თავი 9

584 67 12
                                    

მინი ადგა,გაიზმორა და ამელის ყურადღებით გახედა.

- ახლა არც კი ვიცი,როგორ გითხრა, - ამელიმ თავი ჩახარა.იუნგიმ ამოიხვნეშა,კეფა მოიქექა და წავიდა. - სად მიდიხარ? - ამელი ადგილიდან წამოხტა,ჰუდი გადაიცვა და ბიჭს გაეკიდა.

იუნგი ფანჯრის წინ იდგა,გულთან ხელებგადაჯვარედინებული და ფილტვებში სუფთა ჰაერს უშვებდა.

- რატომ წახვედი? - პაკმა როგორც იქნა ბიჭი იპოვა,რადგან მინი საკმაოდ შორს წავიდა.

- რა შენი საქმეა? - იუნგიმ ამელის მაღლიდან დახედა.

- მართალი ხარ,არანაირი, - გოგონამ სუფთა ჰაერი შეისუნთქა და ცხვირი თბილ ჰუდში ჩამალა. - მაპატიე, - მშვიდად წარმოთქვა ამელიმ,რომელიც ფანჯრიდან იხედებოდა.შავთმიანმა გოგონაზე გაკვირვებული მზერა გადაიტანა,რადგან ვერ ხვდებოდა,თუ რატომ იხდიდა ბოდიშს. - იმ სიტყვების გამო,როდესაც გითხარი,რომ ეგოისტი,უხეში და... - ვერ მოასწრო დამთავრება,რადგან ბიჭმა გააწყვეტია.

- ჩემი ცხოვრება 17 ასაკში შეიცვალა, - დაიწყო იუნგიმ და ფანჯრისაკენ შებრუნდა,ხოლო ამელიმ ყურადღებით დაიწყო,მშვიდი და ცოტა ბოხი ხმის მოსმენა. - მშობლები და უფროსი და აგარაკიდან ბრუნდებოდნენ,მათთან ერთად არ წავსულვარ,იმიტომ,რომ პოლიციის აკადემიაში ვაბარებდი, - ჩაიცინა ბიჭმა. - ისინი ავარიაში მოხვდნენ...სატვირთოს დაეჯახნენ...მშობლები ადგილზე დაიღუპნენ,ხოლო და მძიმე მდოგარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.მახსოვს,როგორ მითხრეს ამის შესახებ და მთხოვეს რომ ამოსაცნობად მორგში მივსულიყავი... - თვალების წინ ისევ ის სურათი წარმოსდგა,მაგრამ მალევე ყველაფერი მომდგარი ცრემლების გამო აიმღვრა. - მარტონი დავრჩით...ქონება დის სახელზე გავაფორმე...ჩემს თავსაც და მასაც დავპირდი,რომ გავუფრთხილდებოდი...შემდეგ ის საავადმყოფოდან გამოწერეს...თავიდან სიარული ვასწავლე...ყველაფერს ვაკეთებდი,რომ ბედნიერი ყოფილიყო.ფული ცოტა გვქონდა,ამიტომაც სხვადასხვა ადგილას მუშაობა დავიწყე...ხოლო როდესაც განათლება მივიღე,პოლიციაში მოვეწყვე....ხშირი დაგვიანების გამო კი გამომაგდეს...ახალ ადგილებში ბევრს არ ვმუშაობდი,ამიტომაც მალე მიშვებდნენ სამსახურიდან...შემდეგ კი... - მინი გაჩედა და თავი ძირს ჩახარა...ამელიმ შავთმიანს ყურადღებით გახედა და ბიჭის ლოყაზე ჩამოსული,ორი ტკივილით სავსე ცრემლი დაინახა...

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now