ასე არ არის,დედა აქედან წამიყვანს.

- მან შენ აქ სამუდამოდ დაგტოვა, - გააგრძელა მეორემ,რომელიც საწოლზე იჯდა.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now