თავი 1

981 85 2
                                    

ზაფხული,2017 წელი.სეული

როგორც იქნა სანატრელი ივნისი დადგა.ზოგს გამოცდები,სესიები აქვს,ზოგი შვებულებას იღებს,ზოგი დასასვენებლად მიდის,ხოლო ზოგი სკოლას და უნივერსიტეტს ამთავრებს.

ამელიმაც დაამთავრა წელს პოლიციის აკადემიის ბოლო კურსი.მხოლოდ ისღა რჩებოდა,რომ - ამ სპეციალობაზე სამსახური ეპოვა.

* * *

- ამელი,დარწმუნებული ხარ,რომ ცალკე ცხოვრება გინდა? - ანერვიულებულად გარეცხა მისის პაკმა ბოლო თეფში და გოგონასკენ შებრუნდა.

- დე,ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ.მცხოვრებლები 1 კვირაში გადავლენ,ხოლო შემდეგ მუშებს დავიქირავებ,რომ რემონტი გააკეთონ.მაინც ფული დაგვრჩა და... - გოგონამ ყავა მოსვა,საათს გახედა და ადგილიდან წამოხტა, - კარგი,მე გავიქეცი!

* * *

ამელის ახალ სამსახურში ეჩქარებოდა.როგორც იქნა დადგა ის დღე,როდესაც გოგონა პირველად იმუშავებს და დედის მხრებზე არ იქნება.ასეთ შემთხვევაში პაკმა მაღალქუსლიანები და კაბა ჩაიცვა.პირველი დღეა მაინც...

და აი ეს შენობაა,რომელშიც ახლო მომავალში იმუშავებს,ან იქნებ წლებიც კიდეც.

- წარმატებები, - ამელიმ გაიღიმა,ჩაისუნთ-ამოისუნთქა და პირველი ნაბიჯი გადადგა.

შიგნით ბევრი ხალხი იყო ფორმაში გამოწყობილი.ყველა აქეთ-იქეთ დადიოდა და ერთმანეთს ესაუბრებოდა,ზოგიერთი კი დასაკითხავად მიჰყავდათ და ხელები ზურგს უკან დაეჭირათ.

ამელი აქ მეორედაა,პირველად კი მაშინ იყო,როდესაც დოკუმენტები მიიტანა.

ამელის POV 

ჯერ უფროს - ჯონ კუანგთან უნდა შევიდე.

კორიდორში სიარულის დროს,ჩავფიქრდი.ნუთუ აქ უნდა ვიმუშავო?ამ კორიდორში ყოველდღე ფორმით ვივლი,რომელსაც მალე მომცემენ...

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now