თავი 8

589 63 8
                                    

- აუცილებლად გავხსნით ამ საქმეს, - იუნგი კაბინეტში შემოვიდა და ამელის სიტყვები იმავე ინტონაციით გაიმეორა.

- ვინ წავა? - დასვა კითხვა ნამჯუნმა.

- ზუსტად ვიცი,რომ მე არა, - მინი სავარძელში ჩაჯდა და ხელები თავქვეშ შემოიწყო.

- ამოიღეთ,ვისაც მოკლე ფურცელი ექნება,ის წავა, - ჯინი ყველასთან ფურცლებით მივიდა, - მე გრძელი მაქვს.

- მოკლე, - თქვა ამელიმ.

- გრძელი, - ნამჯუნმა იუნგის გახედა და მიხვდა,რომ ის მიდიოდა.

- მე მასთან ერთად არსად არ წავალ, - ჩაიფრუტუნა მინმა.

- იუნგი,ბავშვივით რატომ იქცევი?

- არ იღელვო,მთელი გზა ჩუმად ვიქნები, - რაღაც ნაწყენივით თქვა ამელიმ,შემდეგ კი ჩანთა აიღო და სახლში წავიდა.

- რას მიყურებთ?გაფრთხილებთ,არ დავიჭერ,როდესაც მატარებლიდან ჩამოვარდება.

- მიდი უკვე ნივთების შეგროვება დაიწყე, - ბიჭებმა გაიცინეს,ხოლო ჯინმა იუნგის შავთმებს ხელი გადაუსვა...

* * * 

სანამ სახლში წავიდოდა,ამელი უფროსთან შევიდა და უთხრა,თუ ვინ წავიდოდა ბუსანში.კუანგმა ბილეთები დაჯავშნა...გასვლა2 დღეშია.

დღე საღამოს მიუახლოვდა,ამიტომაც გზები მანქანებით გატენილი იყო...ხალხს სახლისაკენ ეჩქარებოდათ.

ამელი გზაზე გადადიოდა,უამრავ ხალხთან ერთად.მისი მზერა დაახლოებით 40 წლის კაცზე შეჩერდა.ის მუხლებამდე,გძელ,შავ მოსაცმელში იყო.თავზე შავი კეპი ეხურა,ხოლო სახეს ექიმის ნიღაბი უფარავდა.

- ფრთხილად! - პაკი კაცისაკენ გაიქცა,ისიც გოგონასკენ შემობრუნდა და ვერც კი გააცნობიერა,როგორ აღმოჩნდა ასფალტზე, - კარგად ხართ? - ამელი  წაქცეულ კაცთან მიჩოჩთა.მათი მზერა ერთმანეთს გაუსწორდა.

- დ...დიახ, - კაცი შოკში იყო,ის ახალგაზრდა გოგონას სახეზე თვალებს აქეთ-იქეთ დაარბენინებდა.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now