დასასრული

997 92 18
                                    

- სტეისი,ჩვენ ის ვიპოვეთ,როგორც შეგპირდი, - ამელი მისი დაქალის საფლავთან იჯდა,რომლის წინ წითელი ყვავილები დაეწყო. - მაპატიე,რომ ვერ გაგიფრთხილდი, - გოგონამ თავი დახარა.

- ამელი, - ხმა გაისმა.იუნგი უკნიდან მიუახლოვდა და გოგონას მხარზე ხელი დაადო. - წავიდეთ?ჯინმა დამირეკა...მხოლოდ ჩვენ გველოდებიან.

- კი,ახლავე, - ამელიმ ცრემლები მოიწმინდა.

- ეი,რა მოხდა? - მინმა წარბები შეჭმუხნა და გოგონას გვერდით მიუჯდა.ბიჭი დაიჭყანა და მუცელზე ხელი დაიდო.

- იუნგი?

- ყველაფერი რიგზეა, - ბიჭმა გოგონას დამშვიდება დაიწყო და ნელა ამოიხვნეშა.იუნგი 2 კვირის წინ გამოწერეს,მაგრამ ჭრილობა ხანდახან თავს ახსენებდა.

- არ მჯერა,რომ ეს საქმე დავხურეთ, - ამელიმ თავი ჩახარა.

- ცხვირი რას ჩამოუშვი?ყველა გველოდება,წავედით, - იუნგი ადგა და გოგონას ხელი გაუწოდა.ამელიმ ბიჭს ქვემოდან ზემოთ ახედა და გაიღიმა.მან მისი პატარა ხელი ბიჭის დიდს დაადო და წამოდგა...ისინი ჯინის აგარაკისკენ გაემართნენ.იუნგის გამოჯამრთელების და საქმე <<შავი ძაფის>> დახურვის აღნიშვნა გადაწყვიტეს.

* * *

იუნგი და ამელი დიდ,აგარაკის სახლს მიუახლოვდნენ,სადაც ჯინი იდგა...მას დიდი ჭიშკარი გაეღო,და მინმაც მანქანის დაპარკინგება შესძლო.

- გამარჯობა! - ამელი ავტომობილიდან გადმოხტა და კიმს ჩაეხუტა.ბიჭს გაეცინა და გოგონას ხელები მოხვია.

- კარგი სახლია, - წარმოთქვა იუნგიმ,სოკჯინს მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.მალე ყველა სახლში შევიდა სადაც მათ ნამჯუნი ელოდა.

- აქ რას წამოგორიალებულხარ? - ჯინმა მეგობარს ბალიში ესროლა. - წავედით ხორცი შევწვათ.

- დედა? - გაოცდა ამელი,როდესაც სამზარეულოში შევიდა.

- იუნგიმ დამპატიჟა, - მისის პაკმა გაიღიმა და ქალიშვილს ჩაეხუტა. - კარგი ბიჭია.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now