თავი 2

810 90 7
                                    

- ყოველთვის,როდესაც დამინახავ,უნდა წაიქცე? - წუწუნით წარმოთქვა ბიჭმა.

- იუნგი?შენ აქ...შენ აქ რას აკეთებ? - ამელი შოკში იყო და შავთმიანს უყურებდა.

- აქ ვცხოვრობ,მაგრამ გზაზე ვიღაც ქალი გადამეღობა, - ბიჭმა თვალები გადაატრიალა.

- და მანდამაინც მე რატომ მომყვებოდი?

- გეყოს კითხვების დასმა,დავიღალე და სახლში მინდა, - იუნგიმ ამოიხვნეშა და ასფალტზე მწოლიარეს გვერდი გაუარა.

- ოჰ,მადლობა,რომ ადგომაში დამეხმარე! - ამელიმ მიმავალ ბიჭს მიაძახა,წამოდგა და მტვერი ჩამოიფერთხა.

* * * 

სახლში მშვიდობით მისვლის შემდეგ,ამელი პირველად მის ოთახში გამოსაცვლელად შევიდა.

- ამელი,ყველაფერი რიგზეა? - გოგონას დედა სადღესასაწაულო ვახშამს ამზადებდა,რომ ქალიშვილის პირველი სამუშაო დღე აღენიშნათ და თან ძალიან სასიამოვნო ახალი ამბავი შეეტყობინებინა.

- ყველაფერი კარგადაა! - დაუყვირა პაკმა,რომელიც ბინძურ კაბას აკვირდებოდა, - დღეს რამდენის გადატანა მოგიწია, - მწუხარებით შეხედა კაბას,რომლის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

შხაპის მიღების შემდეგ,ამელი სამზარეულოში გავიდა.ვახშამი უკვე მზად იყო.

- შვილო,შენთვის მნიშვნელოვანი ახალი ამბავი მაქვს, - მისის პაკი ძლივს იკავებდა ღიმილს.

- რამე მოხდა? - ამელის ასეთი ინტრიგა არ უყვარდა.

- ხვალ შეგილძია რემონტი დაიწყო!მცხოვრებლები დღეს გადავიდნენ!

- მართლა? - გოგონა სიხარულისგან სკამიდან წამოხტა.

- კი! - ქალმა ფართოდ გაიღიმა და ხელები გაშალა,ამელისაც არ დაუყოვნებია და დედას მაგრად ჩაეხუტა.

ამელის POV

აი დადგა ახალი დღეც.დღეს სამსახურის შემდეგ საღებავებისთვის და ფუნჯებისთვის სამშენებლო მაღაზიაში უნდა შევიდე.თან ავეჯის მაღაზიაშიც შევივლი.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now